გრიზმანი: “არ მინდა ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ…”

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი, ანტუან გრიზმანი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორისაა. მან ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და მადრიდულ კლუბთან ერთად ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ტიტულის მოგება.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა: “ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპის სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოვხვდი. ე.ი. , მე სწორი გზით მივდივარ და კარგად ვპროგრესირებ.”

“არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად ვიმსახურებ კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს. შესანიშნავი სეზონი მქონდა, როგორც კლუბთან, ასევე ნაკრებთან ერთად.”

“სამწუხაროდ, ვერაფრის მოგება შევძელით, თუმცა, დამიჯერეთ, სადამდეც მივაღწიეთ, იმ ყველაფერშიც დიდი შრომა და მონდომება იდო,” – განაცხადა ფრანგმა.

“რეალ სოსიედადი” – “რეალ მადრიდი”: გარეთ ბეილი ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატის გახსნით მატჩში “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდება “ანოეტაზე”. ზინედინ ზიდანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მატჩში შემტევის პოზიციაზე გარეთ ბეილი ითამაშებს.

როგორც იცით, მადრიდელთა შემტევი ტრიოდან (BBC) ორი წევრი ტრავმირებულია, ზიდანს კი სჯერა, რომ გარეთ ბეილი ისევე შეძლებს გუნდის ლიდერის როლის თამაშს, როგორც ამას გასული სეზონის ბოლოს აკეთებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარეთ ბეილმა ევრო 2016-ზე ყველას აჩვენა, რომ ლიდერის როლის მორგება შეუძლია. ამიტომაც, მადრიდში ახლა გაცილებით უფრო მეტს ელიან. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ლა ლიგის მოგებაა (2012 წლის შემდეგ პირველად), რაშიც პირველი ნაბიჯი სწორედ უელსელმა უნდა გადაადგმევინოს “რეალს”.

ფინალში გასვლის შემთხვევაში, ვისთან სურს დაპირისპირება გარეთ ბეილს?

უელსის ნაკრებმა “ევრო 2016”-ზე საოცარი მატჩები ჩაატარა და დამსახურებულად გავიდა ტურნირის ნახევარფინალში, სადაც პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. როგორც იცით, ამ წყვილში გამარჯვებული გერმანიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეერკინება ფინალში. აღნიშნულთან დაკავშირებით, უელსის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა კომენტარი გააკეთა.

“იყო დრო, როცა რეიტინგში მე-100 ადგილს ვიკავებდით და ბევრს ეგონა, რომ მე ამ ზაფხულზე ორ კვირიანის ნაცვლად, ცხრა კვირიანი შვებულება მექნებოდა. მაგრამ, ყველას დავუმტკიცეთ, რას წარმოვადგენთ! ვიმედოვნებ, ეს ჯერ ყველაფერი არაა! პორტუგალიელების ბარიერი უნდა დავძლიოთ და ფინალში გავიდეთ!”

“მეტოქე დასკვნით მატჩში? იცით, ერთხელ ტონი კროოსმა მითხრა, ამ “ევროპის ჩემპიონატზე” მხოლოდ სამ თამაშს ჩაატარებო. ეს ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ძალიან მინდა ფინალში გასვლის შემთხვევაში, სწორედ გერმანელებს დავუპირისირდეთ. მინდა, კროოსსა და მის გუნდელებს ვაჩვენოთ რა შეგვიძლია!” – განაცხადა გარეთ ბეილმა.

10 ფაქტი ევრო 2016-ის შესახებ, რომელიც არ იცით

უკვე დასრულდა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი და მრავალი რეკორდიც დამეხო. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომლისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ …


პეტრ ჩეხს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკვე 21 გოლი აქვს გაშვებული. მასზე მეტი არც ერთ მეკარეს არ გაუშვია. ბოლოს ეს რეკორდი პიტერ შმეიხელს ეკუთვნოდა, რომელსაც 20 გოლი ჰქონდა გაშვებული.


ჩრდილო ირლანდიასთან მატჩში გერმანელების ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 79 %-ს შეადგენდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1980 წლის შემდეგ.


ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკრაინა პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.


ემრე მორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევრო 2016-ზე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და მესამე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში (ენცო შიფოსა (1984) და უეინ რუნის შემდეგ (2004) – ის 18 წლის და 332 დღის არის.


ალვარო მორატას მარცხი ხორვატიის წინააღმდეგ იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა მის კარიერაში, როცა მან დიდი ტურნირის მასშტაბით გოლის გატანა მოახერხა და მისმა გუნდმა წააგო. ბოლოს ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონასთან” მოხდა.


პორტუგალიასთან მატჩში, ისლანდიელებმა ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს 1980 წლის შემდეგ, იმ გუნდებს შორის რომლებთაც ამ მატჩში არ წაუგიათ..


ზოლტან გარა გახდა მეორე ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა (37წ. 61 დღე) – ის ივიჩა ვასტიჩს ჩამორჩება (ავსტრია Vs პოლონეთი – 2008 წლის ივნისი – 38 წლის და 256 დღის).


გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელია ტომას ჰასლერის შემდეგ (1992), რომელმაც ევროპის ერთ ჩემპიონატში ორი ჯარიმის გატანა მოახერხა.


ხორვატიასთან განცდილი მარცხი ესპანეთის ისტორიაში პირველი იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში დაწინაურებული იყო, თუმცა წააგო.


ბელგიამ ირლანდიასთან მეორე გოლის გასატანად 28 გადაცემა გააკეთა. 1980 წლის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა.

ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირები

ბრძოლა ევრო 2016-ის ოქროს ბუცისათვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თუმცა, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ აღნიშნულ რბოლაში რამოდენიმე ფეხბურთელი დაწინაურდა …


1. გარეთ ბეილი| უელსი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

გარეთ ბეილი


=1. ალვარო მორატა| ესპანეთი | გოლი: 3 | საგოლე პასი: 0

მორატა


3. დიმიტრი პაიეტი | საფრანგეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


=3. ივან პერიშიჩი | ხორვატია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 1


6. რომელუ ლუკაკუ | ბელგია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბოგდან სტანკუ | რუმინეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ნანი | პორტუგალია | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


=6. ბალაშ ჯუჯაკი | უნგრეთი | გოლი: 2 | საგოლე პასი: 0


10. აარონ რემზი| უელსი | გოლი: 1 | საგოლე პასი: 2

ბეილი: “ჯგუფში პირველზე გავედით, ჩვენგან მეტი რა გინდათ?”

უელსის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევმა, გარეთ ბეილმა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ვგრძნობდით, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ხელში იყო. მატჩის დაწყების წინ ვთქვით – “ისე გავაკეთოთ, რომ შემდეგში არ ვინანოთ”.

ეს ალბათ საუკეთესო მატჩია (ნაკრებში), რომელშიც მე მონაწილეობა მივიღე. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, დიდად არც ვნერვიულობდით.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ფანებს, რომლებიც ჩვენთან იყვნენ და მათაც, რომლებიც სახლში არიან.

ჯგუფში პირველზე გავედით, ჩვენგან მეტს რას ითხოვთ? ამაზე მეტს ვერც გავაკეთებდით. ახლა ისღა დაგვრჩენია დავიცადოთ და ვნახოთ, თუ ვისთან მოგვიწევს დაპირისპირება.” – განაცხადა ბეილმა.

გარეთ ბეილი: “რონალდუს რჩევა არ მჭირდება, მე ჩემი საკუთარი სტილი მაქვს”

როგორც იცით, გარეთ ბეილმა ევრო 2016-ის პირველ ორ მატჩში 3-დან 2 ჯარიმის გატანა მოახერხა. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ეს რონალდუს რჩევების დამსახურება, მან განაცხადა: “არა, ნამდვილად არა. მე ამას ჩემებურად ვაკეთებ. მომწონს ჩემი სტილი.

ჩვენ ვარჯიშის დროს ერთად ვვარჯიშობთ, თუმცა სხვადასხვა მხარეზე.

როგორ ვურტამ? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მოედნის რომელ მხარეში ვარ, სად არის ბურთი და რამდენად ახლოს ვარ მიზანთან.

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვხედავ რომ ჩემი შრომა ფასდება და გოლი გამაქვს.” – განაცხადა გარეთ ბეილმა, რომელსაც დღეს აკინფეევის კარის დალაშქვრა აქვს მიზნად დასახული.

გარი ლინეკერის კრიტიკის საგანი პეპეს შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ გახდა

როგორც იცით, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი საჯარიმოების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებიან და როცა ეს ორი ფეხბურთელი ერთ გუნდშია, მაშინ არჩევანის გაკეთება ყველას უჭირს.

პორტუგალიისა და ავსტრიის მატჩის წინ გარი ლინეკერმა თავის გვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა – კრიშტიანუ რონალდუს 35-ჯერ აქვს შესრულებული საჯარიმო დარტყმა დიდ ტურნირზე, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ გარდაქმნა გოლად. მაშინ, როცა ბეილის შესრულებული 3 საჯარიმოდან ორს გოლი მოჰყვა.

აღნიშნული მატჩი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ნამდვილად საშინელი აღმოჩნდა, რამეთუ მან პენალტის გატანა ვერ მოახერხა, რასაც ემატება რამოდენიმე გამოუყენებელი მომენტიც. რამაც გარი ლინეკერს “სალაპარაკო” მისცა – რამოდენიმე წუთის შემდეგ მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

“განახლება … რონალდო: არც ერთი გოლი 36 საჯარიმოდან. ბეილი: 2 გოლი 3 საჯარიმოდან.”

გარეთ ბეილი ინგლისთან დამარცხების შემდეგ: “ამაყი ვარ”

ახლახან დასრულდა მატჩი უელსისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც ინგლისმა დანიელ სტარიჯის ბოლო წუთებზე გატანილი გოლის შედეგად მოიგო.

ამ მატჩის შემდეგ კომენტარი გარეთ ბეილმა გააკეთა: “რა თქმა უნდა ამ შედეგმა დიდი იმედგაცრუება მოგვიტანა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თითოეული ჩვენგანით ვამაყობ. ყველაფერი გავიღეთ, როგორც ყოველთვის. 100 პროცენტით დავიხარჯეთ, მეტი არ შეგვეძლო.

ამ მომენტში იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ძლიერები ვართ, თანაც ტურნირი ჯერ არ დასრულებულა. მომავალი მატჩისთვის უფრო კარგად მოვემზადებით.

ყოველთვის გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ მომდევნო ეტაპზე არ გავალთ.” – განაცხადა “რეალის” ფორვარდმა, რომლის ნაკრებიც მომდევნო მატჩში რუსეთს დაუპირისპირდება.

სლოვაკეთის მწვრთნელი: “უელსი მხოლოდ ბეილი არ არის”

სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იან კოზაკი თვლის, რომ მცდარია მოსაზრება, რომლის თანახმადაც უელსის ეროვნული ნაკრების ერთადერთი კოზირი გარეთ ბეილია.

“ის ტოპ დონის ფეხბურთელია და არა მხოლოდ უელსში, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. არ მინდა დეტალურად ვისაუბარო იმაზე, თუ როგორ ვაპირებ მის შეჩერებას.

ჩვენ მას პატივს ვცემთ, თუმცა უელსის ნაკრები მხოლოდ ბეილით არ შემოიფარგლება. მათ სხვა ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომლებიც ინგლისის საუკეთესო გუნდებში ასპარეზობენ. ფეხბურთი გუნდური თამაშია, თანაგუნდელების გარეშე ბეილი ვერაფერს გახდება.” – დაასრულა მან.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთისა და უელსის ნაკრებებმა B ჯგუფში მოიყარეს თავი. ისინი ერთმანეთს 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

უელსის მწვრთნელი: “რემზი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბეილი”

უელსის ეროვნული ნაკრების თავკაცი, კრის კოულმენი თვლის, რომ გუნდისთვის აარონ რემზი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორიც გარეთ ბეილი.

“ის ჩვენთვის ისეთივე დიდია, როგორც გარეთ ბეილი. აარონის რადარზე გამოჩენა დიდწილად სწორედ ბეილის დამსახურებაა.

გარეთს ეს ნაკლებად ადარდებს, ის უბრალოდ ასეთია პიროვნულად. ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, რაც აარონისთვის კარგია.

აარონისგან მხოლოდ იმას მოველი, რომ მოედანზე ისე ითამაშოს, როგორც ეს აარონ რემზის მოეთხოვება. რამეთუ მისნაირი სხვა არავინ არ არის.”

ანჩელოტი: “ბეილის ქმედებამ გამაკვირვა”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მასსა და გარეთ ბეილს შორის არსებულ ურთიერობებზე მის მიერ გამოცემულ ახალ წინგში ისაუბრა. წიგნში კარგად არის აღწერილი კლუბში არსებული იმდროინდელი სიტუაცია, გთავაზობთ ნაწყვეტს…

“მარტის ერთ დილას, “რეალის” გენერალური დირექტორი ტელეფონის მეშვეობით დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრეზიდენტს ჩემთან საუბარი სურდა. ეს ძალზედ უჩვეულო იყო. როდესაც პრეზიდენტს ვესტუმრე, მან მითხრა, რომ ბეილის აგენტი მის ოფისში იყო მისული “ბეილის სიტუაციაზე” სასაუბროდ.” – ვკითხულობთ იტალიელი სპეციალისტი მიერ გამოცემულ წიგნში (‘Quiet Leadership: Winning Hearts, Minds and Matches’.)

“იანვარში, ბეილის აგენტმა რაღაცეებზე დაიწყო საუბარი და მეც რა თქმა უნდა ვგრძნობდი, რომ ის კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, რამეთუ უკვე განხილული ჰქონდა ეს საკითხი პრეზიდენტთან. მან პრეზიდენტს უთხრა, რომ ბეილი თავისი პოზიციით უკმაყოფილო იყო. მას ცენტრში უნდოდა ყოფნა.

პრეზიდენტმა მკითხა, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი, მე კი ვუთხარი “არაფრის”. სეზონის ამ ეტაპზე მისთვის პოზიციის შეცვლა შეუძლებელი იყო, რამეთუ ამის შემდეგ მთელის სისტემის შეცვლა და ბევრი სხვა მოთამაშის გადაადგილება მომიწევდა. პრეზიდენტს ისიც ვუთხარი, რომ მიკვირდა, თუ რატომ არ მითხრა ფეხბურთელმა ეს პირადად მე. ეს ხომ ნორმალური იქნებოდა.

ბეილს ფანტასტიკური, მსოფლიო დონის შესაძლებლობები გააჩნდა, მე კი მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ მისთვის გამეგებინებინა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი ძლიერი მხარეები და პოტენციალი. მე მის აგენტზე გაცილებით უფრო გამოცდილი ვიყავი ამ საკითხში.

პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ბეილს თავად გავესაუბრებოდი მომდევნო დღეს, რაც ვარჯიშის შემდეგ გავაკეთე. მე მას ვუთხარი: “ვიცი, რომ შენი აგენტი პრეზიდენტს ესაუბრა. რატომ არ მოხვედი ჩემთან სასაუბროდ?” მან თქვა: “კარგი, ეს პრობლემა არ არის.”

“მე მას ყველაფერი ვუთხარი, რაც პრეზიდენტთან საუბარს შეეხებოდა, ისიც რომ შეუძლებელი იყო სისტემის შეცვლა ამ ეტაპზე და რომ საქმე მარტო მის პოზიციას არ ეხებოდა. მასთან გულახდილად ვისაუბრე. ვუთხარი, რომ რაღაც ახალის ცდაც შეგვეძლო ზაფხულში, მომდევნო წლის პრე-სეზონის დროს, თუმცა არა ახლა.”