ბრაზილიელი ბიჭუნა თავი სახელს ვერ იმახსოვრებს და ეს იმიტომ, რომ მამამისმა მას 2006 წლის მუნდიალზე მონაწილე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების სახელები დაარქვა.
ზინედინ იაზიდ ზიდან ტიერი ანრი ბარტეზ ერიკ ფელიპე სილვა სანტოსი – ასეთია შვიდი წლის ბავშვის სრული სახელი, ხოლო მას შემოკლებით “ზიდანს” უწოდებენ. როგორც ირკვევა, “ზიდანის” მამამ საფრანგეთში იმოგზაურა, ის კი ქვეყნითა და ფრანგთა საფეხბურთო ნაკრებით მოიხიბლა.
საინტერესოა, რომ ბავშვი სწორედ მას შემდეგ დაიბადა, როცა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ბრაზილიელთა დამარცხება შეძლო.
ბრაზილიური გაზეთი O Globo თავად ბავშვს გაესაუბრა. როგორ ის ამბობს, მას მხოლოდ თავისი პირველი სამი სახელი ახსოვს.
“ჩემი დანარჩენი სახელები არ ვიცი, რადგან ისინი ჯერ არ მისწავლია”, – ამბობს ბიჭუნა.
აღსანიშნავია, რომ პატარა ბრაზილიელს თავისი სახელი სულაც არ მოსწონს: “ჩემი სახელი არ მომწონს. ვისურვებდი, ლუის გუსტავო მერქვას.”