მოიესმა “სოსიედადი” დატოვა

დევიდ მოიესმა “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

კლუბმა 52 წლის შოტლანდიელ სპეციალისტსა და მის თანაშემწე ბილი მაკკინლის კონტრაქტი გაუწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მოიესი ბასკურ კლუბს 2014 წლის 11 ნოემბრიდან ედგა სათავეში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა, ხუანდე რამოსი დაინიშნოს.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურის შემდეგ გუნდს აქტივში 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი უკავია.

 

მოიესი: „ივნისამდე არსად წავალ“

„რეალ სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, რომელიც „ასტონ ვილას“ თავკაცობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდება, განაცხადა, რომ ესპანური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

„კლუბისა და მოთამაშეების მხრიდან ჩემ მიმართ მხარდაჭერას ვგრძბნობ. ერთად კარგი შედეგის მიღწევას ვცდილობთ.

კლუბის პრეზიდენტს ყოველდღე ვესაუბრები. მოქმედი კონტრაქტი შემდეგი წლის 30 ივნისამდე მაკავშირებს. იქამდე ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მივიღებ“, – განაცხადა მოიესმა.

მოიესი: „კრიტიკა არ მაწუხებს“

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველ სამ ტურში ორი ნულოვანი ფრისა და ერთი მარცხის მიუხედავად, „რეალ სოსიედადის“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს.

„მაწუხებს, რომ გოლებს ვერ ვიტანთ. გუნდი ახალი თავდამსხმელიც გავაძლიერეთ, მაგრამ „ბეტისთან“ მატჩში კვალიფიკაცია დაგვაკლდა.

კრიტიკა არ მადარდებს. ვიცი, რომ გულშემატკივრები გუნდსა და მწვრთნელს მხარს უჭერენ. თუმცა, შედეგი, რა თქმა უნდა, მაფიქრებს, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური მომენტებიც გვქონდა“, – განაცხადა მოიესმა.

მოიესი ესპანეთში აპირებს დარჩენას

“სოსიედადის” დამრიგებელმა, დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ინგლისური კლუბების წინადადებების მიღებას არ აპირებს.

“ინგლისიდან საკმაოდ ბევრი წინადადება მივიღე, თუმცა მომდევნო სეზონშიც ესპნაეთში ვიმუშავებ. ჩემი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

ახალი კულტურის გაცნობა და ლა ლიგას შესწავლა ძალიან მაინტერესებდა. ახლა ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ.

დევიდ მოიესს “ბარნლიდან” დანი ინგზის შესაძლო ტრანსფერზეც ჰკითხეს: “ბრიტანულ ბაზარს ძალიან კარგად ვიცნობ, თუმცა მოთამაშეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიძენ, თუ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიქნები.”

შეგახსენებთ, რომ მოიესმა “რეალ სოსიედადი” ნოემბერში ჩაიაბარა და მიმდიანრე სეზონის მე-11 ადგილზე დაასრულა.

მოიესი: „მიმდინარე სეზონის პრემიერლიგა ერთ-ერთი სუსტია“

„ევერტონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი, ხოლო „რეალ სოსიედადის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებას აფასებს.

„შესაძლოა, ჩვენს ჩემპიონატზე ძალიან მაღალი წარმოდგენა გვქონდეს. მიმდინარე სეზონის პრემიერლიგა ბოლო წლების სეზონის გათამაშებებს შორის ყველაზე სუსტია. ჩვენ ბევრ უცხოელ მწვრთნელს ვიწვევთ, მაგრამ სხვა კლუბებში ბევრი არ მიდის. ამასთანავე, ვფიქრობ, ბრიტანელი სპეციალისტები სხვა სპეციალისტებზე უარესები არ არიან“, – განაცხადა მოიესმა.

გრანერო: “მოიესი და მოურინიო ერთმანეთს ძალიან ჰგვანან”

“რეალ სოსიედადის” ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ კლუბის თავკაცის, დევიდ მოიესის მუშაობის მეთოდი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სტილს აგონებს. შეგახსენებთ, რომ გრანერო მადრიდის “რეალში” მოურინიოს თავკაცობით 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა.

“თითოეულ მწვრთნელს ახასიათებს თავისებურება, თითოეულ მწვრთნელს მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს, თუმცა მოიესი და მოურინიო იდეებსა და პროფესიონალიზმში ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ორივეს სურს, რომ ფეხბურთელებისთვის ყოველივე საუკეთესო გასცეს. მოურინიომ “რეალს” დიდება დაუბრუნა. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, კიდევ უფრო განვვითარდი. მან მადრიდული კლუბი ევროპაში ყველაზე ძლიერ გუნდად აქცია”, – განაცხადა გრანერომ.

 

გაძევებულ მოიესს ქომაგები ჩიფსით გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)

ესპანეთის თასის მერვედფინალურ ეტაპზე “რეალ სოსიედადსა” და “ვილიარეალს” შორის გამართულ მატჩში ბასკთა მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მსაჯის მიმართ ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო გააძევეს.

ამის შემდეგ ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი ოსტატურად გადაახტა ბარიერს და ტრიბუნაზე დაიკავა ადგილი. ამით ისარგებლეს გულშემატკივრებმა და მოიესს ჩიფსი შესთავაზეს, არც მწვრთნელი დამდგარა უარზე და გულისხმიერი ფანების მიერ შეთავაზებულ პროდუქტს მადიანად შეექცა.

მატჩი “სოსიედადსა” და “ვილიარეალს” შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დამთავრდა. წყვილის პირველი შეხვედრა ვალენსიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა და ტურნირის მეოთხედფინალშიც სწორედ ისინი გავიდნენ.

 

მოიესი: “იანუზაი არ არის გადაფასებული ფეხბურთელი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “რეალ სოსიედადის” მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა აღნიშნა, რომ სჯერა, ინგლისური კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველ ადნან იანუზაის მსოფლიო დონის ფეხბურთელად ქცევა შეუძლია.

“ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშე მართლაც გადაფასებულია, თუმცა არა – იანუზაი. მე ამას “მანჩესტერ იუნაიტედში” გამართულ პირველივე ვარჯიშზე მივხვდი. როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ თამაშობდა იანუზაი ბურთით, იოჰან კრუიფი გამახსენდა”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

 

მოიესის თავკაცობით “სოსიედადმა” პირველი მატჩი მოიგო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIII ტური სან-სებასტიანში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “რეალ სოსიედადმა” “ელჩე” მიიღო და კარლოს ველას ჰეთ-თრიკის წყალობით ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

ეს “სოსიედადის” თავკაცის პოსტზე დევიდ მოიესის მეორე მატჩი და პირველი გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად “დეპორტივოსთან” ჩაატარა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.

ამ მოგების წყალობით ბასკურმა გუნდმა აქტივში 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13-ადგილოსან “ეიბარს” გაუთანაბრდა. რაც შეეხება “ელჩეს”, გუნდს 10 ქულით მე-19 პოზიცია უკავია.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XIII ტური
“რეალ სოსიედადი” — “ელჩე” 3:0 (2:0)

გოლები: ველა 3′, 31′, 53′.
გაფრთხილებები: ანსოტეგი 5′, კანალესი 14′ — ადრიან გონსალესი 28′, გარი როდრიგესი 62′, ვიქტორ როდრიგესი 76′, სისმა 82′.

მოიესი: “სოსიედადი უკეთესი გუნდი გახდება”

“რეალ სოსიედადის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, “დეპორტივოსთან” გამართული სადებიუტო მატჩი შეაფასა.

“ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტით გახადებული ვარ. ჯერჯერობით მოთამაშეებს კარგად არ ვიცნობთ, თუმცა მალე “სოსიედადი” უკეთესი გუნდი გახდება.

პირველი ტაიმი კარგი გამოვიდა, მეტოქეს ვაჯობეთ. შესვენების შემდეგ კი “დეპორტივომ” გვაჯობა.

ფრით კმაყოფილი არ ვარ, გამარჯვებები გვჭრდება, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ფრე კანონზომიერი შედეგია” – განაცხადა მოიესმა.

მოიესმა სადებიუტო მატჩში “დეპორტივოს” გაგულისებულ მწვრთნელს დაწყნარებისკენ მოუწოდა

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესის სადებიუტო მატჩი მეტნაკრებად წარმატებული გამოდგა. მისი გუნდი გასვლაზე ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” უგოლოდ დაზავდა. ამრიგად, ბასკებმა უკანასკნელი შვიდი თვის მანძილზე კარი მშრალად პირველად შეინახეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს “დეპორტივოს” მწვრთნელი გაგულისდა და მოიესთან რაღაცის გაპროტესტება დაიწყო, თუმცა შოტლანდიელი სპეციალისტი სიტყვიერ ბრძოლაში არ ჩაერია და ოპონენტს ჟესტით დამშვიდებისკენ მოუწოდა. მოიესმა ესპანური ენა არ იცის და სავარაუდოდ, მან მეტოქე გუნდის მწვრთნელის სიტყვები ვერც გაიგო.

დევიდ მოიესმა ესპანეთში კულტურული შოკი მიიღო

“რეალ სოსიედადის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აცხადებს, რომ ესპანეთში საფეხბურთო მატჩების დაწყების გვიანი დრო მისთვის ერთგვარი კულტურული შოკი აღმოჩნდა. პრიმერადივიზიონის XII ტურში მისი გუნდი “დეპორტივოს” ესტუმრება — მატჩი შაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 01:00 საათზე).

“შესაძლოა, ინგლისში ამ დროს უკვე ეძინოთ. ნამდვილად არ ვარ ასეთ დროს მიჩვეული, თუმცა აქ სწორედ ახალი კულტურის გასაცნობად ჩამოვედი. რამდენადაც მე ამიხსნეს, ესპანეთში ჩვეულებრივი ფაქტია მატჩების საღამოს ათ საათზე დაწყება. რას ვიზამთ, ახალ გრაფიკს უნდა შევეგუო.

ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ ხალხი ქუჩაში ჩერდება და მესალმება. ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სანაკრებო პაუზა ძალზედ წაგვადგა. ჩემს ფეხბურთელებთან დიდი დრო გავატარე. ისინი ყურადღებით ისმენენ ახალ ინფორმაციას. ცოტას კი ვნერვიულობ, თუმცა გუნდში ყველანი კარგ განწყობაზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ სატურნირო ცხრილში ზემოთ აიწიოს”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “როიტერი”.