მარიო გომესი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს

“ფიორენტინას” თავდამსხმელი მარიო გომესი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის გერმანელი ფეხბურთელი სტამბულში ხუთშაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი ევროა, ფეხბურთელი კი წელიწადში ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მარიო გომესმა 20 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

 

ოფიციალურად: სუარესი „ფიორენტინაში“ გადავიდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ოფიციალურმა საიტმა ნახევარმცველ მარიო სუარესის „ფიორენტინაში“ ტრანსფერი დაადასტურა.

28 წლის ესპანელი „ატლეტიკოს“ ღირსებას ხუთი წლის განმავლობაში იცავდა და ამ დროში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ასევე მან ევროპის ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო. სუარესი ორჯერ ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ხდებოდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა.

განვლილ სეზონში მარიომ ყველა ტურნირზე მადრიდული კლუბის შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა და თავი ორი გოლით გამოიჩინა.

გომესი „ბეშიქთაშში“ გადავა

„ფიორენტინას“ თავდამსხმელი მარიო გომესი უახლოეს დროში სამუშაო ადგილს შეცვლის. 30 წლის ფორვარდი სტამბულის „ბეშიქთაშში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ცნობილი იტალიური სპორტული სააგენტო „ტუტომერკატოვები“ წერს.

როგორც წყარო იტყობინება, თურქულმა კლუბმა გომესთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ახალ კლუბში მისი ყოველწლიური ხელფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება ტრანსფერის საფასურს, „ფიორენტინა“, კომპენსაციის სახით, 7 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გომესი ფლორენციაში 2013 წელს, მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა.

აქამდე მარიოს „მონაკოში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებაც იწერებოდა.

 

ბეჰრამი, შესაძლოა, „ფიორენტინაში“ დაბრუნდეს

„ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა შემადგენლობაში ნახევარმცველ ვალონ ბეჰრამის დაბრუნებაზე დაფიქრდა. ამის შესახებ „სქაი სპორტსი“ წერს.

გასული სეზონი შვეიცარელმა ფეხბურთელმა „ჰამბურგში“ გაატარა, თუმცა ახლა ფლორენციაში დასაბრუნებლად, სავარაუდოდ, მზადაა. გარდა ამისა, როგორც სანდო წყარო იტყობინება, ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად ვალონი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ ბეჰრამი ფლორენციულ კლუბში 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა, რის შემდეგაც „ნაპოლიში“ გადავიდა.

ჯილარდინო, შესაძლოა, „კარპიში“ გადავიდეს

ჩინური „გუანჩჟოუს“ თავდამსხმელი ალბერტო ჯილარიდნო, რომელმაც განვლილი სეზონის მეორე ნაწილში იჯარით „ფიორენტინაში“ ითამაშა, შესაძლოა, სამშობლოშ კვლავ დაბრუნდეს და ამჯერად „კარპის“ მაისური მოირგოს.

აქამდე იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელს „ფიოტენტინამ“ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ „კარპი“ სერია ა-ში ისტორიაში პირველად ითამაშებს. აქამდე კლუბის მხრიდან ლუკა ტონისადმი ინტერესის შესახებაც იწერებოდა.

ცნობისთვის, განვლილ სეზონში ჯილამ სერია ა-ს ცამეტ მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

„მონაკო“ მარიო გომესით დაინტერესდა

„ფიორენტინას“ თავდამსმხელმა მარიო გომესმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, რის შესახებაც „სქაი სპორტსი“ საუბრობს. წყაროს ინფორმაციით, 29 წლის გერმანელი „მონაკოს“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულ კლუბს, სავარაუდოდ, თავდამსმხელი დიმიტარ ბერბატოვი დატოვებს. აღსანიშნავია, რომ გომესით ასევე „შახტარი“, „გალათასარაი“, „ბორუსია“, „სუონსი“, „ნიუ-იორკ რედ ბულსი“ და „ნიუ-იორკ სიტი“ ინტერესდებიან

განვლილ სეზონში ფეხბურთელმა იტალიის სერია ა-ში 20 მატჩი ჩაატარა, რომლეშიც 4 გოლი გაიტანა.

“ფიორენტინას” ახალი თავკაცი ჰყავს

იტალიის “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაულუ სოუზა დაინიშნა, რომელიც მანამდე “ბაზელს” თავკაცობდა. პორტუგალიელ სპეციალისტს დღეს წარადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. პაულუ სოუზა წელიწადში 1,3 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “ფიორენტინას” ვინჩენცო მონტელა თავკაცობდა, რომელმაც პოსტი კლუბის ხელმძღვანელობასთან არსებული კონფლიქტის გამო დატოვა.

 

“მილანს” იოვეტიჩი და სალა სურს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანს” სტევან იოვეტიჩისა და მოჰამედ სალას შეძენა სურს.

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში “როსონერი” “მონაკოს” ნახევარმცველს ჟოფრეი კონდოგბიას დაიმატებს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით კი, “მილანი” შეტევის გაძლიერებასაც აპირებს. კლუბის უპირველესი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალა ამჟამად “ფიორენტინაში” “ჩელსიდანაა” განათხოვრებული. გადავა თუ არა ეგვიპტელი თავდამსხმელი “მილანში”, ეს ფლორენციული კლუბის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„ფიორენტინა“ მონტელას კონტრაქტის 2017 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს

„ფიორენტინას“ ხელმღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთNელს ვინჩენცო მონტელას მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. „სქაი სპორტ იტალიას“ ინფორმაციით, 40 წლის სპეციალსიტს საღამოს შეთანხმების 2017 წლამდე გაფორმება შესთავაზას. ცნობისთვის, ხმარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ მონტელა ფლორენციულ კლუბს სათავეში 2012 წელს ჩადგა. განვლილ სეზონში გუნდმა სერია ა-ს მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.

 

კუადრადო, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს

„სქაი სპორტსის“ იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ვერსიით, „ჩელსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონური კლუბი დატოვოს.

წყაროს ცნობით, კოლუმბიელის იტალიაში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ამჟამად მისი შეძენის სურვილი „ნაპოლის“, „ინტერისა“ და „რომას“ ხელმძღვანელებს აქვთ.

ცნობისთვის, „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ კუადრადომ 12 შეხვედრა ჩაატარა.

მოჰამედ სალამ პეტრ ჩეხი დატროლა

იტალიური “ფიორენტინას” ფეხბურთელმა მოჰამედ სალამ ლონდონის “ჩელსის” მეკარეს, პეტრ ჩეხს დაბადების დღე მიულოცა.

ჩეხი მეკარე 20 მაისს 33 წლის გახდა, ყოფილმა თანაგუნდელმა კი მას იუბილე ასე მიულოცა: “გილოცავ დაბადების დღეს, ლეგენდავ. მაგრამ, არ დაგავიწყდეს, რომ შენს კარში სამი გოლი მაქვს გატანილი.”

cats

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელმა შემტევმა პეტრ ჩეხის კარის დალაშქვრა იმ პერიოდში მოახერხა, როცა ის “ბაზელის” ღირსებას იცავდა.

ევროთასების ხუთი გაკვეთილი

ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ფინალისტები გამოვლინდნენ. გთავაზობთ ნახევარფინალური მატჩების ყველაზე მნიშვნელოვან დასკვნებს.

 

დნიპროს იდეალური დღე

იტალიურმა გუნდმა კიევში მოლოდინისამებრ შემტევი, აგრესიული ფეხბურთი ითამაშა და პირველ ტაიმში გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოსაც იყო, თუმცა დენის ბოიკომ ნეაპოლში ჩატარებული მატჩის მსგავსად კიევის ოლიმპიურ სტადიონზეც შესანიშნავდ ითამაშა და მეტოქეს კარის აღების საშუალება არ მისცა.

აშკარა იყო ბენიტესის შეცდომაც. ესპანელმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა უბრალოდ ვერ გამოიცნო.დაკარგულები იყვნენ კალიეხონი და გაბიადინი, ხოლო შეცვლაზე შესული დრის მერტენსი სასტარტოში მყოფ ლორენცო ინსინიეზე გაცილებით აქტიური აღმოჩნდა.

იტალიაში გატანილი გოლი “დნიპროს” მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, თუმცა მირონ მარკევიჩის შეგირდები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ ფიქორბდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს, რაც გამოუვიდათ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ კი უკრაინელთა მთავარი მიზანი დროის გაყვანა იყო, რაც შესრულდა კიდეც.

ნათელია, რომ “დნიპროს” გავარდნა მოულოდნელი შედეგი არ იქნებოდა, თუმცა უკრაინული გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა: მსაჯის შეცდომა, “ნაპოლის” პრობლემები, ბოიკოს კარგი თამაში, სელეზნიოვის პირველი გოლები ტურნირზე…

 

იუვენტუსი უკანასკნელი 12 წლის საუკეთესო სეზონს ატარებს

ანტონიო კონტე ამბობდა, რომ ახალ დონეზე გასასვლელად და ევროპაში წარმატების მისაღწევად გუნდს შესაბამისი კლასის მოთამაშეები სჭირდება. კარლოს ტევესმა ბებერ ქალბატონს ვერ უშველა. აი ალვარო მორატას შეძენით კი ტურინელებმა მიზანში მოარტყეს. თუმცა, სიტუაციაზე თავად კონტეს წასვლამაც იმოქმედა.

“რეალთან” მატჩის წინ “იუვეს” მხოლოდ თავგადაკრულ ფანებს თუ სჯეროდად საბოლოო წარმატების. სტუმრად წაგების შედმეგაც კი კარლო ანჩელოტის გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა “იუვენტუსმა” მადრიდში ბოლომდე იბრძოლა და ბერლინის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.

“იუვე” ევროპული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა და ეს საკმაოდ ეფექტურადაც გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებამ კლუბს უკვე 80 მილიონი ევრო მოუტანა. აშკაა, რომ ბებერი ქალბატონი უკანასკნელი 12 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.

 

მსოფლიოს საუკეთესო შეტევის ხაზი

მესი – სუარესი – ნეიმარი. მიუნხენში “ბარსელონამ” ორი საგოლე შეტევა განახორციელა, რომლებშიც უშუალო მონაწილეობა კლუბის სამივე შემტევმა მიიღო. არგენტინელი იწყებდა, ურუგვაელი აგრძელებდა, ბრაზილიელი კი ამ საქმეს შედეგიანი დამაგვირგვინებელი დარტყმით ასრულებდა. მიმდინარე სეზონში შესანიშნავი ტრიოს ანგარიშზე 115 გოლია. ასეთი შედეგი მსოფლიოს არც ერთი გუნდის შეტევის ხაზს არ აქვს.

“რეალისა” და “ბარსელონას” მარადიულ დაპირისპირებაში კატალონიელები ახლა ყველა ფრონზე დამაჯერებლად იგებენ. სანამ მადრიდში გარეთ ბეილის ცუდი ფორმის მიზეზებზე საუბრობენ, ბარსელონელი ფანები ლუის სუარესის და ნეიმარის კლუბის ლეგენდების სიაში დამატებას განიხილავენ.

 

ბაიერნს ღირსეულად წაგება შეუძლია

“ბარსელონასთნ” 0:3-ს შემდეგ საპასუხო შეხვედრა უბრალო ფორმალობაა… ეს არ არის “პორტუ”, რომელსაც გერმანიაში 6:1-ს მოუგებ. ასე რომ, მიუნხენელთა ქამბექზე საუბარი არც ყოფილა.

“ბაიერნის”, რომელიც კვლავ რიბერისა და რობენის გარეშე თამაშობდა, მთავარი მიზანი ასპარეზობის ღირსეულად დასრულება იყო, რაც საბოლოოდ მიუნხენელებმა შეასრულეს კიდეც.

მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს, შემდეგ ორი გოლი გაუშვეს, თუმცა არ გატყდნენ და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით მოახერხეს თამაშის მოგება. გერმანელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ფინალში ასპარეზობის შანსი ჰქონდათ და ესპანეთში განცდილი მარცხი უბრალოდ არ ახსოვდათ.

თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ხსენებულ შეხვედრაში “ბარსელონა” თავს არ იკლავდა და ძალებს სეზონის დარჩენილი, უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ზოგავდა.

 

სევილიამ ფიორეტინას ფსიქოლოგიურად აჯობა

ესპანეთში “სევილიამ” და “ფიორენტინამ” კარის ჩარჩოში 5-5 დარტყმა შეასრულეს, თუმცა შეხვედრა ფლორენციელთა მარცხით, 0:3 დასრულდა. ვინჩენცო მონტელა, რა თქმა უნდა, ამბობდა, რომ განმეორებით მატჩში მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებდა, თუმცა შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მისი შეგირდები პირველი მატჩის შემდეგ საბოლოო შედეგს უბრალოდ შეგუებულები იყვნენ.

“ფიორენტინას” მიერ მორიგი გაცუდებული პენალტი კი შეხვედრის საერთო სურათში შესანიშნავად ჯდება – ტოტალური წარუამტებლობა. დაცვაში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ და ნომინალური ფორავრდების არყოფნამ კი საბოლოო შედეგზე იქონია გავლენა. მართალია, მარიო გომესი მიმდიანრე სეზონში განსაკუთრებულს ვერაფერს აკეთებს, თუმცა მის გარეშე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

“სევილია” არტემიო ფრანკიზე მეტოქეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა და საკუთარ საქმეს ასრულებდა. უნაი ემერის გუნდს ნახევარ საათში ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ანდალუსიელები ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპის ლიგის ფინალში და ხუანდე რამოსის დროინდელი შედეგის, თასის ორჯერ მოგების განმეორებას ეცდებიან.