კარიკატურა: არავითარი წაგება “ბარსას”!

ექვს მაისს ლა ლიგა სანტანდერის 36-ე ტურში მადრდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” ესტურმა და “კამპ ნოუს” ბინადრებთან ფრე, 2-2 ითამაშა. სწორედ ასე, ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში “ბლაგურნამ” არც 35-ე შეხვედრაში წააგო.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

გაძევება, მსაჯის შეცდომები და ლამაზი გოლები სეზონის ბოლო “კლასიკოში” (ვიდეო)

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის.

კატალონიელებმა მატჩის პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ უპირატესობა, რაც მოსალოდნელიც იყო. შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც ლუის სუარესი დიდოსტატურად გაიხსნა მეტოქის საჯარიმოში და სერხი რობერტოს გადაცემას შესაბამისად გამეოხმაურა. ოთხი წუთის შემდეგ რონალდუმ ბენზემას გადაცემა გარდასახა გოლად და ანგარიშიც გაათანაბრა.

სამწუხაროდ, გოლის მომენტში კრიშტიანუ რონალდუმ ფეხი დაიზიანა, რის გამოც პირველ ტაიმში დისკომფორტის თანხლებით თამაშობდა. ტაიმის მიწურულს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამ წნეხს ვერ გაუძლო სერხი რობერტომ და მარსელოს გამოწვევაზე წამოეგო – ჩაარტყა მუშტი, რის გამოც მოედნიდან გააძევს.

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეხვედრის მეორე ნახევარში ათკაციანი “ბარსელონა” გაცილებით უფრო კარგად თამაშობდა, ვიდრე “რეალი”. თავისი გოლი გაიტანა ლეო მესიმაც, რასაც 72-ე წუთზე გარეტ ბეილმა უპასუხა – 2:2. მატჩის მიწურულს სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მაგრამ გუნდებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს.

ასე რომ, ესპანეთის ჩემპიონი “ბარსელონა” კვლავაც განაგრძობს დაუმარცხებელ სერიას, მადრიდელები კი დიდი კიევური ფინალისთვის იწყებენ მზადებას.


“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ხორდი ალბა, უმტიტი, პიკე, რობერტო; ინიესტა (პაულინიო 58′), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (სემედუ 46′); სუარესი (პაკო 88′), ლეო მესი

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“რეალი”: კეილორ ნავასი; ნაჩო (ლუკას ვასკესი 69′), რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (კოვაჩიჩი 84′); გარეტ ბეილი, ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ (ასენსიო 46′)

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი


ვარანი: “ბარსელონა” ჩვენზე ეფექტური იყო”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის მე-17 ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა და 3:0 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდელთა ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა მცირე კომენტარი გააკეთა: “ბარსელონა” ჩვენზე ეფექტური იყო, როდესაც უპირატესობას ვფლობდით გატანა ვერ მოვახერხეთ, სტუმრებმა კი თავიანთი შანსები კარგად გამოიყენეს და დავმარცხდით. პირველი ტაიმი ჩვენთვის მართლაც შესანიშნავი გამოდგა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ. მეორე ნახევარში “ბარსელონას” ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ და გვაჯობეს. წითელმა ბარათმა კი შეხვედრაში თითქმის ყველაფერი გადაწყვიტა”, – განაცხადა ფრანგმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალს” ამ მარცხის შემდეგ 31 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებეს. ისინი კატალონიის “ბარსელონას” 14 ქულით ჩამორჩებიან.

როგორ აღნიშნა “ბარსელონამ” გამარჯვება გასახდელში (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ბარელონას” უმასპინძლა და 3:0 დამარცხდა.

შეხვედრაში თავი ლუის სუარესმა, ლიონელ მესიმ და ალეიშ ვიდალმა გამოიჩინეს. კატალონიელებმა ამ მატჩის შემდეგ მადრიდულ კლუბს 14 ქულით გაასწრეს, რაც საკმაოდ სოლიდური უპირატესობაა ამ ორ გუნდს შორის.

შეხვედრის შემდეგ გამარჯვებით გახარებულმა “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელ Twitter-ში განათავსეს, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაურთეს თან: “ჩვენ ეს ისევ გავაკეთეთ”, – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

მესიმ საგოლე გადაცემა ბუცის გარეშე გააკეთა (ფოტო)

დღეს მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალმა” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში ლუის სუარესმა სერხი რობერტოს კარგი გადაცემის შემდეგ 54-ე წუთზე გახსნა, ამას ლიონელ მესის ზუსტი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა 64-ე წუთზე, ხოლო საბოლოო ანგარიში ალეიშ ვიდალმა დააფიქსირა, როდესაც “ბარსელონას” ათიანმა მესიმ კარგად ითამაშა და ვიდალს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი თავისი შანსი გამოიყენა. გოლის აღნიშვნისას გამოჩნდა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე ბუცი არ ეცვა, ჯერჯერობით უცნობი ათუ რა მომენტში დარჩა მესი ბუცის გარეშე.

“რეალი” – “ბარსელონა”: სასტარტო შემადგენლობები

რამდენიმე წუთში “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მე-17 ტურში კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:

“რეალი”: ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი; რონალდუ, ბენზემა.

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ვერმაელენი, პიკე, სერხი რობერტო, ჟორდი ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, პაულინიო; მესი, სუარესი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

ვალვერდე: “ისიც კი არ მინდა, ვინმემ ოდესმე საპატიო კორიდორი ჩემს გუნდს მოუწყოს”

დღეს კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაუპირისპირდება.

“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“საპატიო კორიდორს ერთი გუნდი მეორეს წარსულში უკეთებდა. ეს პატივისცემის სიმბოლო იყო და ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ. ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რას მიაღწია “რეალმა”. ისინი მსოფლიოს ჩემპიონები არიან, რაც დიდი წარმატებაა. თუმცა, მათ საპატიო კორიდორს არ მოვუწყობთ. არც ის მსურს, ვინმემ იგივე გზით ჩვენ გვცეს პატივი.”

“ხვალ ტიტულის მოგება არ შეგვიძლია. “ატლეტიკო” ექვსი ქულით გვისწრებს და შესაძლოა, ეს სხვაობა სამამდე შემცირდეს. ხვალ ისეთ შეხვედრას ჩავატარებთ,თითქოს, ეს ცხოვრების უკანასკნელი მატჩი ყოფილიყოს. ორივე გუნდი დიდი წნეხის ქვეშაა. ეს იმიტომ, რომ ამ თამაშს უზარმაზარი დატვირთვა აქვს სხვადასხვა მხირვ.”

“ხვალ ყველაფერზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება. მეტოქეს ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომელთა ერთმა მოძრაობამაც შესაძლოა, ყველაფერი გადაწყვიტოს. ამიტომ, თავი უნდა დავიზღვიოთ. იმედი მაქვს ჩემი ბიჭების,” – აცხადებს ვალვერდე.

ინიესტა: “ელ კლასიკომდე” სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ”

23 დეკემბერს მადრიდის რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრამეტე ტურში კატალონიის “ბარსელონას” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს.

“ელ კლასიკოს” წინ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.

“მატჩამდე სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, რას გრძნობენ ჩემი გუნდელები, როგორი ენთუზიაზმით არიან ისინი განწყობილნი. ეს მნიშვნელოვანი მატჩია და აზრი არ აქვს, რომელ ადგილზე იმყოფები. მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ჩვენს სტილს არ ვუღალატოთ. გვინდა, ლა ლიგის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.”

“წაგებული სუპერთასი? ის სხვა ტურნირი და სხვა დრო იყო.  ახლა, უკეთეს კონდიციებში ვართ. წარუმატებელ ორმატჩიან დუელს შაბათს გასამართ დაპირისპირებასთან არაფერი აქვს საერთო. ეს სხვა გამოწვევაა და ღირსეულად უნდა მივიღოთ!” – აცხადებს ანდრესი.

მაიკლ ოუენმა “ელ კლასიკოს” ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” საფეხბურთო ზეიმის მომსწრენი გავხდებით. ბოლო პერიოდის მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის მე-17 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, აღნიშნული მატჩის ირგვლივს ინტერესი საკმაოდ დიდია. ესპანურმა გამოცემა Marca-მ, მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, მაიკლ ოუენს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ვეტერანმა ფეხბურთელმა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელთაც “ელ კლასიკოში” მიუღიათ მონაწილეობა.

მეკარე: კასილასი;
მცველები: პუიოლი, რამოსი, კარლოსი;
ნახევარმცველები: მ. ლაუდრუპი, ზიდანი, კრუიფი, ინიესტა;
თავდამსხმელები: მესი, რონალდუ, მარადონა.

კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, “ბარსელონასთან” მატჩი გამოტოვოს

მადრიდის “რეალის” მიერ გავრცელებულმა უახლესმა ინფორმაციამ კლუბის ფანები ააღელვა. საქმე იმაშია, რომ მოახლოებულ ელ კლასიკოს “ბლანკოსის” სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ სრულ მზადყოფნაში ვერ ხვდება.

ესპანური გრანდის ცნობით, 32 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა და ხვალიდან ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება. რაც სავარაუდოდ მცირე ტრავმის მიზეზი უნდა იყოს.

ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემები მალევე გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში რონალდუ მარჯვენა მუხლზე გრძნობდა დისკომფორტს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება 23 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს სტარტს.

რივალდო: “ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია”

როგორც მოგეხსენებათ, 23 დეკემბერს “სანტიადო ბერნაბეუზე” ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება. ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ორი გუნდი, კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მე-17 ტურში გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, ეს მატჩი საკმაოდ ბევრი ინტრიგის მატარებელია. ალაბთ დაუსრულებლად შეიძლება დავა იმის შესახებ კრიშტიანუ რონალდუ სჯობს, თუ ლიონელ მესი, მაგრამ ბრაზილიელმა რივალდომ თავისი ფავორიტი გამოარჩია: “მესი თამაში გასაოცარია, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას შეუძლია მინდორზე სასწაულები ჩაიდინოს. კრიშტიანუ “რეალში” ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია, პორტუგალიელის შეჩერება ძალიან ძნელია, ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო თუ რას მოიმოქმედებს რონალდუ სხვადასხვა ეპიზოდში”, – განაცხადა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ აჟამად “რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა 11 ქულაა, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ ეს ზიდანის გუნდისთვის დიდი შეღავათი არაა, ამიტომაც თუ მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურთ 23 დეკემბერს გასამარჯვებლად ყველაფერი უნდა გაიღონ.

ლუის სუარესი: “ბარსელონამ “რეალს” საპატიო კორიდორი არ უნდა გაუკეთოს”

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღნიშნული თასის მოგების შემდეგ, “ბლანკოსი” პირველ შეხვედრას კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს. ბევრი თვლის, რომ ამ დაპირისპირების დაწყებამდე “ბლაგურნამ” “თეთრებს” საპატიო კორიდორი უნდა მოუწყოს.

ზემოთ ნახსენებს არ ეთანხმება კატალონიელთა თავდამსხმელი, ლუის სუარესი.

“საპატიო კორიდორი ჩემთვის ახალი რამეა. ასეთი რამე, რაც ესპანეთში ჩამოვედი, პირველად მესმის. ვიცი, წესებში წერია, რომ თუ შენთან ერთად რომელიმე ტურნირზე მოასპარეზე მეტოქე მოიგებს თასს, მაშინ მას, პატივისცემის ნიშნად, საპატიო კორიდორი უნდა გაუკეთო. თუმცა, ამ სიტუაციაში მსოფლიოს ჩემპიონატთან არაფერი გვაკავშირებს. ამიტომ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ,” – აცხადებს სუარესი.