“მანჩესტერ იუნაიტედი” დიეგო გოდინის ტრანსფერზე მუშაობს

“მანჩესტერ იუნაიიტედის” ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელი მცველის, დიეგო გოდინისაკენ გადაიტანეს. ამ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ბრიტანული გამოცემა ადასტურებს.

როგორც იცით, “წითელი ეშამკები” აქამდე მაგუაირის, ალდერვაირელდისა და ბოატენგის ტრანსფერებზე მუშაობდნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოვიდა. ასე რომ, დიეგო გოდინი ინგლისური გრანდის ერთადერთ იმედად რჩება.

Sky Sports-ს ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო აგენტები უკვე შეხვდნენ 32 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ გოდინი “ატლეტიკოს” ღირსებას 2010 წლიდან იცავს.

“იუვენტუსი” დიეგო გოდინის ტრანსფერზე მუშაობს

ბოლო დროს იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ტურინის “იუვენტუსია” ერთ-ერთია ევროპულ გრანდთაგან, რომლებიც დიეგო გოდინის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობენ.

როგორც იცით, დიეგო გოდინის კონტრაქტი მადრიდულ გრანდთან მომავალი სეზონის ბოლოს იწურება. ხელშეკრულებაში მის გამოსასყიდ თანხად კი მხოლოდ 18 მილიონი ფუნტია გაწერილი.

დიეგო გოდინი, რომელიც “ატლეტიკოში” 2010 წლიდან ასპარეზობს, ამჟამად რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. ურუგვაელმა უკვე გაინაღდა 1/8-ფინალური ეტაპის საგზური.

გოდინი: “იმედი მაქვს, გამიგებთ, რომ დიდ ხანს გაღიმება არ შემიძლია”

დიეგო გოდინმა ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიას” წინააღმდეგ ძალიან ცუდი დაზიანება მიიღო. მას ერთ-ერთ ორთაბრძოლაში კბილი საერთოდ მოძვრა და პირის ღრუ სისხლით აევსო.

ტრავმირებული ცენტრალური მცველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, წარწერით: “რამდენიმე დღეში მოედანს დავუბრუნდები. იმედი მაქვს, გამიგებთ, რომ დიდ ხანს გაღიმება არ შემიძლია.” – წერს ხუმრობით გოდინი.

 

გოდინი: “კავანი “ატლეტიკოში” არაერთხელ მოვიწვიე”

დიეგო გოდინის თქმით, მან მისი თანამემამულე, ედინსონ კავანი “ატლეტიკოში” არაერთხელ მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდია იმის შანსი, რომ კავანიმ “პსჟ” ზაფხულში დატოვოს, “ატლეტიკო” კი მისი გადაბირების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.

როცა გოდინს ჰკითხეს, ესაუბრებოდა თუ არა ის კავანის “ატლეტიკოზე”, გოდინმა განაცხადა:” დიახ, მე ის რამოდენიმეჯერ მოვიწვია ჩვენს კლუბში. მას მართლა უყვარს “ატლეტიკო”.

მას ძალიან მოსწონს გზა, რომლითაც ვთამაშობთ, რადგანაც ეს ძალიან გავს ჩვენი ნაკრების სტილს და იმას, თუ როგორ უყურებენ ფეხბურთს ურუგვაიში.”

გოდინის პასუხი გუტის: “ატლეტიკო” პატივისცემას იმსახურებს”

დიეგო გოდინი მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთლის, გუტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც “ატლეტიკოში” არ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” იმსახურებს თამაშს.

“ბერნაბეუზე” მოგებული დერბის შემდგომ გოდინმა განაცხადა:” პატარაობისას მასწავლეს, რომ სხვებს პატივი უნდა ვცე და არ უნდა ვიყო ამპარტავანი.

მათაც ისევე უნდა გვცენ პატივი, როგორც ჩვენ ვცემთ მადრიდის “რეალსა” და მის თითოეულ ფეხბურთელს.” – განაცხადა გოდინმა, რომლის გუნდიც ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

“რაც შეეხება ტიტულისთვის ბრძოლას, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა. “ბარსელონა” გასაოცარ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.”

გოდინი „ატლეტიკოსთან“ ახანგრძლივებს

„ატლეტიკოს“ მცველი დიეგო გოდინი უახლოეს დროში კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. თუ ცნობილ ესპანურ გამოცემა AS-ს დავუჯერებთ, მხარეები ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. სათქმელია, რომ ამ პერიოდში ურუგვაელის ხელფასი ექვს მილიონ ევრომდე გაიზრდება. მხარეებმა უკვე ყველა დეტალი მოაგვარეს და ხელშეკრულებას ოფიციალურად ხელს სულ მალე მოაწერენ.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გოდინით აქტიურად „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გოდინი „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან თამაშობს.

გოდინმა “მან.სიტის” მაცდურ წინადადებას უარი უთხრა

დიეგო გოდინი “ეტიჰადზე” გადასვლით დაინტერესებული არაა.

Marca-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” “ატლეტიკო მადრიდს” 40 მილიონ ევროს სთავაზობს და თავად ფეხბურთელს წელიწადში 6.5 მილიონ ევროს.

ასეთი ვარიანტით 29 წლის მცველი დაინტერესებული არაა – მეტიც, დიეგო კლუბის გამოცვლას არ აპირებს.

ადრე გოდინისადმი ინტერესი “ჩელსიმ” და “მილანმა” გამოამჟღავნეს.

ლიონელ მესი და დიეგო გოდინი გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

17 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში არგენტინის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრიდ დააფიქსირეს.

გოდინი: “ჩვენი ამოცანა – “ბაიერის” გერმანიაში დამარცხება”

“ატლეტიკოს” ურუგვაელმა მცველმა, დიეგო გოდინმა გულშემატკივრებს შეკითხვებს უპასუხა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ.

დასმულ კითხვებს გოდინიმ უეფას ფეისბუქის ოფიციალური ვებ-გვერდით უპასუხა.

“ბაიერზე”:

“ჩვენი ამოცანაა, “ბაიერი” გერმანიაშივე დავამარცხოთ. სტუმრად მოპოვებულ ყველა გამარჯვებას დიდი ფასი აქვს, მითუმეტეს პლეი-ოფში”.

ტრავმაზე:

“უკეთესად ვარ. იმედი მაქვს, ნიღაბის გარეშე ვითამაშებ”.

“ატლეტიკოს” წარმატების საიდუმლოზე:

“წარმატების საიდუმლო შრომაში მდგომარეობს. გუნდის თითოეული ფეხბურთელი ძალ-ღონეს არ იშურებს წარმატების მისაღწევად. ჩვენ არასდროს დავუვიწყებთ შრომას დიეგო სიმეონეს და ოსკარ არტეგას. გუნდი მუშაობს და პროგრესირებს, ბევრი ტიტული გვსურს”.

დიეგო სიმეონეზე:

“ის ყოველთვის ცდილობს მოამზადოს ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, მითუმეტეს ის მოთამაშეები, რომლებსაც არც თუ ისე ბევრი სათამაშო დრო აქვთ. არ არის ადვილი, შეინარჩუნო ერთიანი მთლიანი გუნდი. მაგრამ, სიმეონე ამას ახერხებს”.

გოდინი: “ატლეტიკო დანებებას არ აპირებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი დიეგო გოდინი აცხადებს, რომ მისი გუნდი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, “სელტამ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

“ნახევარდაცვაში რამდენიმე მნიშვენლოვანი ფიგურა გვაკლდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა ახლა საჭიროა, რომ მომავალზე ვიფიქროთ. ჩემპიონატის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, დანებებას არ ვაპირებთ”, – ამბობს გოდინი.

გოდინი ტორესის დაბრუნებით გახარებულია

მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიეგო გოდინმა, კლუბში ფერნანდო ტორესის დაბრუნებაზე ისაუბრა.

“ფერნანდო “ატლეტიკოს” ნებისმიერი ფანისთვის ბევრს ნიშნავს. მისი დაბრუნება კი ძალიან მნიშვნელოვნია.

დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს გუნდს. ფერნანდო აქ წარმატებაში საკუთარი წვლილი შესატანად მოვიდა და ეს სწორი გადაწყვეტილებაა” – ამბობს გოდინი.

“ატლეტიკოში” ტორესი 2001-2007 წლებში ასპარეზობდა და 244 მატჩში შეძლო გატანა.

 

იუვენტუსი გოდინით დაინტერესდა

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, დიეგო გოდინი, ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ესპანური პრესის ცნობით, იტალიელები ურუგვაელის გადაბირებას იანვარში ეცდებიან.

გოდინის მიმიდინარე კონტრაქტი 2018 წლამდეა გათვლილი. ხელშეკრულებაში მითითებული სატრანსფერო ფასი კი 36 მილიონი ევროა.

ზაფხულში უკანახაზელის ყიდვას მიუნხენის “ბაიერნი” ცდილობდა, თუმცა გოდინმა მადრიდში ამჯობინა დარჩენა.