მაიკონისთვის სეზონი დასრულებულია

დუგლას მაიკონი ამ სეზონში მოედანზე გასვლას ვეღარ მოახერხებს.

“ჯალოროსის” ბრაზილიელი უკანახაზელი ბოლოს 31 იანვარს გამოჩნდა მოედანზე, როდესაც “რომა” “ემპოლის” დაუზავდა(1:1).

მთელი სეზონის განმავლობაში, დუგლასს ხშირად ჰქონდა რეციდივები, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.

ამ სეზონში, მაიკონმა ჩაატარა 14 მატჩი და მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

“რომამ” შეიძლება, მაიკონს კონტრაქტი შეუწყვიტოს

ბრაზილიელი მცველი, დუგლას მაიკონი ახლოსაა რომაული გუნდის დატოვებასთან.

მარჯვენა უკანახაზელი უკვე დიდი ხანია, რაც მუხლზე მკურნალობს და იგი კვლავ ვერ ახერხებს დაბრუნებას.

“მაქვს პრობლემები მუხლზე, იმედია მალე გამოვჯანმრთელდები და ფორმაში ჩავდგები,”-განაცხადა მაიკონმა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დედალაქური გუნდი ბრაზიელ მცველს კონტრაქტს შეუწყვიტავს.

მაიკონი „რომას“ დატოვებას აპირებს

„რომას“ 33 წლის მცველი დუგლას მაიკონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დედაქალაქური კლუბის დატოვებას გეგმავს.

„Football Italia“-ს ცნობით, ბრაზილიელი ვეტერანი „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მოლაპარების დაწყებას აპირებს. მოქმედი შეთანხმება მხარეებს 2016 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში დუგლასმა სერია ა-ში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

მაიკონი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა

Football Italia-ს ცნობით “რომას” მცველმა დუგლას მაიკონი ტრავმის შემდეგ საერთო ჯგუფს დაუბრუნდა. შესაძლოა ფეხბურთელმა მე-13 ტურში “ინტერის” წინააღმდეგ შეძლოს თამაში.
შეგახსენბეთ, რომ მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო 33 წლის მაიკონმა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. მათ შორის ცსკა-სთან გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩიც.
“რომა” – “ინტერის” დაპირისპირება კვირას, 30 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-ზე შედგება.

მაიკონმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

დუგლას მაიკონმა “რომასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას, რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2016 წლამდეა გათვლილი. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში კი, კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი წლით გახანგრძივდება.

მიმიდნარე სეზონში 33 წლის მაიკონმა “რომას” შემადგენლობაში სერია ა-ს 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მაიკონს ახალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია

„რომას“ მცველს დუგლას მაიკონს ახალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია.

რომაული კლუბის ხელმძღვანელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეს დამატებით დასვენების უფლება მისცეს. ამჟამად ფეხბურთელი ოაჯხთან ერთად ბრაზილიაში იმყოფება.

ამავე დროს, რამდენიმე წყაროს ვერსიით, ბრაზილიელს დედაქალაქელების მენეჯერებთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის გამო დაიწყო.

სავარაუდოდ, 33 წლის მცველი „ჯალოროსის“ სამშაბათს შეუერთდება.

მაიკონი: „ძალიან გახარებულები ვართ“

„რომას“ ბრაზილიელი მცველი დუგლას მაიკონი ბედნიერია იმით, რომ რომაული კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას გუნდმა იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ფიორენტინა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა.

„ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ, რომ მეორე ადგილი გავინაღდეთ. „რომა“ ყოველთვის მონაწილეობდა თავის ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ეს ისეთივე მნიშვნელოვანი კლუბია, როგორც თავად ქალაქი.

სკუდეტოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა. იმედს არ ვკარგავთ, თუმცა ისიც გვესმის, რომ „იუვენტუსი“ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

საკუთარი თავის რწენა თავიდანვე გვქონდა. ამ სეზონში პირადად ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. თავს კლუბისთვის მნიშვნელოვად მოთამაშედ ვგრძნობ“, – მაიკონის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ლიდერ „იუვენტუსსა“ და მადევარ „რომას“ შორის სხვაობა 8 ქულას შეადგენს. სეზონის დასრულებამდე 4 ტური დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

ტოტი, მაიკონი და ბრედლი „ნაპოლისთან“ მატჩისთვის მზად იქნებიან

გავრცელებული ინფორმაციით,უახლოეს მატჩში „რომას“ ერთდროულად სამი წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდება.

საუბარია ფრანჩესკო ტოტიზე, დუგლას მაიკონსა და მაიკლ ბრედლიზე.

აქედან გამომდინარე, ეს ფეხბურთელები „ჯალოროსის“ „ნაპოლისთან“ ჩასატარებელ შეხვედრაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული მატჩი მიმდინარე კვირის ბოლოს „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

შესაძლოა, მაიკონმა სამი კვირის განმალობაში ვერ ითამაშოს

გენუის „სამპდორიასთან“ გუშინდელი შეხვედრის 35-ე წუთზე „რომას“ მცველმა დუგლას მაიკონმა ტრავმა მიიღო, რომლის გამოც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

დღეს, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რამდენი ხნის განმალობაში ვერ მოახერხებს იგი თამაშს. იქედან გამომდინარე, რომ მაიკონმა ფეხის კუნთები დაიზანა, დიდი ალბათობით, დუგლასი სამი კვირის განმალობაში ვერ მოახერხებს თამაშს.

ცნობისთვის, მაიკონმა სერია ა-ში ,,ჯალოროსის” ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად რუდი გარსიას გუნდი იტალიის პირველობას 100%-იანი შედეგით ლიდერობს.

ალექსანდრე მატევოსოვი