დიეგო სიმეონე ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

დიეგო სიმეონე თვლის, რომ კატალონიურმა “ბარსელონამ” კოუტინიოს დამატებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა ლა ლიგის მოგებისაკენ. ბოლო ცნობების თანახმად “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 160 მილიონი ევრო დაუჯდათ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცას აქვს საშუალება ისეთი ფეხბურთელი დაიმატოს, როგორიც კოუტინიოა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ვერ შეძლებს, გუნდს ლა ლიგის მოგებაში დიდ დახმარებას გაუწევს.

“ბარსელონას” ჰანდიკაპიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია წარმატებისკენ. მჯერა, რომ კოუტინიო ლა ლიგას კიდევ უფრო გააძლიერებს,” – აცხადებს დიეგო სიმეონე, რომლის გუნდმაც უკვე წარადგინა დიეგო კოშტა და ვიტოლო.

კარიკატურა: როგორ შეხვდა მადრიდი “ბარსას” ფრეს?

გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში “ვალენსიამ” “ბარსელონა” მიიღო და ფრე, 1-1 გააგორა. როგორც იქნა, კატალონიელებმა ქულები დაკარგეს და ახლა მასსა და მადრიდულ გუნდებს, “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის ჩამორჩენა რვა ქულაა.

გთავაზობთ კარიკატურას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეაქცია ჰქონდათ დედაქალაქურ გუნდებს ცხრილის ლიდერის ფრეზე.

 

სიმეონე: “უგოლობასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, “ყარაბაღთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც მადრიდელებმა რეკორდული რაოდენობის, 35 დარტყმა შეასრულეს მეტოქის კარის მიმართულებით (პირველად, 2003/04-ის შემდეგ), თუმცა მხოლოდ ერთი გაიტანეს.

“თამაში ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა, უფრო მეტი სიზუსტე გვმართებდა გადამწყვეტ ფაზაში. “ყარაბაღს” პირველი შეტევებით საკმარისი ზიანი ვერ მივაყენეთ, რასაც მათი გოლი მოყვა.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნერვიულები და შეშინებულებს ვემსგავსებოდით. შედეგად მივიღეთ ფრე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედიოდა.

ეს ყველაფერი უგოლობამ გამოიწვია. ადრე ასეთ მატჩებში მეტი გაგვქონდა და ვიგებდით კიდეც, წელს კი ეს დიდი პრობლემაა ჩვენთვის. ეს ხარვეზები უახლეს მომავალში უნდა აღმოიფრხვას, თუ რაიმე შედეგზე გვაქვს პრეტენზია,” – აცხადებს სიმეონე.

სიმეონე: “ამ მატჩში მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყმოფება, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას “ყარაბაღთან” მატჩში მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებს.

“რომასთან” გამართული შეხვედრა უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, “ჩელსისთან” მატჩში კი გოლი არ უნდა გაგვეშვა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო, ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ. მჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ასე გამარჯვებას შევძლებთ.

მზად ვარ, ყველა საჭირო ზომას მივმართო, რომ ხვალ ჩემმა გუნდმა სამი ქულის მოგება მოახერხოს. ამ მატჩში მხოლოდ სამი ქულა დაგვაკმაყოფილებს. მახსოვს, რომ გასულ წლებში “ასტანასა” და “როსტოვის” დონის კლუბებთანაც დავკარგეთ ქულები, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ვიცით, რომ ბაქოში მოგება რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთო ამისთვის,” – აცხადებს “ატლეტიკოს” არგენტინელი სპეციალისტი.

ფელიპე ლუიში: “სიმეონე მამაჩემზე უკეთ მიცნობს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა, ფელიპე ლუიშმა პრესასთან დედაქალაქური გრანდსა და მის მთავარ მწვრთნელზე, დიეგო სიმეონეზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებს.

“სიმეონეს უდიდეს პატივს ვცემ, მისი შესაძლებლობების სიდიადეს ვაღიარებ. ის მამაჩემზე უკეთ მიცნობს. “ატლეტიკოში” თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ჩემი ნება რომ იყოს, კარიერას სწორედ ამ კლუბში დავასრულებდი.

სანამ მზე ანათებს და ცხოვრება გრძელდება, “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრს არ შეწყვეტს. ლისაბონში განცდილი ტკივილი ყველას ძალიან კარგად ახსოვს. ამას ბევრი უძილო კვირები მოჰყვა.

რაც შეეხება ლეო მესის, მე მის სიძლიერეს ვაღიარებ. მას თამაშისას არასოდეს უწუწუნია, თუმცა არც მე მითხოვია მესისთვის მაისური და ამას არც ვაპირებ,” – აცხადებს ლუიში.

ფერნანდო ტორესი: “სიმეონემ ყველას აჩვენა, რომ ის დიდებული ლიდერია”

მადრიდის “ატლეტიკოს” ესპანელმა შემტევმა, რომელმაც “ნაპოლისთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში (2:1) ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო, პრესასთან გუნდის თავკაცზე, დიეგო სიმეონეზე ისაუბრა.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიმეონე ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. მწვრთნელიც ისეთივეა, როგორიც ფეხბურთელი იყო. უნდა, რომ ყველა კონცენტრირებული იყოს ვარჯიშზე და დავალებები ზედმიწევნით შევასრულოთ.

მისი კომუნიკაციის უნარი შესანიშნავია, ყველას ძალიან მარტივად აგებინებს თავის ტაქტიკებსა და იდეებს. ვფიქრობ, ის ამით ბედნიერია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ყველა დაარწმუნა, რომ ის დიდებული ლიდერია.

მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელების შენარჩუნება მოვახერხეთ. რთული გუნდების წინააღმდეგ გამარჯვება ამის გარეშე რთული იქნება. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულოთ, მან ყველაფერი იცის,” – აცხადებს ფერნანდო ტორესი.

სიმეონე: “ატლეტიკოში” ვრჩები, ამ კლუბს მომავალი აქვს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ კიდევ ერთხელ გაახარა “როხიბლანკოს” გულშემატკივრები და საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას არ აპირებს.

“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამ სტადიონზე მიმდინარე მოვლენებში იღებდა მონაწილეობას – ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, დირექტორებს…

ერთად ჩვენ ძალიან ბევრი ღირებული მომენტი შევქმენით ჩვენი გულშემატკივრებისათვის. შეიძლება, სხვა კლუბებს ჩვენზე მეტი ფული ან ტიტული აქვთ, მაგრამ მათ ასეთი გრძნობები ვერასოდეს ექნებათ.

და ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ კლუბიდან წასვლას არ ვაპირებ და იცით რატომ ვრჩები? იმიტომ, რომ ამ კლუბს მომავალი აქვს და ჩვენ, ყველანი ამ მომავლის ნაწილი ვართ, ” – აცხადებს დიეგო სიმეონე.

დიეგო სიმეონეს 4-12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შესაძლოა საკმაოდ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

როგორც იცით, 46 წლის სპეციალისტს პრიმერადივიზიონის 34-ე ტურში (“ვილიარეალთან” (0:1)) ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო ადანაშაულებენ – როდესაც დამხმარე მსაჯს აგრესიულად შეეხო.

“როდესაც თამაში დასრულდა, ის ჩემს პირველ დამხმარე მსაჯთან მივიდა, ორივე ხელი მხრებზე უკნიდან დაადო და დამატებითი დროის რაოდენობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა,” – ვკითხულობთ მატჩის მთავარი არბიტრის განცხადებაში.

ფედერაციის მიერ შექმნილი სპეციალური სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას 28 აპრილს მიიღებს.

დიეგო სიმეონეს 4-12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ბენ არფა: “მოურინიო და სიმეონე ფეხბურთს კლავენ”

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა, ჰატემ ბენ არფამ დიეგო სიმეონესა და ჟოზე მოურინიოს სათამაშო სტილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი დაცვითი სისტემა “ფეხბურთს კლავს”.

“ბევრი მწვრთნელი იყენებს ასეთ სტილს და ამას იმით ამართლებენ, რომ ეს სისტემა მეტოქეს ბლოკავს, მოქმედების საშუალებას არ აძლევს. მათ შორის არიან მოურინიო და სიმეონე, ისინი ფეხბურთს კლავენ. ამ თამაშის არსი ეს ნამდვილად არ არის.

ეს საპირისპიროა იმ თეორიისა, რაც კრუიფმა შემოგვთავაზა. ის თავისუფლების მომხრე იყო. მათი სტილი კი სიამოვნების მიღების საშუალებას უბრალოდ არ იძლევა.

სპექტაკლები აღარ იდგმება, ფეხბურთი ინტერესს კარგავს. საფეხბურთო მატჩების ყურებით სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. ლიგა 1-შიც კი, ჩვენ ვკლავთ ფეხბურთს,” – აცხადებს ბენ არფა.

“კრიშტიანუ რონალდუ? მისი თამაშის ყურება ჩემში არანაირ ემოციას არ აღძრავს. ის ზედმეტად პროგნოზირებადია,” – დაამატა მან.

ესპანეთში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო პაბლო სიმეონე ესპანეთში მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ სეზონში მადრიდელებმა ოთხი მატჩი გამართეს საშინაო ჩემპიონატში, რომელთაგანაც 3 მათი გამარჯვებით დასრულდა (მათ შორის “სევილიასთან” გამართული მატჩიც – 3:1), ერთი კი ფრედ.

პრიმერას 29 ტურის შემდეგ “ატლეტიკო” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს 58 ქულით და მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს მეოთხეადგილოსან “სევილიას”.

სიმეონე: “რეალში” არასოდეს ვიმუშავებ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის სამწვრთნელო კარიერის “რეალში” გაგრძელების კატეგორიული წინააღმდეგია.

“რეალში” არასოდეს ვიმუშავებ. გრძნობებიდან გამომდინარე, ეს სავსებით ლოგიკურია. თან, არც ისინი აპირებენ ჩემთვის სამუშაოს შემოთავაზებას.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. შეიძლება, ერთ დროს სხვა ესპანურ გუნდშიც ვიმუშავო.

კარიერის გარკვეულ ეტაპზე კი ძალიან მინდა, არგენტინის ნაკრები ჩავიბარო. თუმცა, ამისათვის სათანადო დონეს უნდა მივაღწიო. მინდა ეს ჩემი კარიერის ბოლოსკენ მოხდეს,” – აცხადებს 46 წლის სპეციალისტი.

სიმეონე: “სევილია” ჩემპიონობისთვის იბრძვის, ჩვენ მეოთხე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლა ლიგის 27-ე ტურში, “გრანადას” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (0:1) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან, ძალიან რთული მატჩი გამოდგა. ყოველთვის ვიცით, რომ წინ სირთულეები გველის, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. “გრანადა” საშინაო არენაზე ძალიან აგრესიულად და ჭკვიანურად თამაშობს.

მატჩის მეორე ნახევარში გუნდებმა გაცვალეს სახიფათო მომენტები, ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ჯამში, სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა, რითიც ბედნიერები ვართ.

რაც შეეხება “სევილიას”, ჩვენ მათ არ ვუყურებთ. ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ჩვენ კი მეოთხე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ – “რეალ სოსიედადი” და “ვილიარეალი” საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან, ” – აცხადებს ჩოლო სიმეონე.