სანაძე მოედანს 12 ქულით და მეოთხედფინალში გასვლით დაუბრუნდა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობის დასრულების შემდეგ დუდა სანაძის “სან დიეგომ” სხვა ტურნირში გადაინაცვლა.Collegeinsider.com – ასე ეწოდება ტურნირს, რომელშიც კალიფორნიული გუნდი ასპარეზობს. სანდიეგოელები აღნიშნული შეჯიბრის მეოთხედფინალში გავიდნენ. გუშინ მათ რთული ბრძოლა გადაიტანეს ტეხასურ ჰანტსვილში, სადაც ჰიუსტონ სტეიტის უნივერსიტეტი77:72 დაამარცხეს.

“სან დიეგოსთვის” ეს იყო მეორე მატჩი. პირველ შეხვედრაში კალიფორნიელებმა “პორტლენდ ვიკინგსი” 87:65 გაანადგურეს და იმ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ლეგიონერს. სანაძე ტრავმირებული იყო და მისი ასპარეზობა “ჰიუსტონ სტეიტთანაც” სათუო გახლდათ, მაგრამ სანაძემ მაინც ითამაშა და არცთუ ურიგოდ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა. სანაძემ 2-დან 2 ორქულიანი 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჯაში დუდას 12 ქულა და 2 მოხსნა დაუგროვდა. ბომბარდირი კრისტოფერ ანდერსონი გახდა 19 ქულით, ჯონი დიმ კი სანდიეგოელებს 15 ქულა მიაშველა.

მეოთხედფინალში, 26 მარტს, “სან დიეგო” “პასიფიკს” შეხვდება. ეს გუნდები სტუდენტური ლიგის “ვესტ ქოუსტის” დივიზიონში ერთად იყვნენ და გასულ სეზონში მოგებები გაცვალეს. ამჯერად ვინც მოიგებს, Collegeinsider.com-იხ ნახევარფინალში გავა.

gbf.ge

სანაძემ რეგულარული ჩმპიონატის ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო

დუდა სანაძემ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა ამიიღო. ამერიკის სტუდენტური ლიგის „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის ბოლო მატჩში ქართველი ლეგიონერის „სან დიეგო“ ერთ-ერთ ლიდერ „ბრიგჰემ იანგს“ მასპინძლობდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, დამარცხდებოდა თუ მოიგებდა, რეგულარულს მაინც მე-6 ადგილზე ასრულებდა.

შეხვედრა „ბრიგჰემ იანგმა“ 78:70 მოიგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე გატარებული 10 წუთის შემდეგ ტრავმა მიიღო. სანაძეს მეტოქემ ფეხზე ცუდად დააბიჯა, რის გამოც მას ქუსლი ეტკინა და მოედანი დატოვა. საბედნიეროდ, სანაძეს ძვალი არ დაზიანებია და ის მოედანს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. იმ 10 წუთში, რაც სანაძემ მოედანზე გაატარა, 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.

„სან დიეგოს“ მომდევნო მატჩი უკვე პლეი ოფში მოუწევს, სადაც კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი გავიდა. მეექვსეადგილოსანი „სან დიეგო“ მე-3-ზე გასულ „სან ფრანცისკოს“ შეხვდება. პლეი ოფის რაუნდი ერთმატჩიანია. თამაშები ლას ვეგასში გაიმართება და გამარჯვებული სტუდენტური ლიგის (NCAA)ფინალურ ტურნირში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. ფინალურ ეტაპში სტუდენტური ლიგის საუკეთესო 64 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 16-16 თითოეული რეგიონიდან – დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და შუადასავლეთიდან.

gbf.ge

დუდა სანძის 15 ქულა და გამარჯვება ლიდერ “გონზაგასთან”

დუდა სანაძის “სან დიეგომ” კონფერენციის ლიდერი “გონზაგა” დაამარცხა. გუნდს, რომელსაც კონფერენციაში 2 მარცხი ჰქონდა განცდილი და სრულიად სტუდენტური ლიგის გამოკითხვებში 25-ეულში შედის, სანდიეგოელებმა საკუთაარ მოედანზე 69:66 დაამარცხეს.

მატჩი პირდაპირ ეთერში ESPN 2ით გადაიცემოდა და ის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბრად მიმდინარეობდა, სოლიდური ლიდერობის მოპოვებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ხნით წინ სანდიეგოელები იყვნენ.

პირველი ტაიმი “სან დიეგომ” 36:34 მოიგო და წარმატებით თამაში მეორეშიც განაგრძო. სანაძე წინა მატჩის მსგავსად სათადარიგო იყო, თუმცა ის კვლავ გამოირჩეოდა და გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო. სანდიეგოელების მიერ მოხვეჭილი მატჩის ბოლო 7 ქულიდან 5 ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე იყო. სანაძემ ბოლოს სულ საჯარიმოებით მოიპოვა ქულები – ჩამორჩენილი გონზაგელები ტაქტიკური პერსონალურებით ცდილობდნენ წაგებისაგან თავის დაძვრენას, რისი საშუალებაც მათ სანაძემ არ მისცა. დუდამ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე 2 საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 69:66.

სანაძემ 28 წუთი ითამაშა და საერთო შედეგიანობით თავისიანთაგან საუკეთესო იყო. დუდამ 2-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მისმა თანაგუნდელმა, გუნდის პირველმა მექულა ჯონი დიმ 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 9-9 ქულით დაასრულეს შეხვედრა ჯიტო კოკმა და დენის კრამერმა.

“სან დიეგოს” 7 მოგება და 10 მარცხი აქვს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში სანაძის გუნდი 1 მარტს “ბრიგჰემ იანგს” უმასპინძლებს, რომელმაც სხვათა შორის, “გონზაგა” “სან დიეგოსთან” მატჩამდე დაამარცხა. რეგულარულის დასრულების შემდეგ “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის გუნდები თავს ლას ვეგასში მოიყრიან, სადათ ერთ წრეს ითამაშებენ და შემდეგ პლეი ოფში დაწყვილდებიან.

გუნდი

კონფერენცია

მთლიანად

გონზაგა

13-3

23-6

ბრიგჰემ იანგი

12-5

20-10

სან ფრანცისკო

11-5

18-10

სეინტ მერი

10-6

20-9

პეპერდაინი

8-8

15-13

პორტლენდი

7-9

15-13

სან დიეგო

7-10

16-14

პასიფიკი

5-11

14-13

სანტა კლარა

5-11

12-17

ლოიოლა

3-13

11-17

GBF.GE

სანაძის “სან დიეგო” “სეინტ მერისთანაც” დამარცხდა

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსის” მორიგი მარცხი. ამჯერად სანდიეგოელებმა “სეინტ მერისთან” ვერ შეძლეს გამარჯვება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს უკანასკნელი “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში ლიდერთა შორის – მესამე ადგილზეა.

შეხვედრა კალიფორნიაში, “სეინტ მერის” დარბაზში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 69:57 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ სანაძის გუნდმა პირველ წრეში ამ გუნდს შინ 61:43 მოუგო. ქართველმა უკანახაზელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

სანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა. სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი დენის კრამერმა აჩვენა, რომელმაც 25 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. “სეინტ მერის” კი ჯეიმს ვოლკერმა ულიდერა 21 ქულით. 

მომდევნო მატჩს “სან დიეგო” სტუმრად, “პასიფიკთან”, 15 თებერვალს გამართავს.

gbf.ge

სანაძის 23 ქულა “სან დიეგოს” “სანტა კლარას” დასამარცხებლად არ ეყო

დუდა სანაძის შედეგიანობამ “სან დიეგოს” ვერ უშველა. ქართველი უკანახაზელის 23 ქულის მიუხედავად, კალიფორნიულმა გუნდმა “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის ბოლოადგილოსან “სანტა კლარასთან” წააგო – 64:69.

სანაძემ შედეგიანად ითამაშა – ის სანდიეგოელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 31 წუთი ათამაშეს. დუდამ 10-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. სანაძემ მთლიანობაში 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

სანაძის გუნდში ჯონი დიმ 18, კრისტოფერ ანდერსონმა კი 11 ქულა ჩააგდო. ვერ ითამაშა სანდიეგოელთა ცენტრმა, დენის კრამერმა, რომელმაც შეხვედრა 2 ქულით დაასრულა და წაგების მთავარი მიზეზიც ფარქვეშა პრობლემები იყო.

მომდევნო მატჩებს “სან დიეგო” სტუმრად გამართავს: 13 თებერვალს “სეინტ მერისთან”, 15-ში კი “პასიფიკთან”.

 gbf.ge

კალიფორნიულ დერბიში სანაძემ “სან ფრანცისკოს” 15 ქულა ჩაუგდო

დუდა სანაძის “სან დიეგომ” ამერიკის სტუგენტურ ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. სანდიეგოელებმა თანაშტატელ “სან ფრანცისკოს” უმასპინძლეს და შეხვედრა ბროლაში – 67:74 დათმეს.

სანდიეგოელებმა პირველი ტაიმი 30:34 წააგეს, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და 12 ქულით დაწინაურება მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე სანაძის გუნდი 56:46 იგებდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში ვერ იყოჩაღა და მარცხი განიცადა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჯონი დის, ხოლო დენის კრამერმა 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

4 მოგებითა და 7 წაგებით სანდიეგოელები “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში მე-7 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი კვლავ შინ, 8 თებერვალს, ბოლოადგილოსან “სანტა კლარასთან” გამართავს.

სანაძის 15 ქულა და შინ აუტსაიდერთან განცდილი მარცხი

ამერიკის სტუდენტური ლიგა რომ არაპროგროზირებადია, კიდევ ერთხელ დადასტურდა. დუდა სანაძის “სან დიეგომ” 2 დღის წინ შინ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი “სეინთ მერი” გაანადგურა, დღეს კი შინაურ არენზე ბოლო ადგილზე მყოფ “პასიფიკს” შეხვდა და თავად განადგურდა – 67:84.

რთულია, აიხსნას, თუ რატომ წააგეს სანდიეგოელებმა, მაგრამ ფაქტია – სანაძის გუნდს მატჩის მოგების შანსი არ ჰქონია. პირველი ტაიმი (20-წუთეული) მასპინძლებმა 40:50 წააგეს და ვითარება ვერც მეორე ნახევარში გამოასწორეს.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანდიეგოელთა შორის საუკეთსო დენის კრამერი იყო 19 ქულითა და 8 მოხსნით, ჯონი დიმ კი პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა.

4 მოგებითა და 7 მარცხით “სან დიეგო” 10-გუნდიან “ვესთ ქოუსთის” კონფერენციაში მე-7 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს კალიფორნიელები კვლავ შინაურ არენაზე, 6 თებერვალს, ბოლოადგილოსან “სანტა კლარასთან” გამართავენ, რომელიც პირველ წრეში სტუმრად დამარცხებული ჰყვთ.

სანაძის 11 ქულა და დასანანიმარცხი “სან ფრანცისკოსთნ”

დუდა სანაძის გუნდმა დასანანი მარცხი განიცადა. ამერიკის სტუდენტურ ლიგაშ “სან დიეგო ტორეროსმა” “სან ფრანცისკოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მიღებული 2-ქულიანით 62:64 დამარცხდა. ქართველმა უკანახაელმა აღნიშნული მატჩი ტრავმირებულმა ითამაშა – სანაძემ პირველ ტაიმში ზურგი დაიზიანა და ექიმების ჩარევის შემდეგ, მეორე ნახევარი ტკივილის ქვეშ ითამაშა.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული და თანაბარი იყო. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება. პირველი ტაიმი 36:36 დასრულდა, მეორეშიც თანაბრად იზრდებოდა ანგარიში და ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა.

სანფრაცისკოელმა აივერი ჰოლმსმა საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე თავისიანები 62:59 დააწინაურა, სამ წამში კი სანდიეგოელმა კრის ანდერსონმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. “სან ფრანცისკოს” შეტევაში ბურთი ტომას ჯაკობსმა ჩაუჭრა, რომელზეც დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1 ჩაგდებულით საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ანგარიში (62:62) გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე 12 წამით ადრე ჰოლმსმა ორქულიანი მიითვალა, სანდიეგოელებმა კი გადამწყვეტ შეტევაში ბურთი დაკარგეს და საბოლოოდ 2 ქულით დამარცხდნენ.

სანაძე სასტარტო ხუთულში იყო და ზურგის ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად სანაძემ 2 მოხსნა მოაგროვა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.  სანდიეგოელთა შორის 16 ქულით საუკეთესო ჯონი დი გახლდათ, 15 ქულა კრის ანდერსონმა დააგროვა.

10-გუნდიან “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში 2 მოგებითა და 5 წაგებით “სან დიეგო” მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანდიეგოელები ისევ საკუთრ მოედანზე, 23 იანვარს,  ამჯერად კონფერენციის ლიდერ “გონზაგასთან” გამართავენ.

სანაძემ ამერიკაში კარიერა გაიუმჯობესა: 25 ქულა 26 წუთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა. “სან დიეგო ტორეროსის” უკანახაზელმა ამერიკული კარიერის საუკეთესო შედეგი (22 ქულა) რამდენიმე დღის წინ “ლოიოლასთან” დააფიქსირა, დღეს, გამთენიისას კი სანაძემ “სანტა კლარას” 25 ქულა ჩაუგდო და თავის გუნდს კონფეცენციაში მე-2 გამარჯვება მოაპოვებინა.

სანდიეგოელებმა წინასაკონფერენციო მატჩები შედეგიანად ჩაატარეს – 13-დან 9 შეხვედრა მოიგეს, თუმცა “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში ცოტა გაუჭირდათ. დღევანდელ მატჩამდე “ტორეროსმა” კონფერენციაში 5-დან 4 მარცხი განიცადა და “სანტა კლარასთან” გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ტაიმის შემდეგ სანდიეგოელები 28:32 აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სანაძის წინამძღოლობით იხეირეს და გამარჯვებას მიაღწიეს – 69:66.

 

თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე “სანტა კლარა” 1 ქულით ჩამორჩებოდა და ტაქტიკური ჯარიმა აიღო. სანაძემ ორივე სროლა ზუსტად შეასრულა და “სან დიეგო” 69:66 დააწინაურა – თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა.

ქართელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთი 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სანაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.  დუდას შემდეგ “სან დიეგოში” 14 ქულით დენის კრამერი გამორჩა, ხოლო კრისტოფერ ანდერსონმა 11 მიითვალა.

ამ შეხვედრამდე ბოლო ადგილზე მყოფმა “სან დიეგომ” 10-გუნდიანი “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. “ტორეროსს” 6-დან 2 გამარჯვება აქვს და მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს “სან ფრანცისკოსთან” გამართავს.

სანაძის 14 ქულა და მორიგი მარცხი “პეპერდაინთან”

კონფერენციაში პირველი გამარჯვების მოპოვებიდან მე-3 დღს დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” შინ “პეპერდაინთან” დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა. სანდიეგოელებისთვის ეს ამ გუნდთან უკვე მეორე მარცხია მიმდინარე სეზონში.

“ტორეროსი” “პეპედრაინს” პირველად 28 დეკემბერს შეხვდა 64:75 წააგო. დღვანდელი მატჩ უფრო დააბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოო წუთზე გაირკვა. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე “სან დიეგო” 65:64 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში “პეპერდაინმა” მეტი სიზუსტე გამოავლინა და საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა ფრვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში დუდამ 14 ქულა და 4 მოხსნადააგროვა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. სანაძეზე უკეთესი შედეგი სანდიეგოელთაგან დენის კრმერმა აჩვენა, რომელმაც 30 წუთში 17 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

10-გუნდიან “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში 1 მოგებითა დ 4 მარცხით სანდიეგოელები ბოლო 2 ადგილს “პასიფიკთან” იყოფენ. მომდევნ შეხვედრას “ტორეროსი” 16 იანვარს, სტუმრად “სანტა კლარა ბრონქოსთან” გამართავს.

gbf.ge

დუდა სანაძის კარიერის საუკეთესო მატჩი და გამარჯვება “ლოიოლასთან”

“სან დიეგო ტორეროსმა” ამერიკის სტუდენტური ლიგის საკუთარ კონფერენციაში პირველი მატჩი მოიგო და ამაში დუდა სანაძის წილი უდიდესია. “ლოიოლა მერიმაუნთთან” 74:67 მოგებულ შეხვედრაში ქართველმა უკანახზელმა მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სანაძემ ლიდერის თვისებები კარგად წარმოაჩინა და გადამწყვეტ ეპიზოდში თავის გუნდს დიდი დახმარება გაუწია, რამაც იქონია კიდეც გარდამტეხი ეფექტი.

დღევანდელი შეხვედრა სანაძისთვის ამერიკულ კარიერაში საუკეთესოა. მან პირადსარეკორდო 22 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიამატა. დუდამ სასტარტო ხუთულში, 24 წუთი ითამაშა და 10-დან 4 ორქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო ჩააგდო. სანაძეს 5 ქულა ჰქონდა მოგროვებული მეორე ტაიმის მე-5 წუთისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩნილ 15 წუთში 17 ქულა ჩააგდო.

ანგარიში 52:51 იყო სანდიეგოელთა სასარგებლოდ, როცა სანაძემ ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო შეტევაზე წამოსულ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და შეტევა ზუსტი გარღვევით დააგვირგვინა, რითაც “ტორეროსი” 57:51 გაალიდერა. ქართველმა უკანახაზელმა ამის შემდეგაც ჩააგდო ეგრედ წოდებულიAnd 1 (ორქულიანი და მას მოყოლილი საჯარიმო), ხოლომატჩის მიწურულს მასზე აღებული ყველა ტაქტიკური ჯარიმა ქულებად აქცია. “სან დიეგოში” გამორჩეულად ითამაშა გუნდის გამთამაშებელმა კრისტიან ანდერსენმა, რომელიც კალიფორნიელებს 20 ქულით შეეწია, ხოლო დენის კრამერის ანგარიშზე 14 ქულა და 2 დაფარება დაგროვდა.

“ტორეროსმა” სტუდენტური ლიგის პირობითად პირველი ეტაპი, არასაკონფერენციო გუნდებთან, 9 გამარჯვებითა და 4 მარცხით დაასრულა, ხოლო დეკემბრის ბოლოდან მხოლოდ საკუთარ, “ვესთ ქოუსთის” კონფერენციაში დაიწყო ასპარეზობა. 3 მარცხის შემდეგ დღევანდელი გამარჯვება სანდიეგოელებისთვის კონფერენციაში პირველი იყო.

მომდევნო მატჩს “ტორეროსი” 11 იანვარს, შინ “პეპერდაინთნ” გამართავს.

gbf.ge

სანაძეს მატჩის გმირობამდე 1 საროლა დააკლდა

დუდა სანაძეს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ საფინალი სირენის თანხლებით ნასროლი მისი სამქულიანი არ ჩავარდა და “სან დიეგო ტორეროსი” თანაქალაქელ “სან დიეგო სტეიტთან” 1 ქულის სხვაობით – 64:65 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სანაძემ გადამწყვეტი სროლა აცილა, მასზე და მთლიანად გუნდზე “ტორეროსის” დამრიგებელ ბილ გრირს აუგი არ დასცდენია. პირიქით, მწვრთნელი კმაყოფილი იყო:

“ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე და მოვიპოვეთ გამარჯვების რეალური შანსი. ბოლო მომენტში ჩვენმა გუნდმა ყველაფერი ზუსტად გააკეთა და მხოლოდ იმაში არ გაგვიმართლა, რომ დუდას ნასროლი არ ჩავარდა. ჩვენი გუნდი სწორ გზაზე დგას და ბოლომდე ასრულებს იმას, რასაც წუთშესვენებებზე ვგეგმავთ. ბურთი ხან ჩავარდება, ხან – არა”.

არადა, “ტორეროსის” მოთამაშეებმა თითქმის შეუძლებელი შესძლეს და გამარჯვების მომპოვებელი სროლის შესრულების უფლება მოიპოვეს. ბოლო 12 წამში ორივე გუნდმა 4-4 საჯარიმო ჩააგდო. აქედან დუდა სანაძის ანგარიშზე საფინალო სირენამდე 7 წამით დრე ჩაგდებული 2 სროლაა, რის შემდეგაც სხვაობა 62:63 შემცირდა. ამას “სან დიეგო სტეიტის” ლიდერის ქსავიერ თემზის 2 საჯარიმო მოჰყვა და როცა კრისტოფერ ანდერსონმა ჩამორჩნა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა, ბურთი “სტეიტის” იყო და დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა.

სწორედ ამ დროს მოხდა ის, რომ სანაძის გუნდმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და გადამწყვეტი სროლის შესრულების პატივი ქართველს ერგო, თუმცა… სანაძემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.  

“სან დიეგო” ტორეროსს 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და “ვესტ ქოსთის” დივიზიონში მე-6 ადგილზეა. საკუთარი დივიზიონის გუნდებთან შეხვედრები “სან დიეგოს” 28 დეკემბერს დაეწყება. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 10 დეკემბერს ელის “პასიფიკასთან”.

GBF.GE