Marca-ს ცნობით მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ დიეგო ლოპესის გაშვება გადაწყვიტა. დიდი ალბათობით მეკარე გუნდს ამერიკული ტურნეს შემდეგ დაემშვიდობება.
მოსალოდნელია, რომ “რეალი” ფეხბურთელს კომპენსაციას გადაუხდის და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიანიჭებს.
ლოპესის გასხვისების შემდეგ მადრიდელები კეილორ ნავასს წარადგენენ, რომლის ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.