Football Italia-ს ცნობით, დიეგო ლოპესმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “მილანი” დატოვოს. ესპანელი მეკარე გუნდიდან აბარგების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.
იტალიური პრესის ცნობით, “სასუოლოს” წინააღმდეგ დღეს გასამართ მატჩში მილანელთა კარში შესაძლოა 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დააყენონ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესი მადრიდის “რეალიდან” “მილანში” გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა. ესპანელმა კიპერმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ რვა მატჩში 14 გოლი გაუშვა.
მატჩი “მილანსა” და “სასუოლოს” შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.