U21: საქართველოს ფრე დანიასთან შეხვედრაში

დღეს ევროპის 2019 წლის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები შედგა. გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს საქართველო და დანია დაუპირისპირდა.

ანგარიში 31-ე წუთზე ხარაიშვილმა მარგველაშვილის პასის შემდეგ გახსნა ანგარიში. თუმცა, 43-ეზე სკოვმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში გუნდებმა ისევ თითო-თითო გოლი გაცვალეს. ჯერ მიქელთაძემ 62-ეზე ისევ წინ გაიყვანა საქართველო, ხოლო 75-ეზე ნისსენმა გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს 8 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზეა. დანია 13 ქულით პირველია.

 

საქართველო – ესტონეთი: პრევიუ

26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან შეხვედრამდე, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მომავალ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია დააკლდებიან. გიორგი ჩაკვეტაძე კი ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდა.

ვლადიმირ ვაისი: “ლიტვის წინააღმდეგ პირველი ტაიმი კარგი იყო, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ჩემი აქ ყოფნის პერიოდში. ბიჭები ცდილობდნენ ხარისხიანი ფეხბურთი ეთამაშათ, კარგად იხსნებოდნენ ზონებში, ფლანგის მცველები კარგად ერთვებოდნენ შეტევაში. მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ბუნებრივია, რომ თამაში ისე ვეღარ გავაგრძელეთ. პირველი ტაიმის ანგარიშის გათვალისწინებით ეს ნორმალურია.

რა თქმა უნდა, ხვალ სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ესტონეთი ლიტვაზე ძლიერი გუნდია. არ მინდა ლიტვას ვაწყენინო, მაგრამ ესტონეთი სხვა სქემით თამაშობს და დაცვაში მჭიდროდ დგანან. მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებმაც ლიტვის წინააღმდეგ არ ითამაშეს. რა თქმა უნდა, მთლიანი შემადგენლობას შეცვლას არ ვაპირებ, მაგრამ 5-6 ცვლილება იქნება. ტაქტიკა ცოტათი განსხვავებულ იქნება, რადგან არ გვეყოლებიან ანანიძე, ჩაკვეტაძე და გვილია. ვაკომ ბოლო თამაშში მცირე დარტყმა მიიღო მუხლის არეში და სათამაშოდ მზად არ არის. ჩაკვეტაძე  შეთანხმების თანახმად კლუბში დაბრუნდა.

რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ორი კვირის უკან მე ვიყავი მოსკოვში, შევხვდი „სპარტაკის“ ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს. მასიმო კარერას ვკითხე იყო თუ არა ჯანო სათამაშოდ მზად და მან მიპასუხა, რომ მოხარული იქნებოდა თუ ის ნაკრებშიც სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა. ასევე ვესაუბრე ჯანოს და ის თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვწუხვარ ჯანოს ტრავმის გამო ისევე როგორც ყველა ქართველი გულშემატკივარი. ჯანოს ჯანმრთელობას ვუსურვებ და ველოდები მას ისევე როგორც ოქრიაშვილს და მჭედლიძეს.”

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, ესტონეთის ეროვნული გუნდი თბილისში, დღეს ერევნიდან ჩამოფრინდა. ესტონეთმა დედაქალაქში ჩამოსვლამდე სომხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 27 მარტს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Gff.Ge

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დანიას დაუპირისპირდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფარერებთან ევროშესარჩევი მატჩის მოგების შემდეგ მზადება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. გია ცეცაძის გუნდი უკვე დანიასთან შესახვედრად ემზადება. ფარერების დარად, ეს მატჩიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 17:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.

ჩვენს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი თამაშისთვის მზადყოფნაშია. ბოლო ვარჯიში ნაკრებმა თბილისის ზღვაზე, სკ ზესტაფონის ბაზაზე ჩაატარა და ძირითადად ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ დანია 12 ქულით შესარჩევი ჯგუფის ლიდერია, საქართველო კი 7 ქულით მესამეზეა.

Gff.Ge

ელიტ-რაუნდის მეორე ტური: 17-წლამდე ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში ირლანდიასთან 0:2 დათმო. გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველ ტაიმში გაუშვა ორივე გოლი და მიუხედავად მცდელობებისა, თავად ვეღარ გაიტანა, არადა, მომენტები იყო.

სამწუხაროდ, პოლონეთთან (2:2) მატჩის დარად, ტრავმამ ამჯერადაც საწყის წუთებში გამოაკლო ჩვენს გუნდს ფეხბურთელი – შოთა ნონიკაშვილი მე-10 წუთზე გახდა შესაცვლელი.

ხარშილაძე, ნონიკაშვილი (კალანდაძე), ჭინჭარაული, მექვაბიშვილი, ჯანგველაძე, ჩოთალიშვილი (შვარცი), ტალახაძე, მესიაჩენკო, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.

ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთმა 3:0 მოუგო მაკედონიას, რომელსაც საქართველოს ნაკრები 27 მარტს დაუპირისპირდება.

Gff.Ge

ჩაკვეტაძე: “დებიუტით კმაყოფილი ვარ”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” ლიტვას დაუპირისპირდა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით, 4-0 მოიგო. გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის დებიუტანტი, გიორგი ჩაკვეტაძე ესაუბრა. გეტყვით, რომ 18 წლის სპორტსმენმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

“პირველი ტაიმი ჩვენ მიგყვავდა. მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეორე ტაიმთან შედარებით, აქ უფრო კარგად ვითამაშეთ. შემდეგ ნახევარში ცოტა მოვდუნდით: 4-0-ს რომ იგებ, აღარ ფიქრობ გოლის გატანაზე და უფრო ბურთის დაჭერაზე ამახვილებ ყურადღებას. ჩემს გოლზე და, ზოგადად, დებიუტზე იმას ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. მადლობა, გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის,” – აცხადებს ჩაკვეტაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლიტვა გაანადგურა!

დღეს “მიხეილ მესხზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა.

მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და იგი გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. მეათე წუთზე ყაზაიშვილმა ახლოდან დაურტყა მეტოქეს, რომელიც მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ, პაპუნაშვილმა დაამატა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა. თუმცა, მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძის პასის შემდეგ, პაპუნაშვილმა მიზანს მიაღწა – საჯარიმოში მდგომმა მე-19 ნომერმა მარტივად შეუგდო. 23-ე წუთზე მარჯვენა ფლაგნიდან კაკაბძემ ჩააწოდა ბურთი, ქვილითაიამ თავით დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი მეტოქეს თავზე მოხვდა და ამ რიკოშეტით გავიდა კარში – 2-0. 31-ე წუთზე მარჯვენა მცველმა ისევ ჩააგდო საჯარიმოში ბურთი, თუმცა ქვილითაია ამ შემთხვევაში წააქციეს, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. ის ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტად შეასრულა.

მე-40 წუთზე მაყურებელმა 18 წლი გიორგი ჩაკვეტაძის მასტერკლასი იხილა: დებიუტანტმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთი მეტოქე ეფექტურად მოატყუა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა!

მეორე ნახევარში ქართველები ცოტა მოდუნდნენ, თუმცა მომენტები მაინც შექმნეს. მათ შორის იყო პაპუნაშვილი-კაკაბაძის კომბინაცია, რის შემდეგაც  ამ უკანასკნელმა დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ასევე, გასახსენებელია 78-ეზე არაბულის დარტყმა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით, 4-0 იმარჯვა. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას იმავე მოედანზე, სამშაბათს, 19:00 საათზე გამართავს. დასწრება თავისუფალია!

საქართველოლორია, ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია (დვალი, 62 წთ.), კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი, 62 წთ.), გვილია, ანანიძე, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69 წთ.), ყაზაიშვილი, ქვილითაია (არაბული, 73 წთ.).

ლიტვა: სეტკუსი, კილმავიციუსი, ზულპა, სერნასი, ნოვიკოვასი, გირდვაინისი, ვერბიცკასი, სლავიცკასი, ბოროვსკი, ვალსკისი, ცერნიჩი.

საქართველო – ლიტვა: ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა

დღეს “მიხეილ მესხზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვას მასპინძლობს. ამხანაგური შეხვედრისთვის ჩვენი ნარების შემადგენლობა ცნობილია.

საქართველოლორია, ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია, კაკაბაძე, კანკავა, გვილია, ანანიძე, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია.

 

საქართველო – ლიტვა: პრევიუ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე შედგა. ჩვენი გუნდი ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. ტრავმის გამო ნაკრებს დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. მას შენცინის “პოგონის” ფეხბურთელი, ლაშა დვალი ჩაანაცვლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 24 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება. ამხანაგურ მატჩს მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

Gff.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების მესამე დღე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვასთან და ესტონეთთან ამხანაგური მატჩებისთვის უკვე სამი დღეა ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, დღეს მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა. მოგვიანებით ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნულმა ნაკრებმა ორმხრივი თამაში გამართა. ლაშა დვალი უკვე თბილისშია და გუნდთან ერთად ხვალიდან სრული დატვირთვით ივარჯიშებს. პოლონური „პოგონის“ მცველი, მთავარმა მწვრთნელმა ტრავმირებული დავით ხოჭოლავას ნაცვლად გამოიძახა.

ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის კვლავ 23 ფეხბურთელით ემზადება.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

22 მარტის განრიგი
17:30 – ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგში“
19:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში, თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე.

ამხანაგური მატჩების განრიგი
24 მარტი – საქართველო-ლიტვა
27 მარტი – საქართველო-ესტონეთი

ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, დასაწყისი 19 საათი, დასწრება თავისუფალია

Gff.Ge

17-წლამდე ნაკრებმა პოლონეთთან ფრით დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა.

გიორგი ნემსაძის გუნდი ორჯერ დაწინაურდა მატჩის მიმდინარეობისას – ზურიკო დავითაშვილმა ორივე პენალტი ზუსტად შეასრულა. პოლონელებმა წესები ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დაარღვიეს, მერე კი გიორგი გულიაშვილი წააქცია მეკარემ.

მეორე ტაიმში წნეხი იმანაც გაზარდა, რომ ივა გელაშვილმა მეორე ყვითელი მიიღო და გააძევეს.

საბოლოოდ 2:2 და ჩვენი გუნდი ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს მაკედონიას 3:0 აჯობა.

პოლონეთთან შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, მექვაბიშვილი, აზაროვი (კალანდაძე 5), ჩოთალიშვილი (ჭინჭარაული 55), ტალახაძე, მესიაჩენკო, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 79).

Gff.Ge

საქართველოს ქალთა ლიგა: ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონმა აიღო სტარტი.

ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია ხობში გაიმართა. სადაც გათამაშების დებიუტანტმა ხობის „კოლხეთმა“ ხაშურის ქალთა საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო გასული ორი ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელები სტუმრად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით – 4:0 მოიგეს.

პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა:

ქსკ ლანჩხუთი – ქსკ თბილისის თბილისი 2:0
ქსკ ნორჩი დინამო – ქსკ გორი იუნაიტედი 6:0
ქსკ ნიკე – ქსკ ჩხოროწყუ 3:0

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ქალთა ლიგის გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ათიდან ორი გუნდი პირველად ჩაერთო ეროვნულ ჩემპიონატში. თბილისის „ნიკე“ და ხობის „კოლხეთი“ სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.

Gff.Ge

ეროვნული ლიგის მესამე ტური: პრევიუ

16 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

თბილისის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 16 მარტი, 17:00

“დინამო არენაზე” ერთმანეთს ადგილობირივი “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან. დედაქალაქელებმა პირველ ტურში წაგების შემდეგ, “ლოკომოტივი” ანგარიშით, 4-1 დაამარცხეს. ისინი სამი ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლებმა “მიხეილ მესხზე” “სიონთან” მოულოდნელად წააგეს და ახლა ასევე სამი ქულით, მეშვიდე ადგილს იკავებენ. ორივე გუნდს სჭირდება ქულები და წინ სვლა, შესაბამისად, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 16 მარტი, 19:00

“დავით აბაშიძეზე” ადგილობრივი “ტორპედო” დედაქალაქურ “ლოკომოტივს” მიიღებს. მოქმედი ჩემპიონები დამაჯერებლად ვერ თამაშობენ. მათ პირველ ტურში ამავე სტადიონზე გორის “დილასთან” იწვნიეს მარცხი. შემდეგ კი, “რუსთავს” ერთადერთი გოლით მოუგეს, რომელიც რუსთაველთა მეკარის შეცდომას მოჰყვა. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, ამ გუნდმა ორივე მატჩი წააგო და ახლა ნული ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.

საჩხერის “ჩიხურა” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 17 მარტი, 15:00

“დავით პეტრიაშვილი არენაზე” “ჩიხურა” “რუსთავს” დაუპირისპირდება. მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე შესუსტებისა, იმერლებმა პირველ ტურში ჯერ ფოთის “კოლხეთს” 6-1 მოუგეს, შემდეგ, “დილასთან” ფრე, 1-1 გააგორეს. ამჟამად ისინი ოთხი ქულით მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ “საბურთალოს” ჩამორჩებიან. “რუსთავი” პირველ ტურში გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა, როგორც ვთქვით, შემდეგ ვერცერთი ქულა ვერ აიღო. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება იმერლების სვლა და მოახერხებს თუ არა “რუსთავი” მორიგი გამარჯვების მოპოვებას.

ბოლნისის “სიონი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 18 მარტი, 14:00

“მიხეილ მესხი 2”-ზე “სიონი” “კოლხეთს” შეხვდება. ახალგადმოსულმა გუნდმა პირველ ტურში მარცხი იწვნია, თუმცა შემდეგ სამი ქულა მოიპოვა. რაც შეეხება მეგრელებს, ეს კლუბი საშინლად გამოიყურება. მათ ორი შეხვედრა წააგეს (1:6, 1:4), რის შემდგაც მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ქულის მოპოვებას მაინც ფოთური გუნდი ახალ მატჩში.

თბილისის “საბურთალო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 19 მარტი, 16:00

ბოლო შეხვედრა უკვე “მიხეილ მესხზე” შედგება. “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორივე თამაშის მოგება მოახერხა. შესაბამსიად, ის ერთპიროვნული ლიდერია. “დილა” პირველ ტურში სენსაციური მოგებისა და “ჩიხურასთან” ფრის შემდეგ, ახლა ოთხი ქულით მესამეზეა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “საბურთალო” “დილაზე” გამარჯვებას და ლიდერობის შენარჩუნებას.