ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დავიდ ტრეზეგემ “ბებერი ქალბატონის” ახალ ლიდერზე, პაულო დიბალაზე საუბრისას მას ოქროს ბურთის მოგება უწინასწარმეტყველა.
“დიბალას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია, ჩემი გადმოსახედიდან, მას ამისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია. დიბალას ძალიან ხშირად აბარებენ ლეო მესის, ვთვლი, რომ ეს დიბალასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გაზრდაშიც ხელს უწყობს,” – აცხადებს ტრეზეგე ItaSportPress.it-თან საუბრისას.
ტრეზეგემ გონსალო იგუაინის ცუდ ფორმასაც შეეხო ორიოდე სიტყვით: “ბოლო მატჩებში ის გაცილებით უფრო კარგად გამოიყურება და პროგრესიც ეტყობა. სათადარიგოთა სკამზე გატარებულმა დრომ მასზე კარგად იმოქმედა, ახლა კი “იუვენტუსს” მისი 100-პროცენტიანი მზადყოფნა სჭირდება.”
გასული კვირის ბოლოს ტურინის „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ მოთამაშის კარიერა დაასრულა.
დავიდი, არ შეიძლებოდა, რომ ფეხბურთელი არ გამხდარიყო, რადგან მამამისი თავის დროზე მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა წარმატებას დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო ვერ მიაღწია, რის შემდეგაც სკაუტი და ფიზმომზადების მწვრთნელი გახდა. საბოლოოდ, მან აგენტის ფუნქციებიც შეასრულა და შვილის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
რა თქმა უნდა, ტრეზეგეს კარიერაში არაერთი ცუდი ეპიზოდი იყო. „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ბევრ კომპონენტში მისი სერია ა-ს ვარსკვლავების გვერდით დაყენება შეიძლება. ტურინული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის დავიდი მეოთხე ადგილს იკავებს – მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბეტეგას, ბონიპერტისა და დელ პიეროს აქვთ. ლეგიონერთა შორის „ბიანკონერისთვის“ ყველაზე მეტი სარგებელი სწორედ არგენტინული წარმოშობის ფრანგს მოუტანია.
სიმბოლურია, რომ დავიდმა დიდი ტურნირების ფინალებში სწორედ იტალიის ნაკრების წინააღდეგ ითამაშა. ევრო-2000-ზე მისმა დარტყმამ საფრანგეთის ნაკრებს მოგება მოუტანა, ხოლო ექვს წელიწადში „სკუადრა აძურასთან“ მისი გამოუყენებელი პენალტის გამო ფრანგები ანგარიშით 5:3 დამარცხდნენ. არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ ტრეზეგე იმ პენალტს გაიტანა.
იქედან გამომდინარე, რომ ტრეზეგე ბევრ ეროვნებასთანაა დაკავშირებული, მან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ითამაშა. კარიერა დავიდმა არგენტინაში დაიწყო, რის შემდეგას საფრანგეთში გადავიდა, საიდანაც „იუვეში“ მოხვდა. მისი მეუღლე ესპანელია, რომელთან ერთადაც მან ინდოეთში წასვლა მოასწრო, სადაც ბოლოს ითამაშა. ტრეზეგეს „ფულის გამომუშავება“ მობეზრდა, ამიტომაც 37 წლის ასაკში კარიერის დასრულება ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. დავიდი მიხვდა, რომ დასვენების და მომავალზე ფიქრის დრო დადგა, თანაც მას ტრავმებიც აწუხებდნენ.
წარმატებას „ტრეზეგოლმა“ არამხოლოდ სანაკრებო დონეზე მიაღწია, მის ტიტულებს შორის ეროვნული პირველობებიც არის, მან ესპანეთში თამაში და არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებში მუშაობაც მოასწრო, შემდგომ კი, „რივერ პლეიტის“ წინადადებაც მიიღო, რომელზეც უარი ვერ თქვა. ასე რომ, ტრეზეგეს თავისი საინტერესო კარიერის განმავლობაში ბევრი რამ უნახავს, თუმცა თავისი პრინციპულობისთვის მას არასდროს უღალატია. ასე, მან „ნაპოლიში“ თამაში იუარა, რითაც „იუვე“ მის კარიერაში ერთადერთი იტალიური კლუბი გამოდგა.
სამწუხაროდ, საფრანგეთის ნაკრებს ტრეზეგე სათანადოდ ვერ დაემშვიდობა. იგი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ გამოიძახეს – რაიმონ დომენეკის აზრით, მისი ტიპის ფეხბურთელი ნაკრებს არ უხდებოდა. თუ იმ ტურნირზე „მამლების“ გამოსვლას გავიხსენებთ, მაშინ, მივხვდებით, თუ რაში გამოიხატებოდა ნაკრების პრობლემა. ტრეზეგე ძლიერი ფორვარდი იყო. დავიდი მეორე სართულზე თამაშითა და ორივე ფეხით ძლიერი დარტყმით ყოველთვის გამოირჩეოდა.
ახალგაზრდა ფორვარდებისთვის დავიდი მაგალითს უნდა წარმოადგენს – განსაკუთრებით ეს ტექნიკურ თავდამსხმელებს ეხება, რადგან დავიდს ტექნიკური დარტყმების შესრულების ნიჭი აქვს. ტრეზეგეს აკრობატული პოტენციალი ჰქონდა, რომლის წყალობითაც, მას ნებისმიერი პოზიციიდან გატანის უნარი გააჩნდა.
დავიდს დიდებულს, ალბათ, ვერც უწოდებენ, რამეთუ მის გვერდით ყოველთვის უფრო დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ. კლუბში ეს ალესანდრო დელ პიერო იყო, ხოლო ნაკრებში – ტიერი ანრი. თუმცა, დიდი ფეხბურთელი დავიდი ნამდვილად იყო, „იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში თავისი კვალი მან სამუდამოდ დატოვა. ნაკრების შემადგენლობაში მასზე მეტი გოლი მხოლოდ მიშელ პლატინიმ და ტიერი ანრიმ გაიტანეს.
სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტრეზეგე „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებთან უნდა შეხვედრილიყო და კლუბში შესაძლო მუშაობა განეხილა. შეხვედრის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ვინ იცის, იქნებ, მისი სახით „იუვემ“ არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ კლუბის სტრუქტურაში მომუშავე ღირებული ადამიანიც მიიღოს.
დავიდ ტრეზეგე, რომელმაც გასულ კვირას მოთამაშის კარიერა დაასრულა, დიდი ალბათბით, სულ მალე ტურინის „იუვენტუსის“ სტრუქტურაში მუშაობას დაიწყებს. გაზეთ „L’Equipe“-სთან საუბრისას, დავიდმა ტურინული კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების დაწყება დაადასტურა.
„საქმე კლუბის მსოფლიოს მასშტაბით იმიჯს ეხება“, – აცხადებს ტრეზეგე.
როგორც ცნობილია, ექს-ფეხბურთელი „იუვეს“ წარმომადგენლებს უკვე ოთხშაბათს შეხვდება.
ცნობისთვის, ფეხბურთელის სტატუსით დავიდმა საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატები ორ-ორჯერ მოიგო. „იუვენტუსთან“ ერთად იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იყო, საერთაშორისო დონეზე კი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ფრანგი ფორვარდი კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე არგენტინულ “პლატენსეს”, “რივერ პლეიტის”, “ნიუელ ოლდ ბოისის”, ტურინის “იუვენტუსის”, “მონაკოს”, ესპანური “ერკულესისა” და არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ “ბანიასის” ღირსებას იცავდა. 37 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად ინდურ “პუნა სიტიში” გამოდიოდა.
ტრეზეგეს საფრანგეთის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 71 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. მან გუნდთან ერთად 1998 წლის მუნდიალი და ევროპის 2000 წლის ჩემპიონატი მოიგო. ტრეზეგე ორ-ორჯერ გახდა საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატების გამარჯვებული.
მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონმა დავიდ ტრეზეგემ ინდურ კლუბ „პუნე სიტისთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინდური სუპერლიგის ოფიციალური ტვიტერის წერს.
გასულ სეზონში ტრეზეგე არგენტინულ „ნიუელზ ოლდ ბოიზში“ ირიცხებოდა. ფორვარდმა 28 ჩატარებულ მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ინდურ კლუბში გადასვლის სურვილი ასევე „იუვენტუსში“ ტრეზეგეს ყოფილმა თანაგუნდელმა ალესანდრო დელ პიერომაც გამოთქვა.
ამჟამად ცნობილია, რომ ინდურ სუპერლიგაში ასევე ლუის გარსია, ხუან კაპდევილა, დევიდ ჯეიმსი, რობერტ პირესი და ფრედი ლიუნგბერგი ითამაშებენ.
ტურინირი კომერციული სახის იქნება და სექტემბრიდან ოქტომბრამდე გაიმართება. ჩემპიონატი აშშ-ს MLS-ის მსგავსად ჩატარდება. სუპერლიგაში სათამაშოდ რვა ინდურმა კლუბმა ადგილი უნდა შეიძინოს და საკუთარ შემადგენლობაში მინიმუმ ერთი ცნობილი ფეხბურთელი მიიწვიოს. ჯამში კი ყოველ კლუბს მაქსიმუმ რვა ლეგიონერის მიწვევის უფლება აქვს.