ეშლი კოულმა “რომასთან” კონტრაქტი გაწყვიტა

“რომასა” და გუნდის მცველ ეშლი კოულს შორის კონტრაქტი შეწყდა.

მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ეშლი კოულმა “რომას” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ინგლისელ მცველს არ უთამაშია.

 

კოულმა „რომასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა

როგორც იტალიური „Il Tempo“ იუწყება, „რომას“ ხელმძღვანელობა მცველ ეშლი კოულს კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეუთანხმდა.

35 წლის ფეხბურთელს რომაულ კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.

სავარაუდოდ, გამოცდილი მოთამაშე კარიერას MLS-ში გააგძელებს.

შეგახსენებთ, რომ კოული „რომაში“ 2014/15 წლების სეზონში ჩაირიცხა.

კოული ლამპარდთან მიდის

ინგლისელი ვეტერანი, ეშლი კოული, რომელიც “რომაში” ასპარეზობს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, მლს-ში გადაბარგდეს.

მოთამაშის გადაბირებით “ნიუ-იორკ სიტია” დაინტერესებული, რომელსაც “ჩელსის” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ფრენკ ლამპარდი დაემატება.

“რომასთან” კოულს კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს, მაგრამ რომაელების მის გაშვებას უფასოდ აპირებენ, რადგან ის სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედის.

კოული რომას არ დატოვებს

“რომას” მცველის, ეშლი კოულის, აგენტმა საკუთარი კლიენტი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ეშლის იტალიაში ცხოვრება მოსწონს. ასეთი ბედნიერი ის ჯერ არ ყოფილა. მისი შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია და ამ გუნდების გულშემატკივრებსაც განსაკუთრებული იმედები ნუ ექნებათ. ეშლის მთავარი მიზანი იტალიური ტიტულების მოგებაა” – ამობს აგენტი.

კოული: “რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია”

“რომას” მარცხენა მცველი ეშლი კოული დარწმუნებულია, რომ მის კლუბს სკუდეტოს მოგება შეუძლია.

“რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია. ჩვენ ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები და წარმატებისთვის აუცილებელი ხასიათის თვისებები გვაქვს.

საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და თუ მსაჯობაც მაღალ დონეზე იქნება ყველაფერი შესაძლებელია” – განაცხადა კოულმა.

 

სად იზამთრებენ იანკები? ლეგენდები, რომლებიც გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში

Eurosport.ru–გთავაზობთ იმ ლეგენდათა სიას, რომლებიც უკვე გადავიდნენ ან გადავლენ MLS-ში.

ამერიკული კლუბები, მულტი მილიარდელი შეიხების საშუალებით 30 წელს გადაცილებულ სუპერვარსკვლავებს ყიდულობენ და თანდათან ძლიერდებიან. გასული ორი წლის განმავლობაში MLS-ში თამაშობდა ისეთი მსოფლიო დონის ლეგენდები როგორებიც იყვნენ: დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, ჟუნინიო პერმანბუკანუ, ჟერმეინ დეფო, რობინ კინი და ალესანდრო ნესტა. ცნობილი სპორტული საიტი და არხი Eurosport-ი გთავაზობთ შვიდ ლეგენდას, რომლებიც უკვე შეუერთდნენ და შეუერთდებიან MLS ლიგას.

ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ლოს ანჯელეს გალაქსი”

Pirlo

სექტემბერში “გალაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს საკუთარ გუნდში იტალიელი მაესტროს ხილვა და ისინი პირლოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ. 36 წლის ჰავბეკი ლოს ანჯელესში ლანდონ დონოვანის(რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს) შემცვლელად სახელდება. ამავე დროს, გუნდში წმენდა განხორციელდა, რომლის შემდეგადაც ლოს ანჯელესელებმა სამი ფეხბურთელი გაუშვეს. ასევე ტრანსფერს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ლიგის რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელების ანაზღაურება შეუზღუდავი არ არის. იტალიელმა მაესტრომ ზაფხულში განაცხადა, რომ ოკეანის გაღმა, თამაში სურს(მხოლო რამოდენიმე წლით).

ეშლი კოული (“რომა”)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი”; “ტორონტო”.

ashley-cole

ლონდონში, წვიმასა, ქარსა და ნისლში თამაშში მიჩვეულ ეშლი კოულს, მზიან რომში თამაში და ადაპტაცია ცოტა გაუჭირდა. სწორედ ამ მიზეზის გამო შეიძლება ინგლისელმა დატოვოს “რომა” და ამერიკულ კლუბებს მიაშუროს. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოული რომს ზამთარში დატოვებს. ამა წლის ზაფხულში ეშლი იტალიაში სრულიად უსასყიდლოდ გადავიდა. Transfermarkt–ის გამოთვლებით, ამერიკულ კლუბებს მისი შეძენა 3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კოულით “ორლანდო სიტი” (რომლსი დებიუტიც “მაჟორ” ლიგაში მომავალ წელს შედგება) და “ტორონტო” ინტერესდება.

კაკა (“სან პაულუ” იჯარა)

გადავიდა: “ორლანდო სიტი”

Kaka

კაკა ერთ–ერთია იმ 30 წელს გადაცილებულ ლეგენდებს შორის, რომლებმაც სათამაშოდ ამერიკა აირჩიეს. “ორლანდო სიტიმ” ზაფხულში “მილანთან” გარიგებას მიაღწია. ბრაზილიელი ლეგენდა ფლორიდაში გადავიდა და მომდევნო წლიდან “ლურჯების” შემადგენლობაში გამოჩნდება. მანამდე, ფლორიდულმა გუნდმა, კაკა მშობლიურ ქალაქში “სან პაულუში” იჯარის წესით გაუშვა. “ორლანდო სიტისთან” ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კაკა ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ის წელიწადში 7,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ადრე ყველაზე მაღალი ანაზღაურება დევიდ ბექჰემს ჰქონდა. მისი ხელფასი წელიწადში 6,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დევიდ ვილა (“მელბურნი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Villa

2015 წელს შეიხი მანსური აბუ დიაბიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში “მანჩესტერ სიტის” შვილობილს “ნიუ იორკ სიტის” გახსნის. კლუბი უკვე ჩამოყალიბდა, 2014 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლეგენდარული დევიდ ვილა “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა და კლუბის პირველი ფებხრუთელი გახდა, მაგრამ ესპანელის სადებიუტო მატჩი მომდევნო წელს შედგება. ზამთრამდე ჯერ კიდევ რამონენიმე თვე დარჩა, ფორმის შესანარჩუნებლად ესპანელი იჯარის წესით ავსტრალიაში, კერძოდ “მელბურნ სიტიში” გადავიდა. თავად ფეხბრუთელი აცხადებს : “მე აქ საშუალება მექნება, გავხსნა ახალი მსოფლიო, ახალი ფეხბურთი.”

ფრენკ ლამპარდი (“მანჩესტერ სიტი” იჯარა)

გადავიდა: “ნიუ იორკ სიტი”

Lampard

“ნიუ იორკ სიტის” მეორე მოთამაშეა, ლეგენდარული ფრენკ ლამპარდი, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” 2014 წლის ზაფხულში მოულოდნელად გადავიდა. მოგეხსენებათ, გუნდი ახალი ჩამოყალიბებულია და მხოლოდ 2015 წლიდან ითამაშებს. ამიტომ, ინგლისელი ლეგენდა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და რამოდენიმე თამაში ჩაატარა. სადებიუტო გოლი ყოფილი კლუბის “ჩელსის” კარში გაიტანა და გულშემატკივრებს გაშვებით გული დასწყვიტა.

ხავი (“ბარსელონა”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Xavi

უკვე გიამბეთ შეიხი მანსურის ამბიციური პროექტის შესახებ. აბუ დიაბელ მულტი მილიარდელს ამის განხორციელებაში, ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა სჭირდება. ვილიასა და ლამპარდის შემდეგ, “ნიუ იორკ სიტის” მესამე მოთამაშე ხავი ჰერნანდესი იქნება. თავდაპირველად, ესპანელი გენია ყატარში, 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადიოდა, მაგრამ შემდეგ მან გადაიფიქრა და კატალონიაში ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა. ამ სეზონში ხავის არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს, ამიტომ მისი სწორედ სათამაშო პრაქტიკა იქნება, მისი შესაძლო წასვლის ერთ–ერთი მიზეზი.

ჯონ ტერი (“ჩელსი”)

დაინტერესებული კლუბი: “ნიუ იორკ სიტი”

Terry
ახალ სეზონში, ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ტერი პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა, მაგრამ როგორც ბრიტანული ტაბლოიდები წერენ ინგლისელი გაცილებით დიდ ანაზღუარებას მიიღებს, ამერიკაში კერძოდ “ნიუ იორკ სიტიში”. ტრანსფერი რეალურია, რადგან შეიხ მანსურს შეტევის შემდეგ დაცვის ხაზში რამოდენიმე ვარსკვლავის დამატება სურს.

რობინიო (“სანტოსი” იჯარა)

დაინტერესებული კლუბები: “ორლანდო სიტი” , “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი”.

Robinho

მეორე ბრაზილიელი და ყოფილი “მილანელი”, რომელიც შეიძლება კაკას გზას გაჰყვეს და აშშ–ში გადაბარგდეს. “რობინიოს MLS-ში თამაში სურს, ჩვენ “ორლანდო სიტისთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.”–განაცხადა “მილანის” ვიცე–პრეზიდენტმა ანდრიანო გალიანიმ. ბრაზილიელი ფორვარდი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საშუალებით “სანტოსში” იჯარის წესით გადავიდა. ბრაზილიელის კონტრაქტი მილანურ კლუბთან მომავალ წელს იწურება. “ორლანდო სიტის” გარდა, რობინიოს ამერიკის სხვა კლუბები: “ჩიკაგო ფაიერი”, “გალაქსი” და “ნიუ ენგლანდ რევოლუშენი” ეპატიჟებიან.

ეშლი კოული: ”ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ”

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში, ”რომამ” ”მანჩესტერ სიტის”, სტუმრად ქულები დააკარგვინა. მატჩის შემდეგ, რომაელთა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა, ჟურნალიტებთან განვლილ მატჩზე ისაუბრა:

”სიტის” წინააღმდეგ თამაში, ადვილი რა თქმა უნდა არაა, მოგება კი უფრო რთულია. ”მანჩესტერ სიტის” შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ, ამიტომ ასეთ თამაშში, ფრე იდეალური შედეგია. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. შესაძლოა, ”რომამ” უფრო მეტიც დაიმსახურა, მაგრამ ეს შედეგიც მისაღებია.” – განაცხადა კოულმა.

ტოტიმ ეშლი კოული გაამასხარავა

ჭკუამხიარულმა ფრანჩესკო ტოტიმ თანაგუნდელი ეშლი კოულის გამასხარავება გადაწყვიტა და კარგადაც გამოუვიდა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ “რომამ” გუნდური ფოტო გადაიღო, თუმცა ინგლისელი ფეხბურთელი რატომღაც დანარჩენი მოთამაშეებისგან მოშორებით მარტოსულად იდგა. აღნიშნულმა სურათმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო და ამ პოზაში მდგომი კოული კომპიუტერული პროგრამების დახმარებით სხვადასხვა სიტუაციებშიც გამოსახეს.

აშშ-ში მყოფმა ტოტიმ ეშლი კოულს მიბაძა და მანაც გადაიღო ფოტო “განდეგილის” პოზაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე თავად ეშლი კოულიც კარგად ხალისობს. ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა რამდენიმე სურათი, რომელზედაც ის ამ უცნაურ პოზაში დგას.

 

ეშლი კოული “რომაში” გარიყეს?

ერთად მყოფმა “რომას” ფეხბურთელებმა ფოტო გადაიღეს, რომელშიც ეშლი კოული ცოტათი უხერხულადაა.

Btd3-9pCMAACZrt

Btd3-9pCMAACZrt

ოფიციალურად: ეშლი კოული „რომაში“ ითამაშებს

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მცველი ეშლი კოული კარიერას იტალიურ „რომაში“ გააგრძელებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა „მგლებთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელშიც შესაძლო გახანგრძლივების შესახებაც ჩაიწერა პუნქტი.

ეშლი კოულს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს დაუმთავრდა. შესაბამისად, 33 წლის ფეხბურთელი „რომას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

 

ეშლი კოულს რამდენიმე ვარიანტი აქვს

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი მცველი ახალ გუნდს ეძებს. ბრიტანული პრესის ცნობით ეშლი კოულს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს.

33 წლის მცველს ფრანკ ლამპარდის მსგავსად ამერიკული და იტალიური კლუბები იწვევენ.

გავრცელებული ინფორმაციით აქტიურია “რომა”, თუმცა ამ შემთხვევაში მხარეები კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდებიან.

ოფიციალურად: ეშლი კოულმა „ჩელსი“ დატოვა

დღეს ეშლი კოულმა ოფიციალურად დატოვა ლონდონური „ჩელსი“. ამ ყველაფერს კი კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს. ეშლი კოული „ჩელსიში“ 2006 წლიდან ირიცხებოდა. ამ დროის განმავლობაში მან კლუბთან ერთად ერთად მოიგო:

პრემიერ ლიგა – 1 (2009/2010წ სეზონი)

ასოციაციის თასი – 4 ჯერ (2006/2007) (2008/2009) (2009/2010) (2011/2012)

ჩემპიონთა ლიგა – 1 (2011/2012)
ევროპა ლიგა – 1 (2012/2013)