ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა მის ყოფილ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. ასევე, იგი მის ამჟამინდელ დამრიგებელს, ანტონიო კონტესაც შეეხო.
“ჟოზესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ერთი წლის წინ, როცა ჩემპიონები გავხდით, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ვფიქრობ, წინა სეზონში პორტუგალიელი კიდევ უფრო მეტს მოელოდა ჩემგან. თუმცა, იმედები ვერ გავამართლე. ისეთივე კარგი ვერ ვიყავი, როგორც ადრე.”
“როგორც ჟოზესთან, ასევე ანტონიო კონტესთან, ახლოს ვარ. ისინი განსხვავებული სტილის სპეციალისტები არიან. იტალიელი დიდ ყურადღებას ამახვილებს ტაქტიკაზე.”
“მოურინიოსთან ერთად ორი შესანიშნავი წელი მქონდა. ახლა კი კონტეს ხელმძღვანელობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის,” – განაცხადა აზარმა.