“მილანის” წარუმატებელი სერია გრძელდება

2 ნოემბერს იტალიის სერია A-ში, მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. ფლორენციელებმა ჯარიმა გაითამაშეს, ხოლო ხუან ვარგასის დარტყმული მუნტარის მოხვდა, ბურთმა მიმართულება შეიცვალა, ხოლო “როსონერის” კარის დარაჯმა, გაბრიელმა გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

სტუმრებმა უპირატესობა ორამდე 73-ე წუთზე გაზარდეს. მარჯვენა ფლანგზე, ხოაკინმა ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ბორხა ვალერო ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო – მას გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა.

ამრიგად, “მილანი” ბოლო სამ მატჩში მეორედ დამარცხდა და ჩემპიონატის ცხრილში, 12 ქულით, მეათე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება “ფიორენტინას”, “იები” 21 ქულით, მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

“მილანი” – “ფიორენტინა” 0:2
“სან სირო”, 42000 მაყურებელი

“მილანი”: გაბრიელი, ძაკარდო, საპატა, აბატე, კონსტანტი, კაკა, მუნტარი (საპონარა 69′), ბირსა (ნიანგი 57′), დე იონგი, მონტოლივო, ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

“ფიორენტინა”: ნეტო, როდრიგესი, პასკვალი, ტომოვიჩი, სავიჩი, ამბროზინი (ვეჩინო 34′), აკვილანი, ბორხა ვალერო, ვარგასი, როსი (ხოაკინი 68′), მატოსი (ოლივეირა 90+1′).
მთავარი მწვრთნელი: ვიჩენცო მონტელა.

გოლები: ვარგასი 27′, ბორხა ვალერო 73′.
გაფრთხილებები: ბალოტელი 61′ – მატოსი 29′, აკვილანი 50′.
მთავარი მსაჯი: პაოლო სილვიო მაცოლენი.

“მილანი” – “ფიორენტინა” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მეთერთმეტე ტურში, “მილანი” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინას” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“მილანი”: გაბრიელი, აბატე, ძაკარდო, საპატა, კონსტანტი, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი, ბირსა, კაკა, ბალოტელი.

“ფიორენტინა”: ნეტო, ტომოვიჩი, გონსალო როდრიგესი, სავიჩი, პასკვალი, აკვილანი, ამბროზინი, ბორხა ვალერო, მატოს, როსი, ვარგასი.

ალეგრი: „კაკა სამაგალითოდ იქცევა“

„მილანის“ მთავარმა მწვრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში მისი გუნდის მხრიდან გამორჩეული თამაში რიკარდო კაკამ უნდა აჩვენოს.

„კაკა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იგი თავს კარგად გრძნობს, რისი წყალობითაც, მისი თამაშის გაუმჯობესდა. მას ძველი ფორმის დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. რიკარდო – დიდებული მოთამაშეა, რომელსაც თანაგუნდელებისთვის გამოცდილების გაზიარება შეუძლია. გარდა ამისა, სამაგალითოდ იგი მოედნის გარეთაც იქცევა“, – აღნიშნა „როსონერის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა: „კუადრადოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია“

„კიევოსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთვნელმა ვინჩენცო მონტელამ თავისი გუნდის ნახევარმცველი ხუან კუადრადო შეაქო.

„კუადრადო – უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იგი 4-3-3 სქემისას მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და როდესაც 3-5-2 სქემაზე გადავედით, კინაღამ გოლიც კი გაიტანა. „არსენალის“ ხელმძღვანელებს მის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდა სურთ? იმედია, ეს მხოლოდ იმ თანხის ნახევარია, რომლის დახარჯვასაც ისინი აპირებენ. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხუანი ჩვენთან დარჩება. რა მოხდება ზაფხულს? ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა „იების“ თავკაცმა. 

ალექსანდრე მატევოსოვი

აკვილანი: “იუვენტუსის” კარში გატანილ გოლს, ავღნიშნავ”

იტალიური “ფიორენტინას” ნახევარმცველი, ალბერტო აკვილანი აცხადებს, რომ თუ ის “იუვენტუსის” კარში გოლის გატანას მოახერხებს, მას აუცილებლად აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მერვე ტურში, “ფიორენტინა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსს” მიიღებს.

“ჩვენს გულშემატკივრებს სურთ, რომ მატჩი მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიხარჯებით და მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. თუ “იუვენტუსის” კარში გოლს გავიტან, მას აუცილებლად ავღნიშნავ”, – ამბობს აკვილანი.

მონტელა „იუვენტუსის“ დამარცხებას აპირებს

„ფიორენტინას“ მთავარი მწვრთვნელი ვინჩენცო მონტელა აღიარებს, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩასატარებელი მატჩი მისი გუნდის ფეხბურთელებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ „იები“ მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვდებიან.

„მესმის, რომ წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. არამხოლოდ სატურნირო ცხრილის, არამედ კლუბებს შორის არსებული ურთიერთობების შესახებაც არ უნდა გვავიწყდებოდეს. „იუვესთან“ შარშანდელზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, ცუდად არ გვითამაშია. ჩვენი მთავარი მიზანი – გულშემატკივართა გახარებაა. ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა მოედანზე მოსაგებად გავალთ“, – განაცხადა მონტელამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა კმაყოფილია

იტალიის სერია ა-ს მორიგი ტურის შეხვედრა „ფიორენტინამ“ გასვლაზე რომის „ლაციოს“ წინაამღდეგ გამართა. აღნიშნული მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, რის თაობაზეც კომენტარი „იების“ თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა.

„მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. შესაძლოა, „ლაციომ“ უკეთესად ითამაშა და მეტიც დაიმსახურა, თუმცა კარის მშრალად შენახვა მაინც მოვახერხეთ. წინ წასვლას ვცდილობდით, თუმცა ბევრი რამ ვერ გამოგვივიდა. შედეგით მაინც კმაყოფილი დავრჩი“, – განაცხადა მონტელამ.

„ვთვლი, რომ სანაკრებო პაუზა საჭირო დროს დადგა. მის შემდეგ, გამოჯანმრთელებული მოთამაშეების გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. ამის წყალობით, სხვა ფეხბურთელები დასვენებას შეძლებენ. ჩემი აზრით, ბოლო შეხვედრებში თავდასხმაში შექმნილი პრობლემები დაღლილობამ გამოიწვია“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მონტელა: “ინტერს” თამაშის შემობრუნების საშუალება მივეცით”

იტალიური “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა აცხადებს, რომ მისმა გუნდმა მილანის “ინტერს” თამაშის შემობრუნების საშუალება მისცა.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში, “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. რა თქმა უნდა, მატჩის მოგების საშუალება გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, “ინტერს” თამაშის შემობრუნების საშუალება მივეცით”, – ამბობს მონტელა.

კამბიასოს ეფექტური გოლი “ფიორენტინას” კარში

25 სექტემბერს, იტალიის სერია A-ში, მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მილანელთა მხრიდან ერთი გოლის გატანა ესტებან კამბიასომაც მოახერხა, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოდგა.

გთავაზობთ ვიდეომასალას: 


cam by 57ouy

„ინტერმა“ „ფიორენტინა” დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტურის ბოლო შეხვედრა „სან-სიროზე“ გაიმართა, სადაც „ინტერმა“ „ფიორენტინა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა – მაცარის შეგირდებმა 2:1 იმარჯვეს.

ანგარიში მხოლოდ შეხვედრის მე-60 წუთზე, ჯუზეპე როსის მიერ გატანილი გოლის შემდეგ გაიხსნა. მასპინძლებმა წონასწორობა 12 წუთში აღადგინეს, გოლი კი თავის ანგარიშზე ესტებან კამბიასომ ჩაიწერა. მოგება ,,ნერაძურის“ ჯონათანმა მოუტანა, რომელმაც ნეტოს კარის აღება 83-ე წუთზე მოახერხა.

„ინტერი“ – „ფიორენტინა“ 2:1
გოლები: კამბიასო 72′, ჯონათანი 83′ – როსი 60′

„ინტერი“: ხანდანოვიჩი, კამპანიარო, ჟონათანი (პერეირა 85′), რანოკია, ჟანი, ნაგატომო, ალვარესი, გუარინი (იკარდი 66′), კამბიასო, ტაიდერი (კოვაჩიჩი 61′), პალასიო

„ფიორენტინა“: ნეტო, სავიჩი, როდრიგესი, პასკუალი (ალონსო 40′), ტომოვიჩი, აკვილანი (ვესინო 78′), ფერნანდესი, ხოაკინი, ვალერო, ამბროზინი, როსი (ოლიჩიჩი 69′)

გაფრთხილებები: ჟუანი, ნაგატომო, კამპანიარო – ამბროზინი

შედეგად, 2:1 და ამ გამარჯვებით „ინტერი“ ქულების რაოდენობით ერთდროულად ორ გუნდს – „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ გაუთანაბრდა, რომელთა აქტივშიც ამჟამად 13 ქულაა.