ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ გუნდში დე ბურის მუშაობით უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები ევრო-2020-ს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. გუნდმა ჩეხეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ანგარიშით 0:2 დათმო.

ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრებს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდებიოს ნაკრებში 37 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ხმები განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ გახშირდა. გუშინ რობენმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის შემდეგ კი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გამორიცხა. სამაგიეროდ, ამას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გამორიცხავს.

“ძალიან მიხარია, რომ რობენი ისევ თამაშობს. ნაკრებში იმ ფეხბურთელების გამოძახება, რომლებსაც კლუბში თამაში იშვიათად უწევთ, კრიტიკას იწვევს. რობენმა 90 წუთი უკანასკნელად ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ითამაშა.

არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში რობენის გამოძახებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ის მზად ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

დე ბური: “ინტერს” ევროპის ლიგის მოგება უნდა”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევროპის ლიგაზე “ნერაძურის” მიზნის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ ევროპის ლიგის მოგება გვსურს. თუ გვინდა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და რაღაცას მივაღწიოთ, მაშინ “სპარტას” უნდა მოვუგოთ, ვინაიდან პირველ ტურში დავმარცხდით.

რთული სათქმელია, როგორ ითამაშებს “სპარტა”. ჩემი გუნდის მჯერა და ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშებთ. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, მხოლოდ დამდეგი შეხვედრის შესახებ ვფიქრობ. აქედან გამომდინარე, “რომასთან” კვირას ჩასატარებელ მატჩს ხვალინდელ შეხვედრაზე არანაირი გავლენა არ ექნება”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Goal.com.-ი.

მატჩი პრაღის “სპარტასა” და “ინტერს” შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ფრანკ დე ბური გუნდის ვარჯიშზე დაშავდა

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს დიდი ალბათობით ოპერაციის გაკეთება მოუწევს. Reuters-ის ცნობით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუნდის ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო. წყაროს თანახმად, 45 წლის მწვრთნელმა აქილევსის მყესი ფეხბურთელებთან ერთად გრეხეთბოლის თამაშის დროს დაიშავა.

ჰოლანდიის ერედივიზიის სატურნირო ცხრილს 28 ტურის თავზე სწორედ “აიაქსი” ლიდერობს, რომელსაც აქტივში 68 ქულა აქვს და ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “პეესვე ეინდჰოვენს”.

 

ფრანკ დე ბური: “ვიცი, ბლინდი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა გუნდიდან დეილი ბლინდის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ბლინდი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდ კლუბში გადასვლა მისთვის შესაფერისი იქნებოდა, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ უმჯობესია, თუ ის ჩვენთან კიდევ ერთი წლის ვადით დარჩება. გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და თუ “აიაქსში” დარჩება, კიდევ უფრო განვითარდება”, – ციტირებს ფრანკ დე ბურის სიტყვებს Sportsmole-ი.

შეგახსენებთ, რომ დეილი ბლინდის მთავარ მსურველად “მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება.

 

ფრანკ დე ბურმა ბალოტელი მესის შეადარა

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, “მილანის” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა. ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ “როსონერის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

“ლიონელ მესის შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ფეხბურთელთა ამ კატეგორიას განეკუთვნება ბალოტელიც. მარიო ფანტასტიური ფეხბურთელია, რომელსაც კარგი თანაგუნდელები ჰყავს. ამის მიუხედავად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრაციას თუ შევინარჩუნებთ, კარგი შედეგის მიღწევის შანსიც გვექნება”, – ციტირებს ფრანკ დე ბურის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

მატჩი “აიაქსსა” და “მილანს” შორის პირველ ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი