ახალგაზრდა დანიელმა ფეხბურთელმა გოლი მე-5 წამზე გაიტანა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი გოლი გაიტანა დანიაში, “სიონერიუსკის” ფეხბურთელმა მე-5 წამზე.

დანიელი ფეხბურთელის საშინელი ტრავმა (ვიდეო)

გასულ დღეებში, დანიის ჩემპიონატში, “კოპენჰაგენსა” და “სილკებორგს” შორის გამართულ მატჩში, ანდრეას კორნელიუსმა მძიმე ტრავმა მიიღო.

ახალგაზრდა პორტუგალიელის შესანიშნავი საჯარიმო (ვიდეო)

პორტუგალიისა და დანისს 19-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, პორტუგალიელმა გონსალო გუედესმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

იხილეთ 0:27-დან:

“ნორდსიელანდის” ახალგაზრდებმა “ბარსელონას” სტილში გაიტანეს [ვიდეო]

“ნორდსიელანდის” ახალგაზრდული გუნდი, მართლაც რომ საოცრებებს სჩადის. ახალგაზრდა ბიჭებს რამოდენიმე ნათელი კომბინაციით გააქვთ გოლი მეტოქის კარში.

დანიელები ჩემპიონთა ლგიაზე გასულ სეზონში არც თუ ისე წარმატებულები იყვნენ, თუმცა მათ დიდი რესურსი აქვთ.

მათე ვაწაძემ შესანიშნავი დარტყმით მეკარე ერთ ადგილას გააშეშა (ვიდეო)

6 ნოემბერს, დანიის რანგით მეორე დივიზიონში “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე “ველიე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ გაიტანა.

ვაწაძემ მეათე გაიტანა, მაგრამ…

დანიის პირველ დივიზიონი კვლავ ვერ მოიგო “ორჰუსმა”. ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, “ჰორსენსთან” შეხვედრაში ქართული ტრიოს გუნდისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. ანგარიშიც 30-ე წუთზე მათე ვაწაძის გოლით გაიხსნა, თუმცა სტუმრებმა ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი მეორე გოლის გატანაც შესძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

კარგი სტარტის შემდეგ “ორჰუსი” უკვე მეოთხე ტურია ვერ იგებს და ამ ეტაპზე სავსებით ლოგიკურია, რომ სუპერლიგაში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

თუმცა, არის პოზიტივიც – მათე ვაწაძე ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 10 გოლით დამაჯერებლად ლიდერობს.

დანიელ აგერმა თანაგუნდელი ნოკაუტში ჩააგდო

14 ოქტომბერს, დანიისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:1) დანიელ აგერმა თანაგუნდელს ბურთი მოარტყა.

ვაწაძის კიდევ ერთი გოლი დანიაში (ვიდეო)

28 სექტემბერს, დანიის რანგით მეორე დივიზიონში “ჰორსენსმა” საკუთარ მოედანზე “ორჰუსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“ორჰუსის” ძირითად შემადგენლობაშ იყო ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელმაც 52-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

რაც შეეხება, კიდევ ერთ ქართველს, დავით სხირტლაძე სათადარიგოთა რიგებში იყო და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

მათე ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა

დანიის I დივიზიონის მე-8 ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “ვენდსისელსა” და მადევარ “ორჰუსს” შორის გამართულ მატჩში სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა მათე ვაწაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენებურმა შეხვედრის 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 72-ე წუთზე კიმ აბეჩმა “ორჰუსის” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი, მედს გრევიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი — 0:3.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველთაგან მხოლოდ ვაწაძემ ითამაშა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაამთავრა.

მათე ვაწაძისთვის ეს ჩემპიონატში გატანილი მეშვიდე გოლი გახლავთ. ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირთა სიას დამაჯერებლად ლიდერობს.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, “ვენდსისელი” 16 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, მადევარ “ორჰუსს” კი 14 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მესამე ადგილზე “ვიბორგი” გახლავთ, რომელიც ჩემპიონატის მერვე შეხვედრას დღეს, “აკადემისკის” წინააღმდეგ გამართავს.

ბენდტნერმა თვითონაც არ იცის, რას აკეთებს

დანიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში ნიკლას ბენდტნერს საკმაოდ კურიოზული რამ შეეთხვა.

“ორჰუსმა” მეტოქე ქართველების გოლებით გაანადგურა

დანიის პირველი დივიზიონის მეორე ტურში “ბრიონშოისა” და “ორჰუსს” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:5 დასრულდა. ხუთივე გოლი ქართველი ფეხბურთელების ანგარიშზეა.

მე-5 წუთზე ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, მანვე მე-10 წუთზე დუბლი შეასრულა. ორ წუთში დავით სხირტლაძემ ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა. პირველი ტაიმი “ორჰუსმა” 3:0 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა: 63-ე წუთზე სხირტლაძემ დუბლი გაიფორმა, 84-ე წუთზე კი ვაწაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა 0:5.

სხირტლაძე 74-ე წუთზე შეცვალეს, ვაწაძემ კი მატჩი სრულად ჩაამთავრა. აღსანიშნავია, რომ მათემ პირველ ტურშიც გაიტანა და ახლა ოთხი გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

“ორჰუსი” II ტურის შემდეგ 4 ქულით ოთხ გუნდთან ერთად 2-6 ადგილებს ინაწილებს.

 

“კოპენჰაგენის” ფეხბურთელი თანაგუნდელის წინააღმდეგ

“კოპენჰაგენის” ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხბურთელმა თანაგუნდელს ფეხებს შორის ბურთი ოსტატურად გაუძვრინა.