დემარ დეროზანმა „დალასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსის“ უკანახაზელმა დემარ დეროზანმა „დალას მავერიკსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (102:106) ტრავმა მიიღო, რის შესახებაც „The Score“ იტყობინება.

„რეპტორსის“ საუკეთესო სნაიპერი ბოლო მეოთხედში დაშავდა, როდესაც გარღვევის შემდეგ წაიქცა. 8 სროლიდან დეროზანმა ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ცნობისთვის, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსწლიანი კარიერის განმავლობაში უკანახაზელმა ჯამში მხოლოდ 11 მატჩი გამოტოვა.

„დალასის“ პრეზიდენტი: „იმედია, „ლეიკერსი“ ასე ცუდად კიდევ დიდი ხანი ითამაშებს“

„დალას მავერიკსის“ მფლობელი მარკ კიუბანი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მიმართებაში უსიამოვნო კომენტარების გაკეთებას აგრძელებს.

„თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, მაშინ, ვიმედოვნებ, რომ „ლეიკერსი“ ასე ცუდად კიდევ დიდი ხსნის განმავლობაში ითამაშებს“, – ციტირებს კიუბანს ESPN.com-ი.

შეგახსენებთ, რომ „ატლანტა ჰოუქსთან“ მოგებულ მატჩამზე კალიფორნიელები ათიდან ცხრა შეხვედრაში დამარცხდნენ, რითაც ისტორიაში საკლუბო ანტირეკორდი დაამყარეს.

დირკ ნოვიცკი NBA-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა (ვიდეო)

„დალას მავერიკსის“ ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ „საკრამენტო კინგსთან“ შეხვედრაში თავისი 26 953-ე ქულა დააგროვა, რითაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა.

ამ მაჩვენებლით გერმანელმა ნიგერიელ ჰაკიმ ოპლაჯუვონს გაუსწრო, რომლის შედეგიც 26 946 ქულას შეადგენდა. ლიგის მოქმედ მოთამაშეებს შორის ყველაზე ახლოს 24 962 ქულით ნოვიცკისთან „სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდი ტიმ დანკანია, რომელიც ვირჯინიის კუნძლებზე დაიბადა.

გარდა ამისა, ამჟამად ნოვიცკი NBA-ს ყველა დროის ყველაზე შედეგიან მოთამაშეებს შორის მეცხრე ადგილს იკავებს. მერვე საფეხურზე ელვინ ჰეისია, რომელმაც 27 313 ქულა დააგროვა, ხოლო რეკორდი „ლეიკერსის“ ლეგენდარულ ცენტრს კარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნის – მისი მონაგარი 38 387 ქულას შეადგენს.

დირკ ნოვიცკიმ დელავედოვა „გაანადგურა“

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ „კლივლენდ კავალიერსის“ უკანახაზელს მეთიუ დელავედოვას შანსი არ დაუტოვა

„დალას მავერიკსის“ სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი

წარმოგიდგენთ „დალას მავერიკსის“ კალათბურთელთა მონაწილეობით 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო ეპიზოდების ამსახველ ვიდეოს.

ნოვიცკი: „იმედია, მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე სეზონი ვითამაშებ“

„დალას მავერიკსის“ ფორვარდი დირკ ნოვიცკი თვლის, რომ მაღალ დონეზე თამაშს კიდევ ორი სეზონის განმავლობაში შეძლებს.

„მიხარია, რომ განვლილ სეზონში 80 მატჩი ჩავატარე. წინა სეზონის შემდეგ ამის ბევრს არ სჯეროდა. თუმცა მაინც ვიმედოვნებ, რომ მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ვითამაშებ“, – განუცხადა დირკმა Mavs.com-ს.

ნოვიცკი: „ახალ კონტრაქტს სწრაფად გავაფორმებთ“

„დალას მავერიკსის“ ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ განაცხადა, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტს სულ მალე გააფორმებს.

„ჩვენ სწრაფად შევთანხმდებით. კიუბანმა იცის, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ, ეს არც მას სურს. ვფიქრობ, ყველაფერი სწრაფად მოხდება და ჩვენ გუნდზე ფიქრს გავაგრძელებთ. რაც შეეხება „ჰიუსტონის“ მხრიდან ინტერესს, „როკეტსის“ შესახებ არასდროს მისაუბრია. ჩემი ამ კლუბში გადასვლის ალბათობა ნულს უდრის“, – განუცხადა ნოვიცკიმ „The Dallas Morning News“-ს.

„დალას მავერიკსი“ პლეი-ოფში გავიდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში „დალას მავერიკსმა“ „ფინიქს სანსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 101:98 დაამარცხა, რითაც ბოლო 14 სეზონში პლეი-ოფის საგზური მეცამეტედ მოიპოვა. „მავერიკსზე“ უკეთესო შედეგი კი ამ მხვრივ მხოლოდ „სან-ანტონიო სპურსს“ აქვს.

რაც შეეხება „სანსს“, გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი ჯერჯერობით არ დაუკარგავს, ფინიქსელებს საგზურისთვის ბრძოლა „მემფის გრიზლისთან“ მოუწევს. წინ „ფინიქსს“ კიდევ ორი შეხვედრა ელის. ორშაბათს „სანსი“ სწორედ „გრიზლისს“ შეხვდება, რის შემდეგაც იმის იმედზე უნდა იყოს, რომ კონკურენტი ან „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ ან ნახსენებ „დალას მავერიკსთან“ დამარცხდება.

„მემფის გრიზლისის“ დამარცხებით „მავერიკსი“ დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დირკ ნოვიცკი: „ზაფხულში ახალ კონტრაქტს მოვაწერ ხელს“

„დალას მავერიკსის“ ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

„ზაფხულში თავისუფალი აგენტი გავხდები და, დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც მოვაწერ ხელს, რომელიც 2-3 წლით იმოქმედებს. სანამ ჩემი ორგანიზმი დატვირთვებს გაუძლებს, კალათბურთს ვითამაშებ. როდესაც ახალი კონტრაქტის ვადა ამოიწურება 38 ან 39 წლის ვიქნები. სავარაუდოდ, კარიერას სწორედ ამ პერიოდში დავასრულებ“ – ნოვიცკის ეს სიტყვები Sport1.de-ს მოჰყავს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კიუბანი: „NBA-მ მსაჯთა ყველა შეცდომა უნდა აღიაროს“

„დალას მავერიკსის“ მფლობელის მარკ კიუბანის აზრით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციია პასუხს მსაჯთა ყველა შეცდომებზე უნდა აგებდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ კვირაში პლანეტის საუკეთესო ლიგამ „მავერიკსის“ მონაწილეობით ორ მატჩში არბიტრთა შეცდომები აღიარა.

„მომწონს, როდესაც საზოგადოებისთვის ყველაფერი ღიაა. კარგი იქნებოდა, თუ ასოციაცია მატჩებში დაშვებულ სხვა შეცდომებსაც მიაქცევს ყურადღებას. თუ ოდესმე ყველაფერი ასე იქნება, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვპროგრესირებთ“, – განაცხადა კიუბანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ნოვიცკი, იმედია, ჩემი ცოლი ბავშვს შენგან ელოდება“

აშშ-ს მოსახლეობა მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს.

„დალას მავერიკსის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თავისი საყვარელი კლუბის მატჩის დროს ბანერი აპინა, რომლის დახმარებითაც, გუნდის ლიდერ დირკ ნოვიცკის მიმართა.

„დირკ, ჩემი ცოლი ფეხმძმედაა. იმედია, ეს შენი შვილია“, – ნათქვამია პოსტში.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარლაილი გუნდის მდგომარეობით უკმაყოფილოა

„დალას მავერიკსის“ გუშინდელი ვარჯიში დაგეგმილზე უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, რის შესახებაც კომენტარი გუნდის თავკაცმა რიკ კარლაილმა გააკეთა.

„გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილო ვარ. წინ კიდევ რამდენიმე დღე გვაქვს. ამ პერიოდში პროგრესს უნდა მივაღწიოთ. ორშაბათს მორიგი ტესტი გველის“, – განუცხადა Fort Worth Star-Telegram-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი