The Guardian-ის ცნობით რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” და “რეალის” წარმომადგენელბის შეხვედრა შედგა, რომელზეც დავიდ დე ხეას ტრანსფერის დეტალები უნდა შეთანხმებულიყო.
მადრიდელებს საქმე მოგვარებული ეგონათ, თუმცა მოულოდნელად მანჩეტერელებმა განაცხადეს, რომ დავიდ დე ხეას “რეალში” მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებენ, თუ მადრიდიდან მანჩესტერში სერხიო რამოსი გადაბარგდება.
“რეალის” ლიდერს კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს, თუმცა ახალი ხელშეკრულების გაფორმების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. გუშინ კი ესპანურ პრესაში გაჩნდა ცნობები, თითქოს რამოსი “რეაიდან” წასვლის შესახებ დაფიქრდა.
რამოსის კონტრაქტში სატრანსფერო ფასად 180 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა მანჩესტერში სჯერათ, რომ 29 წლის ფეხბურთელში გაცილებით ნაკლებს გადაიხდიან.