“ბორუსია” – “არსენალი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება მატჩი, რომელშიც დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ბორუსია” ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, ბენდერი, როისი, ბლაშიკოვსკი, ნური შაჰინი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი, მხითარიანი.

“არსენალი”: შჩესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი, როსიცკი, არტეტა, იოზილი, რემსი, კასორლა, ჟირუ.

მხითარიანს ჰიმნი დაუწერეს (ვიდეო)

სომეხი ჟურნალისტები და ფეხბურთის ქომაგები იმდენად ამაყობენ ჰენრიხ მხითარიანით, რომ მას ჰიმნი მიუძღვნეს. დორტმუნდის „ბორუსიას“ ფანებმა მალევე აიტაცეს მათი ერთ-ერთი ლიდერისადმი დაწერილი კომპოზიცია.

გთავაზობთ მხითარიანისადმი მიძღვნილ ჰიმნს.

 

ობამეიანგი: “მირჩევნია, ლევანდოვსკი “ბარსელონაში” გადავიდეს”

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აცხადებს, რომ მას ურჩევნია, თანაგუნდელი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის “ბაიერნის” მაგივრად, კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლონელ თავდამსხმელს “ბაიერნთან” დიდი ხანია აკავშირებენ და ბევრისთვის გასაკვირად, ის კვლავაც “ბორუსიას” ღირსებას იცავს.

“თუ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს, მირჩევნია, “ბაიერნის” მაგივრად, კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდეს”, – ამბობს ობამეიანგი.

ცნობისათვის, ლევანდოვსკის დორტმუნდელებთან კონტრაქტი მიმდიანრე სეზონის ბოლოს ეწურება.

“ბორუსიამ” ლონდონში მოიგო

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მომდევნო ტურის მატჩები გაიმართა. F ჯგუფში, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, დორტმუნდელთა სომეხმა ლეგიონერმა, ჰენრიხ მხითარიანმა “არსენალის” კარი ზუსტი დარტყმით აიღო.

“არსენალმა” ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე, ოთხი წუთით ადრე მოახერხა – “ბორუსიას” კარში გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

შეხვედრის საბოლოო შედეგი 82-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც გროსკოიცის ჩაწოდების შემდეგ, დორტმუნდელთა პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქის კარი დალაშქრა.

“არსენალი” – “ბორუსია” 1:2
“ემირეითს სტედიუმი”, 60011 მაყურებელი

“არსენალი”: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი (გრანბრი 89′), იოზილი, არტეტა, უილშირი (კასორლა 58′), რემსი (ბენდტნერი 86′), ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

“ბორუსია”: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, შაჰინი, ბლაშიკოვსკი (აუბამეიანგი 66′), ბენდერი, მხითარიანი (ჰოფმანი 66′), როისი (პაპასტატოპულოსი 87′), გროსკოიცი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: ჟირუ 41′ – მხითარიანი 16′, ლევანდოვსკი 82′.
გაფრთხილებები: როსიცკი 51′, იოზილი 85′ – ჰუმელსი 22′, ლევანდოვსკი 64′, ბენდერი 70′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი.

დიტო ჭიჭინაძე

ნური შაჰინი: “არსენალში” გადასვლასთან ახლოს სამჯერ ვიყავი”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ნური შაჰინი აცხადებს, რომ წარსულში, მას ლონდონის “არსენალში” გადასვლა რამდენჯერმე შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ შაჰინმა კარიერა “ბორუსიაში” დაიწყო. 2011 წელს, თურქი მოთამაშე მადრიდის “რეალს” შეუერთდა. ახლა კი, იჯარით ისევ დორტმუნდელთა რიგებში გამოდის.

“კარიერის განმავლობაში, “არსენალში” გადასვლასთან ახლოს სამჯერ ვიყავი, განსაკუთრებით კი 2012 წელს. თუმცა, ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. პირველად, ლონდონელებს ჩემი შეძენა მაშინ სურდათ, როცა 16 წლის ვიყავი”, – ამბობს შაჰინი.

მარკო როისი სასწაულებს აკეთებს

ვიდეოს, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა, კომენტარი არ სჭირდება.

სანია სამი კვირა დაისვენებს

მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, ბაკარი სანია თავისი გუნდის დახმარებას ვერ მოახერხებს, რადგან მას ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” ფრანგმა მცველმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, “ნაპოლის” წინააღმდეგ მატჩის სრულად ჩატარება შეძლო, მაგრამ ის გარკვეული სახის დაზიანებას მაინც ვერ გადაურჩა.

ამრიგად, სანია ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩებს “ვესტ ბრომვიჩის”, “ნორვიჩისა” და “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამოტოვებს. ასევე, ის “არსენალს” ჩემპიონთა ლიგაზე, დორტმუნდის “ბორუსიასთანაც” დააკლდება.

სანდრო საპანაძე

შმელცერი სამ კვირას იუქმებს

დორტმუნდელთა განაპირა მცველი იურგენ კლოპის გუნდის ლაზარეთში აღმოჩნდა.

მომდევნო სამი კვირის განმავლობაში, “ბორუსიას” თამაში მარსელ შმელცერის გარეშე მოუწევს. როგორც ცნობილია, მოთამაშეს მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში შმელცერმა დორტმუნდელთა მაისურით ცხრა შეხვედრის ჩატარება მოასწრო და ერთი ბურთის გატანა შეძლო.

მოსალოდნელია, რომ გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში გერმანელი მცველის ადგილს ერიკ დურმი დაიკავებს.

სანდრო საპანაძე

დორტმუნდელებმა “ფრაიბურგი” გაანადგურეს

რობერტ ლევანდოვსკისა და მარკო როისის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “ბორუსიამ” ბუნდესლიგის მორიგ ტურში სამი ქულის მოპოვება შეძლო.

მატჩის 35-ე წუთზე მასპინძლებმა შესანიშნავი შეტევა წამოიწყეს და მარკო როისმა გოლის გატანა დამატებაზე შეძლო. ამით მან ანგარიში გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს არბიტრმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დორტმუნდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, დუბლი შეასრულა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

58-ე წუთზე, დიდი წვალების შემდეგ პოლონელმა ლევანდოვსკიმ მაინც შეძლო “ფრაიბურგის” კარის დალაშქვრა.
ამ გოლის გატანიდან 12 წუთის შემდეგ, მასპინძლებმა ბწრყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ჰოფმანის საგოლე გადაცემის შედეგად, “ბორუსიას” ცხრიანმა დუბლი გაიფორმა.

შეხვედრას საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ დაუსვა. მან ამ შეტევაზე ბევრი იწვალა, მაგრამ თავისი გოლის გატანა მაინც მოახერხა.

“ბორუსია” 5-0 “ფრაიბურგი”

გოლები: როისი, 35, 45+2 (პენ.), ლევანდოვსკი, 58, 70, ბლაშიკოვსკი, 79.

“ბორუსია”: ვაიდენფელერი, გროსკროიცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი, სვენ ბენდერი (კირხი 46), შაჰინი, ობამეიანგი, მხითარიანი (ბლაშიკოვსკი 62), როისი (ჰოფმანი 62), ლევანდოვსკი.

“ფრაიბურგი”: ბაუმანი, ზორგი, დიანე, გინტერი, გიუნტერი, შუსტერი (ჰეფლერი 65), ფერნანდესი, შმიდი, მეჰმედი, კოკელენი (ჰენი 46), ფრაისი (გუედე 74).

გაფრთხილება: ზორგი.

გაძევება: დიანე, 45.

სანდრო საპანაძე