დეშამი: “ბენზემა საფრანგეთის საუკეთესო თავდამსხმელია”

დღეს საფრანგეთის ეროვნული გუნდი ნიცაში ამხანაგურად სომხეთის ნაკრებს გაეჯიბრება. მატჩის წინ “მამლების” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

“ბენზემას თამაში იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ არის მის გვერდით ან მის უკან. კი ბატონო, მას უკეთ თამაშიც შეუძლია, თუმცა კარიმი იყო და დარჩება ჩვენს საუკეთესო თავდამსხმელად”, – დეშამის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ნასრი: „დეშამი არაკაცურად მოიქცა“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩენა გაიხსენა და საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელი დიდიე დეშამი გააკრიტიკა.

„დეშამი კაცურად უნდა მოქცეულიყო და თავისი გადაწყვეტილება აეხსნა. მას მნიმუმ ჩემთვის უნდა დაერეკა და ყველაფრის შესახებ დაწვრილებით ესაუბრა“, – განუცხადა სამირმა ფრანგულ პრესას.

დეშამმა საფრანგეთთან გაახანგრძლივა

დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლამდე უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინფორმაცია დაადასტურა.

46 წლის სპეციალისტი გუნდში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იქნება, რომელიც რუსეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მან “მამლები” 2012 წელს ჩაიბარა. 33 მატჩი ჩაატარა, მოიგო 18, რვა ფრე და შვიდი მარცხი.

ვის მისცა ხმა დეშამმა “ოქროს ბურთისა” და წლის მწვრთნელის გამოკითხვაში

საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის მისცა ხმა წლის მწვრთნელისა და “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში.

“ვის მივეცი ხმა “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში? ამას იანვარში გაიგებთ, თუმცა ახლავე გეტყვით, რომ ჩემ მიერ დასახელებული ორი ფეხბურთელი საუკეთესო სამეულში მოხვდა.

რაც შეეხება მწვრთნელს, ხმა იოახიმ ლიოვს მივეცი. მას შემდეგ კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე დავაყენე”, – დეშამის სიტყვებს “ლე პარიზიენი” აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

დეშამი ანრისთვის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარების წინააღმდეგი არ არის

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ზინედინ ზიდანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულმა გუნდმა ტიერი ანრის გამოსათხოვარი მატჩი უნდა მოუწყოს.

ზიზუს აზრით, ანრის გამოსამშვიდობებლად იდეალური ვარიანტი იქნებოდა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მომავალ წელს გასამართი ამხანაგური შეხვედრა.

Zinedine Zidane - Thierry Henry

“ანრი მართლაც იმსახურებს ნაკრების მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, თუმცა ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან აღნიშნული საკითხი ფედერაციასთან ერთად უნდა გადაწყდეს.

კი ბატონო, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩი ამხანაგური იქნება, თუმცა ეს შეხვედრა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება და ძალიან კარგი იქნება ისეთი ფეხბურთელის გასაცილებლად, როგორიც ანრია”, – განაცხადა დეშამმა RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

დეშამი: “ალბანეთი კარგი გუნდია”

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ალბანეთთან მოახლუებული ამხანაგური მატჩის წინ მეტოქეზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა გამარჯვების მოპოვება გვსურს. ეს ყველა მატჩში გვინდა. წელს მხოლოდ გერმანიათან წავაგეთ.

ალბანეთი კარგი გუნდია. მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა ევროპულ ლიგებში ასპარეზობს და მათი თამაშის დონეც საგრძნობლად გაიზარდა. ამიტომ, საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ” – განაცხადა დეშამმა.

 

სომეხმა თარჯიმანმა დიდიე დეშამი კინაღამ დააძინა (ვიდეო)

როგორც იცით, 14 ოქტომბერს, სომხეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ნაკრებს მიიღებს.

13 ოქტომბერს, დიდიე დეშამის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კურიოზული რამ მოხდა. სომეხ თარჯიმანს სიტყვა საკმაოდ გაუგრძელდა, რაზეც დიდიე დეშამს სახალისო რეაქცია ჰქონდა.

“მონპელიეს” მეკარის მეუღლემ დეშამს სიკვდილი უსურვა

ფრანგული “მონპელიეს” მეკარე ჟოფრე ჟურდრანის მეუღლე ნოემიმ საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს სიკვდილი უსურვა.

“დეშამ, იმედია, ხვალ მოკვდები”, – დაპოსტა ნოემიმ სოციალურ ქსელში, თან დეშამის გვარი არასწორად დაწერა.

ნოემის გაღიზიანების მიზეზი მარტივი გასაგებია. დეშამმა ტრავმირებული სტეფან რუფიეს ნაცვლად ნაკრებში არა ჟურდრანს, არამედ “რენის” კიპერ ბენუა კოსტილიას უხმო.

შესაძლოა, პლატინიმ რიბერის დისკვალიფიკაცია მისცეს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფრანკ რიბერი საფრანგეთის ნაკრებში თამაშს არ გააგრძელებს, ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო აგვისტოში განაცხადა, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“ყოველთვის მწვრთნელი წყვეტს, როდის უნდა ითამაშო ნაკრებში. იოაჰიმ ლიოვი და ფილიპ ლამი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ფეხბურთელი ნაკრებში აღარ ითამაშებდა.

რაც შეეხება რიბერის, ის სულ სხვა სიტუაციაშია. თუ დიდიე დეშამი მას გამოიძახებს, აუცილებლად უნდა ითამაშოს.

ეს საკითხი ფიფას კონპეტეციაში შედის. გამოძახების შემთხვევაში, თუ რიბერი ნაკრებში არ ჩამოვა, მაშინ ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. მისი არ მესმის. რიბერი ფრანგია, ხოლო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი საფრანგეთში უნდა ჩატარდეს”, – ამბობს პლატინი.

დეშამი: „ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა გერმანიის სიძლიერის გამო“

დღეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი გაიხსნება. თბილისის დროით 20:00 საათზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი აიღებს სტარტს.

„მამლების“ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აცხადებს, რომ მისი გუნდი დამდეგი შეხვედრისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მის ბანაკში ყველა ღელავს, თუმცა არა მეტოქის სიძლიერის გამო.

— არანაიდ ზეწოლას არ ვგრძნობთ. თქმა არ უნდა იმას, რომ ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა მეტოქის სიძლიერის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპია. აქ გერმანიის ნაკრები არაფერ შუაშია.

— ესე იგი, მატჩს ლაღი განწყობილებით ხვდებით?
— რაც უფრო შორეულ ეტაპზე გადიხარ, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით, თუმც გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის შედეგს.

— შეგიძლიათ, რომ ახლავე გააკეთოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გუნდის გამოსვლის წინასწარი შეფასება?
— ჩვენმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი სტატუსის მიუხედავად, მათ შეუძლიათ ერთ გუნდად შეკვრა. გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ. ყველამ ისწავლა პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ საკუთარ შეცდომაზე, არამედ თანაგუნდების არასწორ მოქმედებაზეც.

 

დეშამი: “ნორვეგიელებთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო”

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ნორვეგიასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეხვედრა ფრანგების დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

“კარგ გუნდს ვეთამაშეთ და ამიტომ ოთხი გოლის გატანა ორმაგად სასიხარულოა. ნორვეგიელებთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ უფრო თავდაჯერებულები გავხდით” – განაცხადა დეშამმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში შვეიცარიას, ეკვადორს და ჰონდურასს შეხვდება.

კასილიასმა ბეკენბაუერისა და დეშამის შედეგი გაიმეორა

მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილიასი ფეხბურთის ისტორიაში მესამე კაპიტანი გახდა, რომელმაც თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

აქამდე მსგავსი შდეგით მხოლოდ გერმანელი ფრანკ ბეკენბაუერი (მიუნხენის „ბაიერნი“) და ფრანგი დიდიე დეშამი („მარსელი“) გამოირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ კასილიასმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2010 წელს მუნდიალის გამარჯვებული გახდა. „რეალის“ შემადგენლობაში კაპიტნის სამკლაურით იკერმა ჩემპიონთა ლიგა გუშინ პირველად მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი