არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გაბრიელ ომარ ბატისტუტა თვლის, რომ გულშემატკივრები გონსალო იგუაინს ფინალურ მატჩებში ნაჩვენები დაბალშედეგიანობის გამო უსამართლოდ აკრიტიკებენ.
“არგენტინის ნაკრებს ფინალურ მატჩებში ხშირად არ უმართლებს, განსაკუთრებით კი ფორტუნა ზურგს იგუაინს აქცევს ხოლმე. მან სამ გადამწყვეტ შეხვედრაში რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. საქმე სწორედ უიღბლობასთან გვაქვს, ვინაიდან იგუაინმა თავად შექმნა ეს მომენტები, უბრალოდ მათი გამოყენება ვერ მოახერხა”, – ციტირებს ბატისტუტას სიტყვებს Goal.com-ი.