“გაგრა” მიხეილ მესხზე ითამაშებს

საქართველოს პირველ ლიგაში მოასპარეზე “გაგრა” სეზონის ბოლომდე საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გაგრელები მეტოქეებს მუხრანში, საკუთარ ბაზაზე მასპნიძლობდნენ. მანამდე კი “გაგრას” საშინაო არენად “მერანის” სტადიონი ითვლებოდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მეორე წრიდან გაგრა უკრაინელი ლეგიონერებით გაძიერდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი ამ კლუბისთვის კარგად ნაცნობი ანატოლი პისკოვეცი დაინიშნა, რომელიც “გაგრას” უმაღლესში დაბრუნებას შეეცდება.

“ზესტაფონი” – პირველი ტესტი და უკეთესი მომავლის იმედი

უმაღლესი ლიგის მეორე წრის მოსამზადებელ ეტაპზე “ზესტაფონმა” დღეს თბილისურ ბაზაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. იმერელთა მეტოქე პირველი ლიგის ბინადარი “გაგრა” იყო.

შეხვედრა “ზესტაფონელთა” უპირატესობით და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. პირველი გოლი გიორგი ილურიძემ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ჯონ ჯერემიამ დააფიქსირა.

ზესტაფონი 2-0 გაგრა

გოლები: ილურიძე 13′ ; ჯერემია 58′

“ზესტაფონი”: კუპატაძე (ზუხბაია, 46), ბენაშვილი (მთივლიშვილი, 46), ლომაია (რობაქიძე, 46), ქურდაძე (მარაქველიძე, 46), გაგოშიძე (მჭედლიშვილი, 46), ნემსაძე (ვაჭარაძე, 46), გაჩეჩილაძე (კვარაცხელია, 46), ხაბელაშვილი (ჭედია, 46), მესხი (რაჟამაშვილი, 46), სამუშია (შენგელია, 46), ილურიძე (ჯერემია, 46).

“გაგრა”: დობორჯგინიძე, კოკოზაშვილი, ხუხუა, ჭაავა, ჭაბუკიანი, ლეთოდიანი (გაბესკირია 33), ჩიკვაიძე, ლაცაბიძე (კალანდარიშვილი 33), ხოსიტაშვილი, კვიჟინიძე, ბებია

მეორე ტაიმში შევიდნენ: კიკნაძე, ბარამიძე, იღუმენოვი, შენგელია, ფირცხალაიშვილი.

მატჩის დასრულების შემდეგ Fanebi.com ზესტაფონელთა პრესატაშე, სერგო ფუტკარაძეს, გაესაუბრა.

“წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ორივე გუნდი დაკომპლექტების პროცესშია, მაგრამ შეხვედრა მაინც საინტერესო გამოდგა.

მოგეხსენებათ, ჩვენ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ, თუმცა ამ საქმეს საკმაოდ ჭკვიანი ხალხი უდგას სათავეში. ხალხი, რომლებსაც უყვართ და იციან ფეხბურთი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. 

რაც შეეხება მთავარ ფრონტს, რომელიც ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებთანაა დაკავშირებული – საბოლოო შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს ვართ. მხარეებს შორის უკვე დეტალებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რამდენიმე დღის წინ მნიშვენლოვანი შეხვედრა გვქონდა საკრებულის თავმჯდომარე ბატონ დავით მაღრაძესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელ ბატონ ტარიელ თუთარაშვილთან. საუბარი დაფინანსების სქემაზე გვაქს, რომლის პირობებშიც მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორი გუნდს თანაბრად დაეხმაებიან. დიდი სურვილი იყო, რომ კლუბში კერძო ინვესტორი დარჩენილიყო, რაც საბოლოოდ მოხერხდა კიდეც.” 

“ზესტაფონი” “გაგრას” დაუპირისპირდება

ჩვენ ვიუწყებოდით, რომ საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ 2 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრას „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართავდა. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა არ შედგება, თუმცა ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, რომ 4 თებერვალს „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე 14.00 საათზე „ზესტაფონსა“ და „გაგრას“ შორის ამხანაგური მატჩი შედგება. მანამდე კი, 2 თებერვალს, „გაგრა“ ნაძალადევში მდებარე ხელოვნურსაფარიან მინდორზე 12.00 საათზე მეორე ლიგის ბინადარ „ვოიაჟს“ დაუპირისპირდება.

FCGagra.ge

სამი არდანიშნული პენალტი!!! არ ჩათვლილი გოლი! არ მიცემული გაფრთხილებები!!!

პირველი ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ტყიბულში, ადგილობრივ “მეშახტესთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. თუმცა, როგორც ჩანს, “გაგრაში” აღნიშნულ შედეგს მხოლოდ წმინდა საფეხბურთო მიზეზებით არ ხსნიან. გაგრელებმა მატჩის შემდეგ საგანგებო განცხადებაც გაავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სამწუხაროდ, საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, ჩვენმა ფეხბურთელებმა ტყიბულში წააგეს, კვლავ მინიმალური ანგარიშით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შეხვედრაში „გაგრამ“ კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც მეორე ტაიმის მიწურულს და დარტყმულიც მეკარისთვის ადვილად მოსაგერიებელი იყო. მასპინძლებს კარის აღების შანსი კიდევ ორჯერ მიეცათ, ერთხელ პირისპირ გასულ ტყიბულელს მეკარე დობორჯგინიძემ აჯობა, ხოლო მეორედ კინაღამ ავტოგოლი ვიხილეთ, როდესაც ჯგერენაიას ბურთი აეჭრა და რომ არა მეკარის ბრწყინვალე რეაქცია, გოლიც გარდაუვალი ჩანდა.

ახლა კი უმთავრესი – ორივე გუნდს პრეტენზიები ჰქონდა მსაჯებთან, რომელსაც არაობიექტურობას ნამდვილად ვერ დავწამებთ – უბრალოდ, იმსაჯეს ისე, როგორც იცოდნენ. ცუდია, მაგრამ ფაქტია, ამგვარი მსაჯობით „შორს ნამდვილად ვერ გავფრინდებით“.სასწრაფოდ უნდა მოახდინონ „დარჩენილი მსაჯების გადამზადება“, რომ შეცდომებისგან დაზღვეულები ვიყოთ.

პირველი ლიგაში კვალიფიციური მსაჯები უნდა დაინიშნონ და მგონი ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, არასამართლიანს არაფერს ვითხოვთ. მსაჯების სკანდალის შემდეგ, უკვე ჩვენმა გუნდმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და მგონი, ახალს არაფერს ვიტყვით – მსაჯები მაქსიმალურად ცდილობენ ყვითელი ბარათების ჩვენებისგან თავი შეიკავონ. არადა, ახლა ჩვენ დავდებთ მომენტებს განვლილი შეხვედრიდან, როდესაც მსაჯი ვალდებული იყო ყვითელი ბარათი ეჩვენებინა მეტოქე ფეხბურთელისთვის და ასე არ გააკეთა. ორჯერ მეტოქე ფეხბურთელი აშკარად!!!!!!! ხელით!!!!!! თამაშობს და პენალტი არ ინიშნება და მეორე ტაიმის მიწურულს კი მეკარე აშკარად გაშლილი ფეხით მიდის და ეჯახება გალაქტიონ მაისურაძეს და მსაჯის სასტვენი ისევ დუმს!!! უყურეთ მომენტებს და თავად დარწმუნდებით. კიდევ ერთი, პირველ ტაიმში გვერდითმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა!!! კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არა გვგონია რომ მსაჯმა ამდენი შეცდომა არაობიექტურობის გამო დაუშვა. უფრო სწორად, ამის დიდი იმედი გვაქვს და გვინდა, რომ ეს ყველაფერი უცოდინრობის!!! გამო მოსვლოდა…  გუნდში უკვე რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მატჩებისას დაშავდნენ, მსაჯი კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით იფარგლება.” – ნათქვამია “გაგრას” განცხადებაში.

დინამოს მეორე გუნდმა გაგრასთან ისპარინგა

დინამო-2  23 სექტემბერს ქედაში ბეთლემთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. დღეს თბილისელებმა დინამოს აკადემიის მოედანზე სკ გაგრასთან ისპარინგეს. მალხაზ ჟვანიას გუნდმა შეხვედრა ფრედ 3:3 დაასრულა. დინამოელთაგან გოლები მათიაშვილმა, ლაშხიამ და მაკასარაშვილმა გაიტანეს.

დინამო-2  3:3  გაგრა

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ჯაფიაშვილი, ქაჯაია, სამხარაძე, მარაქველიძე, ქიქავა, სარიშვილი, სამუშია, სარჯველაძე, ლაშხია, მათიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, გადრანი, ნოზაძე, ბადაური, თვარაძე, კვარაცხელია, ციცხვაია, ფირცხალავა, მაჭავარიანი, გოგოლიძე, მაკასარაშვილი, მიქაძე, ვოლკოვი

FCGagra.GE

დინამო-2 გაგრას დაუზავდა

დღეს მუხრანში საქართველოს პირველი ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა. სკ გაგრამ დინამოს მეორე გუნდს უმასპინძლა. თვალსასეირო და დაძაბული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიილია. მეორე ტაიმში კი უპირატესობას მალხაზ ჟვანიას გუნდი დაეუფლა და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნა მეტოქის კართან, თუმცა უშედეგოდ. ერთ მომენტში დინამოელთა კიპერმაც აჩვენა კარგი თამაში და კარი მშრალად შეინახა. საბოლოოდ ფრე 0:0. მეოთხე ტურის მატჩს დინამო-2  12 სექტემბერს ოზურგეთის მერცხალის წინააღმდეგ გამართავს.

გაგრა 0:0 დინამო-2

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია (მარაქველიძე 70), ჯ. ნოზაძე, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, ლაშხია (მაკასარაშვილი 84), სარიშვილი (ლ. ნოზაძე 52), მათიაშვილი, სარჯველაძე, სამუშია (გოგოლიძე 73)

FCGagra.Ge

„გაგრა“ პირველ ადგილზეა

წალენჯიხაში, საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. მართალია, „სქურის“ წინააღმდეგ ჩატარებული სამი გასვლითი შეხვედრიდან, „გაგრამ“ სამივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ ყველა მეტოქე უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებით ინდომებს…

თუმცა, მატჩის პირველი ნახევარი როცა დასრულდა, „გაგრა“ 0:3-ს იგებდა და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო. მატჩის დასაწყისში მასპინძლებმა ორი-სამი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა „გაგრამ“ მეტოქეს მალე ისეთი ტემპი შესთავაზა, რომელშიც მეტოქე ვერ აჰყვა და ზედიზედ სამი გოლიც გავიტანეთ – ჯერ ჯერემიამ თავით გაიტანა, შემდეგ ნიკა ნოზაძემ შორეული დარტყმით აუღებელი დაარტყა, ხოლო მალე რატი ცაცკრიალაშვილმა ჯარიმა ოსტატურად შეაგდო.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ ჯერემიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და 0:4 გახდა… ამის შემდეგ კი ჩვენი გუნდი ოდნავ მოეშვა და უმალვე დავისაჯეთ. მასპინძლებმა 10 წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს და მინდორზე სიტუაცია ოდნავ დაიძაბა. მალე ჯერემიას შეეძლო ჰეთ-თრიქი შეესრულებინა, მაგრამ პირისპირ გასულმა ბურთი ძელს მოარტყა, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე პაატა ჭანტურიამ გაიბრწყინა – ერთი მეტოქე ლამაზი ფინტით ჩამოიცილა, შემდეგ მეკარის საჯარიმოში კიდევ ერთი წალენჯიხელი მოატყუა და მეკარეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 2:5. ამ მოგების შემდეგ „გაგრა“ პირველ ადგილზე გადავიდა.

1 სექტემბერი. წალენჯიხა. 300 მაყურებელი

სქური – გაგრა 2:5 (0:3)

გოლები: 0:1 ჯერემია 21 1-0(1), 0:2 ნოზაძე 24 2-0, 0:3 ცაცკრიალაშვილი 31 3-0, 0:4 ჯერემია 51 4-0(1), 1:4 პაპავა 59 4-1(1), 2:4 ფიფია 69 4-2, 2:5 ჭანტურია 90+2 5-2(1)

სქური: ბანძავა, რაფავა, ყურუა, მიქენაია, შელია, მორგოშია (ფიფია 63), სალია (ი.ქარდავა 82), სვანიძე (გაბუნია 46), სართანია, ჯოლოხავა (ლოლუა 56), ჭითანავა (ბოჯგუა 46).

მწვრთნელი: გ.ციკოლია

სათადარიგო: კვირკვია, ხარჩილავა

გაგრა: დობორჯგინიძე, ხარაბაძე, გადრანი, ბიწკინაშვილი, ჯგერენაია, ნოზაძე (მაჩაიძე 81), გურეშიძე, ზაქრაძე (ჭანტურია 60), ცოცხალაშვილი (გოგატიშვილი 52), ცაცკრიალაშვილი (გაბესკირია 77), ჯერემია (მელიქიშვილი 90)

სათადარიგო: ფოფხაძე, სიჭინავა

მწვრთნელი: თ.სიჭინავა

გაფრთხილება: ნოზაძე 8, შელია 9, ყურუა 53, გოგატიშვილი 65, მიქენაია 83

FCGagra.Ge

გაგრამ არარატს სძლია

მუხრანში, ცენტრალურ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ერევნის „არარატს“ შეხვდა და 6:2 დაამარცხა. ანგარიში ჩინებული საჯარიმო დარტყმით გიორგი ჯგერენაიამ გახსნა, რასაც მალე ბაქარ ქარდავას შორეული მანძილიდან ლამაზად გატანილი გოლი მოჰყვა. პირველ ტაიმში გაგრელებმა კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის ქარი – ჯერ ზაქრაძემ ადვილად შეძლო ახლო მანძილიდან მეკარისთვის მარცხენა კუთხეში გატანა, ხოლო შემდეგ ცაცკრიალაშვილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აქცია გოლად.

მეორე ტაიმში გუნდებმა მეტოქის კარებები ორ-ორჯერ აიღეს და საბოლოოდ „გაგრამ“ მეტოქე 6:2 დაამარცხა. სტადიონზე მოსული გულშემატკივარი ერთხმად აღნიშნავდა, რომ „გაგრამ“ პირმწმინდად დაჩაგრა მეტოქე და ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

„გაგრა“ – „არარატი“ 6:2 (4:0)

გოლები: 1:0 ჯგერენაია 10 წთ, 2:0 ბაქარ ქარდავა 30, 3:0 ზაქრაძე 31, 4:0 ცაცკრიალაშვილი 39 პენ, 4:1 ბაღჩოიანი 53, 5:1 ზაქრაძე 60, 6:1 მელიქიშვილი 75, 6:2 სირონიანი 84

„გაგრა“: რეჭია, ხარაბაძე (მუსელიანი 46), ბიწკინაშვილი, სიჭინავა, ჯგერენაია (გოგუა 54), ბაქარ ქარდავა (სიხარულიძე 76), ნოზაძე (დანელიანი 79), გურეშიძე, ზაქრაძე (მელიქიშვილი 62), ცაცკრიალაშვილი, ჯერემია (ღირდალაძე 68)

მსაჯი: ო. ხეცაძე

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას „გაგრა“ რუსთავის „მეტალურგის“ წინააღმდეგ 2 აგვისტოს გამართავს.

fcgagra.ge

ჯერემია ზესტაფონში?

სომხური პრესის ცნობით ერევნის “მიკას” ფორვარდი ჯონ ჯერემია კლუბს ტოვებს და საქართველოში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი “გაგრას” ეკუთვნის და სომხეთში იჯარის წესით თამაშობდა. სომხური პრემიერლიგაში ჯერემიამ 13 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებობობს ვარაუდი, რომ ჯერემიას გადაბირებით “ზესტაფონია” დაინტერესებული.

„გაგრამ“ მეოთხე ადგილზე დაასრულა

12 მაისს, „მერანის“ სტადიონზე პირველი ლიგის გათამაშების ბოლო ტური გაიმართა, „გაგრამ“ შინ „მეშახტე“ მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მოვლენები მინდორზე ჩვენი გუნდის სასიკეთოდ ნამდვილად არ წარმართულა. უკვე მე-3 წუთზე ჭაბუკიანს ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჩხარტიშვილმა გააცუდა, ბურთი კარს გადააცილა. პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი მამუკა რამიშვილს ჰქონდა, როდესაც მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და მცირედით აცილა. მეორე ტაიმი „გაგრას“ სრული უპირატესობით წარიმართა. ჯერ იყო და ცაცკრიალაშვილის გადაცემის შემდეგ გოგატიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ააცილა, ხოლო შემდეგ მსაჯმა სტუმართა კარში დანიშნა პენალტი, ამჯერად ტყიბულელმა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა – ცაცკრიალაშვილმა მეკარე ადვილად კი მოატყუა, მაგრამ ბურთი მარცხენა ძელს გაარტყა.

78-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა – ბერდია შარვაძე 5!!! „გაგრელ“ ფეხბურთელს ადვილად გაუმკლავდა და ახლო მანძილიდან რეჭიას კარი აიღო. იმავე წუთზე „გაგრას“ შეეძლო გათააბრება, მაგრამ ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა ბურთი. 85-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა – კუთხურიდან ჩაწოდებულს ღირდალაძემ თავი კარგად დაუხვედრა და ლამაზი გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ „გაგრამ“ ეს თამაში ვერ მოიგო, მეოთხე ადგილზე მაინც გავიდა, ვინაიდან თერჯოლის „საპოვნელმა“ შინ ვერ მოიგო.

12 მაისი. თბილისი. „მერანი“. 200 მაყურებელი

გაგრა – მეშახტე 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 შარვაძე 78, 1:1 ღირდალაძე 85

3 წუთზე ჩხარტიშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი (ააცილა)

62-ე წუთზე ცაცკრიალაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი (ძელი)

გაგრა: რეჭია, ხარაბაძე, სიჭინავა, გადრანი, ჯგერენაია, ზაურ ქარდავა (მაისურაძე 70), ნოზაძე, რამიშვილი (ღირდალაძე 41), ცაცკრიალაშვილი, ჭაბუკიანი, გოგატიშვილი.

სათადარიგო: დობორჯგინიძე, მუსელიანი, მოსიაშვილი, გაბესკირია, დანელიანი

მწვრთნელი: თენგიზ სიჭინავა

მეშახტე: გორდეზიანი, ჩხარტიშვილი, გოდუაძე, ქასრაშვილი, ჩუბინიძე, (ჯიშიაშვილი 49), გვენეტაძე, ჩხეტიანი, იაგო დეისაძე, შარვაძე, იაკობ დეისაძე (სოფრომაძე 88), ჩაფიძე

სათადარიგო: გოდერიძე, ქვილითაია

მწვრთნელი: დავით რუხაძე

გაფრთხილება: ჭაბუკიანი 2, ჩაფიძე, 60, ცხარტიშვილი 61, გვენეტაძე 69

მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი

FCGagra.GE

აბაიომი ოვონიკოკოს პირველი გოლი

მალტის ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრა გაიმართა. „ლა ვალეტა“ სტუმრად „მოსტას“ შეხვდა და 5:0 გაიმარჯვა. შეხვედრის 77-ე წუთზე, მატჩის ბოლო გოლი „გაგრადან“ „ლა ვალეტაში“ განათხოვრებულმა აბაიომი ოვონიკოკომ გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია მალტური გუნდის რიგებში. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ოვონიკოკო მინდორს კარგა ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

FCGagra.GE

გაგრამ დინამო-2-ს უმასპინძლა

დღეს თბილისში მერანის სტადიონზე პირველი ლიგის მეცამეტე ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს გაგრა და დინამო-2 დაუპირისპირდნენ. ფრიად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. აღვნიშნავთ, რომ დინამოელებს დღევანდელ მატჩში ოთხი ფეხბურთელი აკლდა. ნიკა კვეკვესკირი, საბა ლობჟანიძე, ლუკა თათხაშვილი და ბუდუ ზივზივაძე ახალგაზრდულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო და მატჩის დებიუტში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა. ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა მატჩის 36- ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა გაუშვა ხელიდან. მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ოსტატურ ნახტომში ლევან ტყეშელაშვილმა მოიგერია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ორივე გუნდის კიპერმა საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმიდან სათამაშო უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან, გაგრელთა კარის ძელმა ხუთჯერ იხსნა მასპინძლები გოლისგან. შეხვედრის 71-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილმა აიღო დინამოელთა კარი და დააწინაურა თავისი გუნდი. საბოლოოდ დინამოელთა მასირებულ შეტევებს 85- ე წუთზე გოლი მოჰყვა გაგრელთა კარში. დინამოს კაპიტანმა ბიძინა მახარობლიძემ ტექნიკურად ჩამოიცილა მეტოქე და აღადგინა წონასწორობა 1:1. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

გაგრა 1:1 დინამო-2

გოლები:1:0 გოგატიშვილი 72’  1:1 მახარობლიძე 85’

გაფრთხილება: ჯიშკარიანი 24’ ლოჩოშვილი 50’ ბაჩიაშვილი 56’ ქარდავა 68’ მახარობლიძე 83’

გაგრა: რეჭია, გადრანი (მჭედლიშვილი 85), ნოზაძე, ზ. ქარდავა, ხარაბაძე, მოსიაშვილი, ბ. ქარდავა (მუსელიანი 73), ცაცკრიალაშვილი (ღირდალაძე 78), რამიშვილი, გოგატიშვილი, ნიჟარაძე

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ბაჩიაშვილი, ა. გურეშიძე, ლოჩოშვილი (გ. გურეშიძე 86), სამხარაძე, ჯაფიაშვილი, ფალავანდიშვილი, მახარობლიძე, შერგელაშვილი (დიასამიძე 77), ჯიშკარიანი, ერისთავი (ვოლკოვი 66)

fcdinamo.ge