დღეს თბილისში მერანის სტადიონზე პირველი ლიგის მეცამეტე ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს გაგრა და დინამო-2 დაუპირისპირდნენ. ფრიად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. აღვნიშნავთ, რომ დინამოელებს დღევანდელ მატჩში ოთხი ფეხბურთელი აკლდა. ნიკა კვეკვესკირი, საბა ლობჟანიძე, ლუკა თათხაშვილი და ბუდუ ზივზივაძე ახალგაზრდულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი.
შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო და მატჩის დებიუტში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა. ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა მატჩის 36- ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა გაუშვა ხელიდან. მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ოსტატურ ნახტომში ლევან ტყეშელაშვილმა მოიგერია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ორივე გუნდის კიპერმა საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმიდან სათამაშო უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან, გაგრელთა კარის ძელმა ხუთჯერ იხსნა მასპინძლები გოლისგან. შეხვედრის 71-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა აიღო დინამოელთა კარი და დააწინაურა თავისი გუნდი. საბოლოოდ დინამოელთა მასირებულ შეტევებს 85- ე წუთზე გოლი მოჰყვა გაგრელთა კარში. დინამოს კაპიტანმა ბიძინა მახარობლიძემ ტექნიკურად ჩამოიცილა მეტოქე და აღადგინა წონასწორობა 1:1. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
გაგრა 1:1 დინამო-2
გოლები:1:0 გოგატიშვილი 72’ 1:1 მახარობლიძე 85’
გაფრთხილება: ჯიშკარიანი 24’ ლოჩოშვილი 50’ ბაჩიაშვილი 56’ ქარდავა 68’ მახარობლიძე 83’
გაგრა: რეჭია, გადრანი (მჭედლიშვილი 85), ნოზაძე, ზ. ქარდავა, ხარაბაძე, მოსიაშვილი, ბ. ქარდავა (მუსელიანი 73), ცაცკრიალაშვილი (ღირდალაძე 78), რამიშვილი, გოგატიშვილი, ნიჟარაძე
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ბაჩიაშვილი, ა. გურეშიძე, ლოჩოშვილი (გ. გურეშიძე 86), სამხარაძე, ჯაფიაშვილი, ფალავანდიშვილი, მახარობლიძე, შერგელაშვილი (დიასამიძე 77), ჯიშკარიანი, ერისთავი (ვოლკოვი 66)
fcdinamo.ge