დანი ალვეში: „რონალდუ სხვებზე ძლიერია, მაგრამ „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებს“

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვეშმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვის უნდა გადაეცეს „ოქროს ბურთი“.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, კრიშტიანო რონალდუს სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„კრიშტიანო რონალდუ, რა თქმა უნდა, ამ დროისთვის სხვებს აღემატება, თუმცა თუ მესის არ მისცემენ „ოქროს ბურთს“, ჯილდო ფრანკ რიბერის უნდა გადაეცეს. მე ასე მოვიქცეოდი, რადგან „ოქროს ბურთის“ მისაღებად გუნდთან ერთად რაიმე ტიტული უნდა გქონდეს მოგებული“, – ციტირებს დანიელ ალვეშის სიტყვებს Football Espana.

თავად რონალდუ ზეპ ბლატერთან მომხდარი ინციდენტის გამო დაჯილდოების ცერემონიალზე მისვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიფამ და ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ დაბალი აქტივობის გამო „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის პერიოდი გაახანგრძლივა.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

დანი ალვეში: “კარიერას “ბარსელონაში” არ დავასრულებ”

კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველი, დანი ალვეში აცხადებს, რომ ის კარიერის დასრულებას “ბლაგაურნაში” არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ალვეშმა კარიერა ბრაზილიური “ბაიაში” 2001 წელს დაიწყო, 2002 წელს “სევილიაში” გადავიდა, საიდანაც 2008 წელს “ბარსელონაში” გადაბარგდა.

“სიმართლე გითხრათ, “ბარსელონაში” კარიერის დასრულების საკითხს საერთოდ არ განვიხილავ. მინდა, ბოლო წლები იქ გავატარო, სადაც კარიერა დავიწყე”, – ამბობს 28 წლის მოთამაშე.

დანი ალვეშმა რონალდუს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

26 ოქტომბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, კატალონიელთა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა მადრიდელთა თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდუს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.