დიეგო სიმეონეს პრესკონფერენცია ევროპა ლიგის ფინალის წინ

დღეს მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში მარსელის “ოლიმპიკს” დაუპირისპირდება. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ვიცით, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომელსაც შემტევი სტილი ახასიათებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ მათი აგრესია ჩვენს ნახევარზე. ორივე კლუბი ერთნაირად, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს. ენთუზიაზმიც ერთი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან თავდაჯერებულნი იქნებიან. ნახევარდცვა სწრაფ ტემპში იმოქმედებს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. “მარსელი” ძალიან საშიშია. დიმიტრი პაიე შეხვედრის რიტმს მუდამ აკონტროლებს. ის ძალიან სწრაფია. ასევე, ამ გუნდის მწვრთნელი თავი საქმეს შესანიშნავად აკეთებს.”

სიმეონე, დისკვალიფიკაციის გამო, ლოჟიდან ადევნებს თვალს მატჩს. მის მაგივრობას შეხვედრის დროს, ასისტენტი, ხერმან ბურგოსი გაწევს.

“წინა დაპირისპირების შემდეგაც ვთქვი, რომ ის მე ძალიან მგავს. ერთნაირად გვესმის ფეხბურთი და ერთნაირად ვაზროვნებთ ამ საქმეში. შესაბამისად, მას ვენდობი. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად,” – ამბობს სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიკისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრა 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

კარიკატურა: იკარდის არგენტინის ნაკრებში გამოძახებას მესი და მარადონა ვეღარ ეწინააღმდეგებიან

ლიონელ მესი და დიეგო არმანდო მარადონა წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში ეთამაშა. მაქსი ლოპესი, რომელსაც მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ცოლი მოპარა, “ბარსას” ლიდერის ახლო მეგობარია. ასევე, გვახსოვს, მარადონას განცხადებები იმის შესახებ, რომ იკარდის ეროვნულ გუნდში თამაში სამარცხვინო იქნებოდა.

მაურო საოცარ სეზონს ატარებს. მან სერია ა-ს ათ შეხვედრაში თერთმეტი გოლი გაიტანა. შედეგად, სექტემბრისა და ოქტომომბრის სამ ოფიციალურ შეხვედრაში საკუთარი ქვეყნის მაისურიც მოირგო.

ომარ მომანი აღნიშნულ სიტუაციას ასე ეხმაურება

 

დიეგო კოშტა ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა

დიეგო კოშტა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლონდონში დაბრუნდა.

ანტნიო კონტემ თავდამსხმელს გასული სეზონის ბოლოს უთხრა, რომ მას იგი აღარ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, კოშტა თავის ქვეყანაში, ბრაზილიაში წავიდა და იქ სამი თვე იმყოფებოდა. ირკვევა, რომ ამ დროის მანძილზე დიეგოს სპეციალური პროგრამით არ უვარჯიშია და მისი ფიზიკური კონდიციები არასახარბიელოა. კოშტა უახლოეს მომავალში დაიწყებს დიდი დატვირთვით ვარჯიშს, რათა მაქსიმალურად მალე ჩადგეს ფორმაში.

სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის “ატლეტიკო” ცდილობდა, 28 წლის შემტევი დაემატებინა, თუმცა “არისტოკრატებმა” იმაზე მეტი მოითხოვეს, ვიდრე “როხიბლანკოს” ბოსები იხდიდნენ. როგორც ვარაუდობენ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორ კლუბს შორის შეთანმხება მაინც შედგება და კოშტა მადრიდულ კლუბში გადავა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ კონტემ დიეგო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.

კონტე: “კოშტა “ჩელსიში” ბედნიერია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტესა და თავდამსხმელს, დიეგო კოშტას შორის დაპირისპირების შესახებ ყველამ იცის. ამ თემაზე უამრავი დაიწერა და ბოლოს იმასაც ამბობდნენ, რომ დიეგოს ჩინეთში წასვლას აღარფერი აკლდა.

იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ კოშტას არსად წავლა არ სურს.

“ვფიქრობ, მას ჩვენთან დარჩენა უნდა. დიეგო “ჩელსიში” ბედნიერია. ჩინეთში წასვლის იდეა მისგან შორსაა. არამგონია, კოშტამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.”

“ბოლო დღეებში ჩემი თავდამსხმელის შესახებ ბევრი სპეკულაცია წავიკითხე. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და არანაირი ტრავმა არ აწუხებს,” – განაცხადა კონტემ.

 

დიეგო “ფლამენგოს” შეუერთდა

ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელი “ფლამენგოს” შეუერთდა. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგომ გუშინ “ფენერბაჰჩესთან” შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

დიეგო თურქულ კლუბში 2014 წლის ივლისში ჩაირიცხა. მანამდე ბრაზილიელი ფეხბურთელი “ატლეტიკოში”, “ვოლფსბურგში”, “ვერდერში”, “იუვენტუსში”, “პორტუსა” და “სანტოსში” თამაშობდა.

დიეგო საკლუბო კარიერას სამშობლოში 12-წლიანი პაუზის შემდეგ აგრძელებს.

დიეგომ “ფენერბაჰჩე” დატოვა

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დიეგომ “ფენერბაჰჩე” დატოვა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, თუმცა თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზები არ ხმაურდება.

“მადლობას ვუხდით დიეგოს ჩვენს კლუბში გაწეული მუშაობისა და ძალისხმევისთვის. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ”, – ნათქვამია “ფენერბაჰჩეს” ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიეგო თურქულ კლუბში 2014 წლის ივლისში ჩაირიცხა. მანამდე ბრაზილიელი ფეხბურთელი “ატლეტიკოში”, “ვოლფსბურგში”, “ვერდერში”, “იუვენტუსში”, “პორტუსა” და “სანტოსში” თამაშობდა.

დიეგომ მარსელის “ოლიმპიკს” შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

22 ივლისს, “ფენერბახჩესა” და მარსელის “ოლიმპიკს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრაში პირველი გოლი მე-15 წუთზე, “ფენერბახჩეს” ნახევარმცველმა დიეგომ გაიტანა.

დიეგო ფენერბაჰჩეს ფეხბურთელი გახდა

“ვოლფსბურგის” ყოფილი ნახევარმცველი დიეგო “ფენერბაჰჩეს” ფეხბრთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

“აქ ყოფნით მოხარული ვარ. ჩემი ოცნება ასრულდა” – განაცხადა დიეგომ, რომელსაც თურქული კლუბის გულშემატკივრების არმია დახვდა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი დიეგომ იჯარის წესით მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა.

„ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი: „დიეგოს შევუთანხმდით“

„ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტმა აზიზ ილდირიმმა დაადასტურა, რომ მისი კლუბი ბრაზილიელ ნახევარმცველ დიეგოს კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა.

„დიახ, დიეგოს უკვე შევუთანხმდით. თუმცა ამასთან დაკავშრებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით, სავარაუდოდ, ივლისში გავავრცელებთ“, – განაცხადა ილდირიმმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგოს კონტრაქტი გერმანულ „ვოლფსბუგს“ ეკუთვნის. 2013/14 წლენის სეზონის მეორე ნახევარი მან მადრიდის „ატლეტიკოში“ ჩაატარა, რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. „ვოლფსბუგთან“ ბრაზილიელი შუახაზელის კონტრაქტი კი მიმდინარე თვის ბოლომდე მოქმედებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფენერბაჰჩემ დიეგოს კონტრაქტი შესთავაზა

თურქულმა “ფენერბაჰჩემ” დიეგოს თაობაზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებების დაწყება ოფიციალურად დაადასტურა.

თურქული კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდნენ და თავისი პირობებიც შესთავაზეს. “ფენერის” გარდა დიეგოთი “სანტოსი” და “ბეშიქთაში” ინტერესდებიანი.

 

დიეგო: “ატლეტიკოში გადასლვა სწორი ნაბიჯი იყო”

“ატლეტიკოს” ნახევარმცველი დიეგო “ვოლფსბურგიდან” მადრიდულ კლუბში გადასვლას არ ნანობს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი “ატლეტიკო” შემადგენლობაში დიდი წარმატების მიღწევას იმედოვნებს.

“ესპანეთის ჩემპიონობა მინდა. ჩვენს გუნდს ორი ტიტულის მოპოვების შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. “ვოლფსბურგიდან” “ატლეტიკოში” გადასვლა ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. აქ ჩემი ოცნებები რეალობად იქცა. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ” – განაცხადა დიეგომ.

დიეგო: ვოლფსბურგის წარმატება მახარებს

“ვოლფსბურგის” ყოფილი ნახევარმცველი დიეგო, რომელიც ამჯამად მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცევს კმაყოფილებას გამოთქვამს გერმანული კლუბის წარმატებული ტამაშის გამო. შეგახსენებთ, რომ დიტერ ჰეკინგის შეგირდებმა ბუნდესლიგა მეხუთე პოზიციაზე დაასრულეს.

“მიხარია, რომ გუნდი ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. “ვოფლსბურგის” წარმატება არ მიკვირს. გუნდში მყოფი ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მეხუთე პოზიცია, სწორედ ის მიზანია, რომელსაც “ვოფლსბურგმა” სეზონის დაწყებამდე დაისახა. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამ წარამტებაში ჩემს წვლილსაც ვგრძნობ” – განაცხადა დიეგომ.