გია გრიგალავა: “ანჟის და გენკის შანსები თანაბარია”

მახაჩკალის “ანჟის” მცველმა გია გრიგალავამ ევროპის ლიგაზე “გენკის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და სამომავლო შანსებზე ისაუბრა. რუსულ-ბელგიური დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა.

“მძიმე მატჩი იყო. შედეგი კი ლოგიკურია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს საკუთარი ჩემპიონატის თამაშები დაწყებული აქვს, ფიზიკურად მაინც არ ჩამოუვარდებოდით. რიგ შემთხვევებში კი, ვაჯობეთ კიდევაც.

ვთვლი, რომ 0:0-ის შემდეგ შანსები თანაბარია. საკუთარ მოედანზე არ გავუშვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრად შედეგიანი ფრეც გვაკმაყოფილებს” – განაცხადა ქართველმა მცველმა.

საოცარი აცილება ბელგიის ჩემპიონატიდან

9 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატში, “გენკსა” და “ბრიუგეს” შორის გამართულ მატჩში (1:3), “ბრიუგეს” ფეხბურთელმა საოცარი მომენტი ვერ გამოიყენა.

“სიტი” და “იუნაიტედი” “გენკის” ტალანტით ინტერესდებიან

ბელგიური “გენკის” მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენით ორი მანჩესტერული გრანდი ინტერესდება.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფრანგი მოთამაშე, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, “გენკის” ძირითად მცველად გასულ ზაფხულს “მეციდან” გადასვლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, რომ კულიბალის ასევე ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა კალიდუს შეძენით გასულ წელს დაინტერესდა.

სანდრო საპანაძე