ევროლიგა: 2013/14 წლების სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც შესულია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი:

ევროლიგის შემდეგი სეზონის „ოთხთა ფინალი“, სავარაუდოდ, მადრიდში გაიმართება

Sportando-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2014/2015 წლების სეზონის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის „ოთხთა ფინალი“ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.

თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიცალური საიტი არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ევროლიგის გადამწყვეტ მატჩებს მადრიდმა 2008 წელს უმასპინძლა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ევროლიგის „ოთხთა ფინალი“ 16-18 მაისს ჩატარდება

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის ევროლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების „ოთხთა ფინალი“ მილანში 16 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით გაიმართება.

ცსკა – „მაკაბის“ მატჩი 16 მაისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა – 23:00 საათზე. მესამე ადგილისთვის მატჩი 18 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა – 22:00 საათზე, რის შესახებაც ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ევროლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩების ხუთი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ევროლიგის მეხუთე 1/4-ფინალური მატჩების ხუთ საუკეთესო ეპიზოდს.

ჰიკმანმა ცსკა-სთან 15 ქულა დააგროვა, „ოლიმპიაკოსმა“ „რეალი“ დაამარცხა

გუშინ, საღამოს, ევროლიგის 1/4 ფინალის სამი შეხვედრა გაიმართა.

ათენის „ოლიმპიაკოსმა“ შინ მადრიდის „რეალი“ მიიღო და მეტოქეს ორი ქულით აჯობა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში დანსტონი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა გააკეთა.

„ოლიმპიაკოსი“ – „რეალი“ 78:76 (23:15, 22:23, 20:20, 13:18)

„ოლიმპიაკოსი“: დანსტონი (21 ქ. 9 მ. 4 პ.), სპანულისი (17 ქ. 4 პ. 5 დ.), ლოიესკი (11 ქ.), პეტუეი (11 ქ.)
„რეალი“: როდრიგესი (19 ქ. 4 პ.), ფერნანდესი (18), ლიული (16), რეიესი (13)

ანგარიში სერიაში: 1:2

მილანში მარცხის შემდეგ თელ-ავივის „მაკაბიმ“ შინ „არმანი ჯინსს“ შანსი არ დაუტოვა და 12 ქულით აჯობა. ისრაელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რიკი ჰიკმენი იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და 6 გადაცემა გააკეთა.

„მაკაბი“ – „არმანი ჯინსი“ 75:63 (15:16, 24:13, 22:16, 14:18)

„მაკაბი“: ბლუ (16 ქ.), ჰიკმანი (15 ქ. 6 პ.), ტაიუსი (14 ქ. 8 მ.), რაისი (9 ქ. 4 პ.), სხორცანიტისი (8), სმიტი (7)
„არმანი ჯინსი“: ჰეკეტი (14 ქ. 6 მ.), ლენგფორდი (12 ქ. 4 პ.), ჯერელსი (11), სამუელსი (8), მოსი (7 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 2:1

გაიმარჯვა კიდევ ერთმა ბერძნულმა გრანდმა „პანაითინაიკოსმა“, რომელმაც ცსკა-სთან პირველი ორი წაგებული მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში შეამცირა და შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პანაითინაკოსი – ცსკა 65:59 (20:11, 21:24, 10:12, 14:12)

„პანაითინაიკოსი“: ლასმე (13 ქ.), რაიტი (10 ქ. 8 მ.), დიამანტიდისი (9 ქ. 5 პ. 3 ჩ.), ფოცისი (9 ქ. 7 მ.)
ცსკა: უიმსი (14 ქ.), რიდზონი (10), ვორონცევიჩი (7 ქ. 6 მ.), კრსტიჩი (6), ხრიაპა (1 ქ. 5 მ. 8 პ.)

ანგარიში სერიაში: 1:2

ჯასტინ დენტმონი ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლო ტურის MVP-დ დასახელდა

„ჟალგირისის“ უკანახაზელი ჯასტინ დენტმონი ევროლიგის ტოპ-16-ის მე-14 ტურის MVP-დ დასახელდა, რის შესახებაც ტურნირის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

პარასკევს ლიტვურმა კლუბმა მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 87:80 დაამარცხა. დენტმონმა აღნიშნულ მატჩში თავის ანაგრიშზე 36 ქულა (7 სამქულიანი), 5 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. ამერიკელის სარგებლის საშუალო მაჩვენებელმა კი 40 ქულა შეადგინა.

„ლაბორალ კუტჩას“ ფორვარდი ანდრეს ნოსიონი, რომელმაც „ბარსელონასთან“ შეხვედრაში 37 ქულა დააგროვა, 35 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. „ბარსელონას“ მოთამაშეს ჰაუნ კარლოს ნავაროს კი ეფექტურობის რეიტინგში 28 ქულა აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ბარსელონა“ „გალათასარაის“ შეხვდება, „რეალი“ – „ოლიმპიაკოსს“

როგორც უკვე მოგახსენეთ, დასრულდა ევროლიგის ტოპ-16, რომლის შედეგადაც, 1/4-ფინალური ეტაპის წყვილებიც გაირკვა.

მაშ ასე, 1/4 ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები შეხვდებიან:

„ბარსელონა“ – „გალათასარაი“
„არმანი ჯინსი“ – თელ-ავივის „მაკაბი“
„რეალი“ – „ოლიმპიაკოსი“
ცსკა – „პანაითინაიკოსი“

მარკოიშვილმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და „გალათასარაი“ პლეი-ოფში გაიყვანა

გუშინ, საღამოს, ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლო სათამაშო დღე შედგა, რომლის მატჩების შედეგად, პლეი-ოფის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.

Е ჯგუფი:

„უნიკახა“ – „არმანი ჯინსი“ 95:85 (22:18, 26:23, 29:16, 18:28)

„უნიკახა“: შტიმაცი (16 ქ.), კუზმინსკასი (13 ქ. 9 მ.), ურტასუნი (11 ქ.), დრაგიჩი (11 ქ.), ტულსონი (8 ქ.), გრეინჯერი (6 ქ. 7 პ.), საბონისი (6 ქ.)
„არმანი ჯინსი“: ლენგფორდი (22 ქ.), ლავალი (16 ქ. 3 ბ.), ჯერელსი (13 ქ. 4 დ.), ჩერელა (9 ქ.), კანგური (8 ქ.), უოლესი (7 ქ.)

სატურნირო მდგომარეობა: „ბარსელონა“ – 12/2, „არმანი ჯინსი“ – 10/4, „ოლიმპიაკოსი“ – 8/6, „პანაითინაიკოსი“ – 7/7, „ფენერბაჰჩე“ – 6/8, „უნიკახა“ – 6/8, „ბასკონია“ – 5/9, „ანადოლუ ეფესი“ – 2/12

F ჯგუფი:

„ჟალგირისი“ – „რეალი“ 87:80 (18:18, 18:20, 21:21, 30:21)

„ჟალგირისი“: დენტმონი (36 ქ. 5 მ. 6 დ.), პოჩუსი (10 ქ.), იანკუნასი (8 ქ. 7 მ.), იავტოკასი (8 ქ. 6 მ.), კუპსასი (6 ქ.)
„რეალი“: ლიული (23 ქ.), როდრიგესი (13 ქ. 5 პ.), ბურუსისი (13 ქ.), რეიესი (7 ქ.)

„გალათასარაი“ – „პარტიზანი“ 64:55 (16:13, 24:15, 14:14, 10:13)

„გალათასარაი“: მარკოიშვილი (16 ქ.), ალდემირი (13 ქ. 7 მ.), ერცეგი (13 ქ. 6 მ.), დომერკანტი (7 ქ.), მაჩვანი (5 ქ. 5 მ.)
„პარტიზანი“: ლოვერნი (11 ქ. 11 მ.), ბოგდანოვიჩი (11 ქ. 4 პ.), ბერტანში (11 ქ.), პავლოვიჩი (10 ქ.)

სატურნირო მდგომარეობა: ცსკა – 12/2, „რეალი“ – 11/3, „მაკაბი“ – 8/6, „გალათასარაი“ – 7/7, ყუბანის „ლოკომოტივი“ – 7/7, „ბაიერნი“ – 5/9, „პარტიზანი“ – 4/10, „ჟალგირისი“ – 2/12.

ალექსანდრე მატევოსოვი

სერბი გულშემატკივარი მოსკოვში ველოსიპედით ჩავიდა

ერთ-ერთი სერბი გულშემატკივარი მშობლიური ქვეყნიდან ცსკა-სა და ბელგრადის „პარტიზანს“ შორის ევროლიგის მატჩის სანახავად რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ველოსიპედით ჩავიდა, რის შესახებაც ევროსპორტი წერს. დრაგან შიბალიჩმა 2400 კილომეტრი გაიარა და „შერემენტევოს“ აეროპორტში საყვარელ გუნდსაც კი დახვდა.

„პარტიზანის“ საუკეთესო მოთამაშეებმა ტრავმები მიიღეს, ხოლო კლუბის ფინანსური მდგომარეობა არც ისე კარგია. ასეთ რთულ პერიოდში, მსურს, გუნდს მორალურად გვერდში დავუდგე. მინდა აღვნიშნო, რომ არა ბელგრადიდან,ა რამედ სარაევოდან ჩამოვედი. გზაზე 15 დღე დავხარჯე. უკან დაბრუნებისას ჯამში 7000 კილომეტს დავხარჯავ, რადგან მატჩის შემდეგ სამშობლოში კრასნოდარის, ვლადიკავკაზისა და სტამბულის გავლით დავბრუნდები“, – განუცხადა გულშემატკივარდა ევროსპორტის კორესპონდენტს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ევროლიგამ „ოთხთა ფინალის“ ბილეთების გაყიდვა დაიწყო

f4tickets.com-ის ცნობით, კალათბურთის მოყვარულებს უკვე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის ევროლიგის „ოთხთა ფინალის“ ბილეთების შეძენა შეუძლიათ.

ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრები მილანში 16-18 მაისს გაიმართება. ბილეთის ფასი 145-545 ევროს შადგენს. აღსანიშნავია, რომ ყველა ბილეთით მაყურებლებს როგორც ნახევარფინალებზე, ასევე მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალურ შეხვედრაზე დასწრების უფლება ექნებათ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დერიკ ბრაუნის ლამაზი დანკი – ევროლიგის ტოპ-16-ის მე-8 კვირის საუკეთესო ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის ტოპ-16-ის მე-8 კვირის ათ საუკეთესო ეპიზოდს.

ლავრინოვიჩი კვირის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ევროლიგის რეგულარული სეზონის მეცხრე კვირის MVP-დ უკრაინული „ბუდიველნიკის“ ლიტველი ცენტრი დარიუშ ლავრინოვიჩი დასახელდა, რომლის ეფექტურობის რეიტინგმა ჯამში 44 ქულა შეადგინა.

კვირის საუკეთესო კალათბურთელთა ხუთეულში ასევე მადრიდის „რეალის“ ცენტრი ნიკოლა მიროტიჩი (35 ქულა), „ფენერბაჰჩეს“ მოთამაშე ემირ პრელდზიჩი (33 ქულა), „გალათასარაის“ ცენტრი ზორან ერცეგი (30 ქულა) და „არმანი ჯინსის“ კალათბურთელი განი ლავალი (27 ქულა) მოხვდნენ.

ლავრინოვიჩი კი კვიირს საუკეთესო სნაიპერი გახდა – მისმა მონაგარმა 29 ქულა შეადგინა. ყველაზე მეტი მოხსნა „გალათასარაიში“ მოთამაშე ფურკან ალდემირმა გააკეთა. შედეგიანი ასისტების სტატისტიკაში კი „ნანტერის“ ლიდერმა ტრენტონ მიჩმა იმარჯვა, რომელმაც „ბუდიველნიკთან“ მატჩში თავის ანგარიშზე 10 პასი ჩაიწერა.

ალექსანდრე მატევოსოვი