ავსტრალია — ესპანეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა თავდამსხმელი დავიდ ვილია დაასახელეს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

32 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 56 წუთი დაჰყო, გააკეთა 23 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.

 

ვილიას მუნდიალზე თამაშის იმედი აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დავიდ ვილია იმედოვნებს, რომ ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მოხვდება.

„მწვრთნელი საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. უკვე რამდენიმე წელია, ესპანეთის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რაც ვისენტე დელ ბოსკეს ამოცანას ართულებს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა კიდევ მომეცეს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ 2010 წელს მოგებული ტიტული დავიცვა. იმედი მაქვს, განაცხადში მოვხვდები. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ნაკრებს დაეხმარება. ვგრძნობ, რომ კვლავ შემიძლია, გუნდს სარგებელი მოვუტანო“, – ვილიას სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ  დელ ბოსკე 25 მაისს სამუნდიალო განაცხადის გაფართოებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რომელშიც 30 ფეხბურთელი იქნება შეყვანილი. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 ესპანელი მოთამაშე გაემგზავრება, რომელთა ვინაობაც 2 ივნისს გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონამ“ ვილია „არსენალში“ არ გაუშვა

„ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ, რომელიც ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს, აღიარა, რომ ერთ-ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს მას ლონდონის „არსენალში“ გადასვლა შეეძლო.

„ბარსელონა“ იმიტომ დავტოვე, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ მქონდა. ჯერ კიდევ „ატლეტიკოში“ გადასვლამდე ინგლისიდან საკმაოდ სერიოზული წინადადება მქონდა – კონტრაქტს „არსენალი“ მთავაზობდა. ძალიან კარგი პირობების შემომთავაზეს, რომლებიც, როგორც მე, ასევე კლუბისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. ამის მიუხადავად, კატალონიელებმა გადაწყვიტეს, რომ მაშინ ჩემი გაშვებისთვის შესაფერისი დრო არ იყო“, – განაცხადა ვილიამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დავიდ ვილია: „ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ მაქვს“

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის დავიდ ვილიას აზრით, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ძირითად შემადგენლობაშ მას ადგილი გარანტირებული არ აქვს.
„ნაკრებში კონკურენცია ნებისმიერ პოზიციაზეა. ბოლო დროს გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ ხვდება, რისი მიზეზიც მხოლოდ ის არის, რომ ადგილები უბრალოდ დაკავებულია. მოთამაშეები ერთმანეთს შორის ვიბრძვით, რათა დიდ ტურნირებში მივიღოთ მონაწილეობა“.
„რაც შეეხება მუნდიალს, ჩვენ მისი კიდევ ერთხელ მოგების შანსი გვაქვს“, – განაცხადა ვილიამ.
ალექსანდრე მატევოსოვი