რას აკეთებენ რობინიო და ელ შაარავი “მილანის” გასახდელში

“მილანის” ფეხბურთელები რობინიო და ელ შაარავი ტექნიკით რომ გამოირჩევიან, ეს უცხო არავისთვისაა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში კი აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ ისინი “როსონერის” გასახდელში.

ელ შაარავისა და რობინიოს ბრწყინვალე ფინტები “მილანის” ვარჯიშზე

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ფინტებს აკეთებენ “მილანის” ვარჯიშზე სტეფან ელ შაარავი და რობინიო.

ელ შაარავი აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდება

მიმდინარე სეზონში სტეფან ელ შაარავიმ მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, დეკემბერში კი ფეხბურთელმა სერიოზული ოპერაცია გადაიტანა.

მილანური კლუბის სამედიცინო შტაბის ცნობით, ელ შაარავიმ მცირე დატვირთვით ვარჯიშის უფლება მიიღო. ასევე ცნობილია მისი სავარაუდოდ დაბრუნების თარიღიც.

მილანში იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელია “კატანიასთან” წინააღმდეგ შესძლებს მოედანზე გასვლას. აღნიშნული მატჩი 13 აპრილს გაიმართება.

ელ შაარავი: “რუსეთიდან საოცარი წინადადება მქონდა”

“მილანის” და იტალიის ნაკრების ფორვარდმა სტეფან ელ-შაარავიმ იტალიური ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას რუსეთიდან საკმაოდ სარფიანი წინადადება ჰქონდა, თუმცა, ფეხბურთელმა “მილანში” ამჯობინდა დარჩენა.

“გუნდიდან წასვლაზე არ მიფიქრია. სხვათა შორის, რუსეთიდან საოცარი წინადადება მქონდა, მაგრამ მე “მილანში” მსურს თამაში. ამ გუნდთან ერთად დიდი წარამტების მიღწევას ვაპირებ” – განაცხადა ელ შაარავიმ.

იტალიელი ჟურნალისტების მონაცემებით, ფეხბურთელს მახაჩკალის “ანჟიდან” ჰქონდა წინადადება, რომელიც მან რამოდენიმე თვის წინ მიიღო.

“მილანის” ფეხბურთელები გულშემატკივრებს ახალ წელს ულოცავენ

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულოცავენ ახალ წელს “მილანის” ფეხბურთელები თავიანთ გულშემატკივრებს.

შევჩენკო: “მასიმილიანო ალეგრის რჩევები გამომადგება”

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო მილანში იმყოფებოდა, სადაც რა თქმა უნდა, “მილანელო” და “როსონერის” წევრები მოინახულა.

ცხადია, იტალიელმა ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და შევჩენკოს ინტერვიუ ჩამოართვეს.

allegri

– როგორ გრძნობთ თავს “მილანელოზე”?
– როდესაც “მილანელოზე” მოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ვხვდები ძველ მეგობრებს და აქედან წასვლის სურვილი აღარც კი მიჩნდება. სამწვრთნელო კურსებს გავდივარ. მასიმილიანო ალეგრის ვესაუბრე, მან თავისი ხედვები გამიზიარა, რაც ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამომადგება.

– ყოფილ თანაგუნდელებთან ისევ მეგობრობთ?
– რა თქმა უნდა. მათთან ხშირად ვსაუბრობ. გატუზომ და ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა უკვე დაიწყეს. შესაძლოა, მალე მათ გზას მეც გავუდგე.

– “სან სიროზე” თბილად შეგხვდნენ. (შევჩენკო და მალდინი “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ – ავტ.)
– მინდა, რომ გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩემს გულში არიან და როცა აქ მოვდივარ, ძველი დრო მახსენდება. მიხარია, რომ იმ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, რომელსაც “მილანი” ჰქვია.

maldin

– რას გვეტყვით “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრაზე?
– “მილანმა” მოგება დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა. მიხარია, რომ კაკამ გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, “როსონერის” ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, უბრალოდ, გუნდს ამ პერიოდში, პატარა ჩავარდნა აქვს.

– რას გვეტყვით კაკაზე?
– დრო გადის, მაგრამ კაკა კვლავაც მოტივირებული და შრომისმოყვარეა. მან “მილანისთვის” ბევრი რამ გააკეთა და კარგია, რომ ისევ აქ დაბრუნდა.

– მოგწონთ ელ შაარავი? თქვენ მას სტადიონზე ესაუბრეთ.
– ელ შაარავი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ტრავმა აწუხებს. თუმცა, სტეფანს ვუთხარი, რომ მშვიდად უნდა იყოს, ტრავმას მალე მოირჩენს და გუნდს ისევ დაეხმარება. ის ძალიან ნიჭიერია.

el

– რომელი წელი იყო საუკეთესო, “მილანში” ყოფნისას?
– გამოვარჩევდი იმ წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსი” დავამარცხეთ. როდესაც ბოლო პენალტი შევასრულე და გოლი გავიტანე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.

დიტო ჭიჭინაძე

ელ შაარავი: “ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა”

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა შემტევი, სტეფან ელ შაარავი აცხადებს, რომ მარიო ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა.

შეგახსენეთ, რომ ბალოტელი, “ნაპოლისთან” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯს მოკვლით დაემუქრა, რის გამოც, ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

“ბალოტელიმ შეცდომა დაუშვა და ეს მან კარგად იცის. იმედი მაქვს, მარიო მომავალში იგივეს არ გაიმეორებს, რადგან ეს “მილანზე” ცუდად მოქმედებს”, – ამბობს ელ შაარავი.