ლამპარდი: “იმედგაცრუებული ვარ, რომ დრო არ მომეცა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შემდეგ, ინგლისელმა სპეციალისტმა საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო “ჩელსის” თავკაცობა – კლუბის, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში საკმაო ადგილი უკავია.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ფანებს, რომლებიც მთელი 18 თვის განმავლობაში დიდ მხარდაჭერას მიცხადებდნენ. იმედია, მათ იციან, რას ნიშნავს ეს ჩემთვის.

როდესაც ამ როლს დავთანხმდი, მესმოდა, თუ რა გამოწვევები მელოდა კლუბისთვის ამ ურთულეს პერიოდში.

ვამაყობ ჩვენი მიღწევებით. ვამაყობ აკადემიის ფეხბურთელებით, რომლებმაც მთავარ გუნდში პირველი ნაბიჯები გადადგეს და ეს საკმაოდ კარგად მოახერხეს. ეს გახლავთ კლუბის მომავალი.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ამ სეზონში საკმარისი დრო არ მომეცა, რათა წინ წავსულიყავით და კლუბი ახალ დონეზე გადასულიყო.

მადლობას ვუხდი ბატონ აბრამოვიჩს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, ჩემს სამწვრთნელო შტაბსა და ყველას იმ შრომისმოყვარეობისა და ერთგულებისათვის, რომელიც ამ არაპროგნოზირებადი და რთული პერიოდის განმავლობაში გამოავლინეს.

გუნდს სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ”, – ნათქვამია ლამპარდის განცხადებაში.

ლამპარდი მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გუნდიდან მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

“მე ჩემს საქმეში დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ხალხი. ფეხბურთს ფეხის ადგმის მომენტიდან ვთამაშობ, პროფესიონალურ დონეზე ოცი წელიწადი ვითამაშე და მაშინაც ისე ვცდილობდი, როგორც ახლა.

წაგება არ მიყვარს. “მანჩესტერ სიტისთან” მარცხმა დამამწუხრა. ჩვენ იმ დღეს უკეთეს გუნდთან დავმარცხდით, მაგრამ მომდევნო დღეს უკვე პროგრესისკენ ვიყავი მომართული. მე სიტუაციას ასე ვუყურებ.

ამ გამოწვევის მიღების სურვილი რომ არ მქონოდა, ტელეექსპერტად ვიმუშავებდი და გაცილებით იოლ საქმეს გავაკეთებდი. სხვების მსგავსად მეც შემეძლო ექსპერტად მუშაობა, მაგრამ არ ვისურვე”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს “გარდიანი”.

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის თავზე “ჩელსის” სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეცხრე ადგილი უკავია. ხვალ ლამპარდის გუნდი ინგლისის თასის მესამე რაუნდში მეორელიგელ “მორკამს” ეთამაშება.

“ჩელსის” ლამპარდის მოწვევა ძვირი დაუჯდა

ლონდონის “ჩელსის” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის მოწვევა ძვირი დაუჯდა. “სქაი სპორტსის” ცნობით, “ლურჯები” ვალდებულნი არიან, “დერბი ქაუნთის” სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ოთხი მილიონი ევრო გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდსა და “დერბის” შორის გაფორმებული კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყდა და 41 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა “ჩელსის” მიაშურა. მხარეებს შორის სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც მოგეხსენებათ, ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” ღირსებას მოთამაშის რანგში 2001-დან 2014 წლამდე იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდის დამოძღვრილმა “დერბი ქაუნთიმ” ინგლისის ჩემპიონშიფის გასული გათამაშება მეექვსე ადგილზე დაასრულა და პრემიერლიგაში აღზევების შანსი ჰქონდა, თუმცა პლეიოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” 1:2 დამარცხდა. რაც შეეხება “ჩელსის”, გუნდმა მაურისიო სარის თავკაცობით პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგა მოიგო.

ლამპარდი და ჯერარდი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ქვეყნის რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს დიდების დარბაზში შეყვანით დააფასებს.

ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში ლონდონის “ჩელსის” ყოფილ ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდსა და “ლივერპულის” ექსკაპიტან სტივენ ჯერარდს შეიყვანენ. საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.

ლამპარდისა და ჯერარდის გარდა დიდების დარბაზში კიდევ შვიდ ფეხბურთელს შეიყვანენ: ჩარლი რობერტსი, გარი სპიდი, ბობ უილსონი, ბილი ბონდსი, კელი სმიტი, რეიჩელ იანკი და ალისტერ პატრიკ-ჰეზელტონი.

12 ლეგენდარული თავდამსხმელი, რომლებსაც პრემიერლიგაში ლამპარდზე ნაკლები გაიტანეს

ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ინგლისელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში ჩატარებულ 609 მატჩში 177 გოლი აქვს გატანილი, რითაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველია.

გთავაზობთ პრემიერლიგის გამორჩეული თავდამსხმელების სიას, რომლებსაც ამ ტურნირზე ლამპარდზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი.

ფერნანდო ტორესი (212 მატჩი, 85 გოლი)

დენის ბერგკამპი (315 მატჩი, 87 გოლი)

პიტერ კრაუჩი (419 მატჩი, 100 გოლი)

Peter Crouch

დიდიე დროგბა (254 მატჩი, 104 გოლი)

Chelsea's Ivorian forward Didier Drogba

სერხიო აგუერო (167 მატჩი, 113 გოლი)

aguero-1-700x400

ნიკოლა ანელკა (364 მატჩი, 125 გოლი)

რობი კინი (349 მატჩი, 126 გოლი)

Robbie Keane

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (288 მატჩი, 127 გოლი)

რობინ ვან პერსი (280 მატჩი, 144 გოლი)

Robin-van-Persie-of-Manchester-United

მაიკლ ოუენი (326 მატჩი, 150 გოლი)

Owen

რობი ფაულერი (379 მატჩი, 163 გოლი)

Robbie Fowler

ტიერი ანრი (258 მატჩი, 175 გოლი)

henry_copyright_arsenal_dot_fcsupporters_dot_com

ლამპარდი: “სიტიში” დაგვიანებისთვის ყველაზე ხშირად აგუეროს აჯარიმებდნენ”

ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა “ქალაქელთა” რიგებში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და გუნდის ყველაზე არაპუნქტუალური ფეხბურთელიც დაასახელა.

“ვერ ვიხსენებ, ვარჯიშებზე დაგვიანებისთვის “ჩელსიში” ჯარიმას ყველაზე ხშირად ვინ იხდიდა, მაგრამ “მანჩესტერ სიტიში” ეს ნამდვილად სერხიო აგუერო გახლდათ. იგი დაჯარიმებაზე არ ღელავდა. აგუერო უდარდელი იყო, სავარჯიშო მოედნისკენ მოსეირნობდა და ხუთი წუთით აგვიანებდა.

მას ეუბნებოდნენ, რომ დაგვიანებისთვის დააჯარიმებდნენ, აგუეროსგან კი ასეთ პასუხს იღებდნენ: “კი ბატონო, დამაჯარიმეთ, პრობლემა არ არის. შაბათ-კვირას დაელოდეთ, მოედანზე გავალ, ჰეთ-თრიქს შევასრულებ და ყველას გაგახარებთ”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ლამპარდი “ჩელსიში” შესაძლოა, ფეხბურთელის რანგში დაბრუნდეს

“ნიუ იორკ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ლონდონის “ჩელსიში” შესაძლოა, ფეხბურთელის რანგში დაბრუნდეს.

ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა მზად იყო, 38 წლის ფეხბურთელი კლუბის სტრუქტურაში დაესაქმებინა, მაგრამ ლამპარდი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და “ჩელსის” მაისურის მორგება კვლავ სურს.

“დეილი მირორის” ცნობით, ფრენკ ლამპარდი თვლის, რომ “ჩელსისთვის” ფეხბურთელის რანგში სარგებლის მოტანა კვლავ შეუძლია. ინგლისელ ფეხბურთელს სურს, რომ კარიერა სწორედ ინგლისურ გუნდში დაასრულოს.

ფრენკ ლამპარდის ოცნების გუნდი

ლონდონის “ჩელსის” ყოფილ ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდს ხუთკაციანი საოცნებო გუნდის დაკომპლექტება სთხოვეს:

“კარში პეტრ ჩეხს დავაყენებ. იგი საოცარი მეკარე იყო და მის გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებდით.

თუ ვინმე საუკეთესო თანაგუნდელების დასახელებას მთხოვს, ჯონ ტერისა და დიდიე დროგბას ვეტყვი. ეჭვგარეშეა, რომ ისინი ჩემი ოცნების გუნდში მოხვდებიან.

თუ საკუთარ თავსაც დავასახელებ, გუნდის 2004-2005 წლების სეზონის ხერხემალი გამოვა. გარდა ამისა, გვერდით ედენ აზარს ამოვიყენებ, რომელიც ფანტასტიური ფეხბურთელია. მიყვარს მისი თამაშის ცქერა”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს “მეტრო”.

ლამპარდი: “ინგლისის ნაკრებს ახალგაზრდა და შორსმჭვრეტელი მწვრთნელი სჭირდება”

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი თვლის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი უნდა დაინიშნოს.

“გადახედეთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს – მოურინიო, კლოპი, გვარდიოლა, კონტე. გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, ეს ინგლისის ნაკრებს ჰქონდეს.

ბოლო 10-15 წელიწადში გუნდისთვის ახალი ტონის მიცემას არ ვცდილობდით. ახალგაზრდა და შორსმჭვრეტელ მწვრთნელს მოვძებდნიდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა ათამაშოს გუნდი, რომელიც გუნდში კარგ ატმოსფეროს შექმნის.

სამწუხაროდ, დღეს ასეთ მწვრთნელს ვერ ვხედავ. ხალხს შეუძლია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გაკრიტიკება, ვინაიდან მუშაობის მეთოდები მოძველდა. ფეხბურთის ასოციაციამ ასეთი მწვრთნელი უნდა მოძებნოს და მას შანსი უნდა მისცეს, რომ რაღაც ახალი მოსინჯოს, თორემ სხვანაირად შედეგი არ გვაქვს”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Goalo.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრები ისლანდიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ლამპარდმა სამეფო ორდენი მიიღო (ფოტოები)

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ფრენკ ლამპარდს, რომელიც ამჟამად აშშ-ში თამაშობს, სამეფო ორდენი გადაეცა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი პრინც უილიამისგან მიიღო.

 

ჯერარდი და ლამპარდი MLS-ის სიმბოლურ გუნდში ტურნირზე მატჩის ჩაუტარებლად მოხვდნენ

ინგლისელი ნახევარმცველები სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი MLS-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ, თუმც მათ ამ ტურნირზე არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებიათ. 29 ივლისს MLS-ის ვარსკვლავები “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

MLS-ის სიმბოლური გუნდი ფანების გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდა. თავად ჯერარდი და ლამპარდი გუნდში MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი “ლოს ანჯელეს გალაქსის” ღირსებას იცავს, ფრენკ ლამპარდი კი “ნიუ იორკ სიტიში” თამაშობს.

 

ლამპარდი: “ჩელსიში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი მოვლენაა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს, განაცხადა, რომ 2001 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მისი კარიერის მთავარი მოვლენაა.

“ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი, გამიმართლა და “ვესტ ჰემში” მოვხვდი, სადაც ჰარი რედნაპთან, ტონი კართან, მამაჩემთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი.

Lampard

შემდეგ ბედმა გამიღიმა და “ჩელსიში” აღმოვჩნდი. ამან ჩემი ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს დიდებულ გუნდში გატარებული საოცარი პერიოდი იყო.

მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით ორი დიდი გუნდის რიგებში მომიწია თამაში — “ჩელსიში” და “მანჩესტერ სიტიში”, – ლამპარდის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2004–05, 2005–06, 2009–10), ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი (2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12), დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა (2011–12) და ევროპის ლიგის (2012–13) თასები.