იტალიური “მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი აცხადებს, რომ მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ატალანტამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია. ელ შაარავი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.
“მიხარია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი, მაგრამ ცუდია, რომ დავმარცხდით. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში მსურს, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დარჩენილი დროის მანძილზე მწვრთნელს თავი მოვაწონო”, – ამბობს ელ შაარავი.