ცინცაძე: „ევროპის ჩემპიონატის დაწყებას ველოდებით“

საქართველოს ნაკრები მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. ქართველები სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და ხუთ სექტემბრის მოლოდინში არიან, როდესაც იგორ კოკოშოვის გუნდი ტურნირს ჰოლანდიის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ციცნაძემ ისაუბრა.

„თავს გადაღლილად არ ვგრძნობთ. პირადად მე კარგ ფორმაში ვარ და ევროპის ჩემპიონატს კარგი განწყობით ვხვდებით. იტალიის ტურნირზე და მანამდე გამართულ სხვა ტურნრირებზეც იმ რეჟიმში ვითამაშეთ, როგორითაც ევროპის ჩემპიონატზე მოგვიწევს ასპარეზობა. ანუ ყოველ დღე თამაშები გვქონდა და ამ რეჟმს შეძლებისდაგვარად შევეგუეთ. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე 6 დღეში 5 თამაში მოგვიწევს, თუმცა ჩვენი მეტოქეებისთვისაც ხომ ნალოგიურად დატვირთული გრაფიკია და არა მგონია, ისინი ჩვენზე მომზადებულები შეხვდნენ მომდევნო მატჩებს. ერთი სიტყვით, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვართ და ფსიქოლოგიურადაც არანაირ პრობლემას არ ვგრძნობთ. ველოდებით 5 სექტემბერს“, – ციტირებს ციცნაძეს საქართველოს კალათბურთს ფედერაციის ოფიციალური საიტი.

შსს-მ “სოხუმს” გადამწყვეტი მოუგო

სუპერლიგის მეოთხე ნახევარფინალისტი “შსს-აკადემია” გახდა. კოტე ტუღუშის შეგირდებმა დღეს თბილისის სპორტის სასახელში “სოხუმთან” სერიის მეხუთე შეხვედრაში გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ვაჟა კვარაცხელიას უპირატესობით წარიმართა და “სოხუმის” გამარჯვებითაც დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ სოხუმელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და შეხვედრის დასრუელბამდე 4 წუთით ადრე აკადემიელებმა გაათანაბრეს. ბოლო წუთებზე კი სულაც წინ გავიდნენ. მართალია, სოხუმელებს მატჩის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ შეხვედრის უკანასკნელ წამზე პელეს სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია და შედმეგ ეტაპზე “შსს” გავიდა.

„შსს-აკადემიას“ 23 ქულით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 17 ქულა და 15 მოხსნით გიორგი შარაბიძემ ორმაგი დუბლი გაიფორმა, ხოლო აკაკი ლომოურის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 19 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო პელე პეილეი, ბექა ბექაურმა 15 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, გიორგი ჯგერენაიამ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

„შსს-აკადემია“ ნახევარფინალში „ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სოხუმი“ ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს და “ქუთაისს” გაეჯიბრება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):  მე მინდა მადლობა ვუთხრა მთელ ჩემს გუნდს, თითოეულ მოთამაშეს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. რთული, ნერვიული და დაძაბული თამაში იყო, ველოდებოდით ,,სოხუმის’’ მხრიდან დიდ წინააღმდეგობას და ასეც მოხდა. ბევრი სირთულე შეგვხვდა თამაშის დროს და მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც შეინარჩუნეს მობილიზება, მონდომება და გამარჯვების სურვილი. დიდი მადლობა ,,სოხუმის’’ გუნდს თავდადებისთვის და ბრძოლისთვის ყველა თამაშში. მათ წინ სერიოზული თამაშები ელით და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი დასვენება და ნახევარფინალისთის მომზადება გვჭირდება, დრო ძალიან ცოტაა, ზეგ უკვე ნახევარფინალის შეხვედრა გვაქვს. ზოგიერთებს კი მოკლედ ვეტყვი: ვერ მოგართვით.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ კოტეს და ,,შსს აკადემიას’’, ბრწყინვალე გუნდია. კალათბურთი ხელოვნება და მონდომებაა, ყველაზე მთავარი, ალბათ, მონდომებაა და ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მოინდომეს. რომ არა მსაჯების პატარა შეცდომები, შეიძლებოდა მოგვეგო კიდეც, ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა, თუმცა ალბათ იღბალიც დაგვაკლდა.  დიდი მადლობა ჩემს გუნდს, არაჩვეულებრივად ითამაშეს და ღირსი იყვნენ, რომ მოეგოთ. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ თამაშებში, ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ნამდვილი კალათბურთის თამაში.

ბექა წივწივაძე(,,შსს აკადემია’’): რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე თამაშები იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ,,სოხუმის’’ თითოეული მოთამაშის მონდომება, დიდი ბრძოლა იყო, რაც დასაფასებელია, მინდა ჩემს გუნდს, მწვრთნელებს და მოთამაშეებს ყველას მადლობა ვუთხრა ასეთი თავდადებისთვის, ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები და ბოლოს გამოცდილების ხარჯზე გავიმარჯვეთ. მთავარი ბრძოლა წინაა და შევეცდებით, წარმატებულად ვიასპარეზოთ, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი გუნდია და მინდა, ჩემპიონები გახდნენ, რადგან შემდეგ ვთქვათ, რომ ,,სოხუმი’’ ჩემპიონთან დამარცხდა პლეი ოფში. რაც შეგვეხება ჩვენ, დიდი მადლობა მთელ გუნდს, მე მეამაყება, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ. ჩვენს გუნდს ბევრი პრობლემები ჰქონდა გასულ წელს, ამ სეზონშიც გვქონდა ხარვეზები და ამის მიუხედავად პლეი ოფში ყველაფერი ჩავდეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ ერთ-ერთ საჩემპიონო გუნდთან. შეიძლება დღევანდელი მარცხი ფორტუნასაც დავაბრალოთ, რაღაც მონაკვეთებში ვიგებდით და 1-წუთიან მონაკვეთში ყველაფერი შეიცვალა, თუმცა კალათბურთში ასე ხდება, ხან შენ ჩააგდებ, ხან შენი მოწინააღმდეგე.  კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს გუნდს და გულშემატკივარს, რომელიც არც ერთი წუთით არ გვტოვებდა მარტო. ბრძოლას გავაგრძელებთ და ვეცდებით ღირსეული მე-5 ადგილი დავიკავოთ. ,,შსს აკადემიას’’ კი წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

 

გიორგი ცინცაძემ მაკედონიური გუნდი “სკოპიე” დატოვა

საქართველოს ეროვნული ნკრების წევრი გიორგი ცინცაძე მაკედონიურ „სკოპიე აეროდრომს“ დაშორდა. ართველმა უკანახაზელმა მაკედონიის ბოლო წლების ჩემპიონთან კონტრაქტი გასულ აგვისტოში გააფორმა, ხოლო სეზონის დაწყებიდან სკოპიურ გუნდში 3 მატჩი გამართა, რომლებშიც საშუალოდ 8,7 ქულას, 3 მოხსნას და 7 პასს აგროვებდა.

უცნობია, რა მიზეზით დატოვა ცინცაძემ გუნდი. ის კი ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ სკოპიურმა გუნდმა ამერიკელი გამთამაშებელი, დიონ დიკსონი დაიმატა. ცინცაძისთვის უცხო არაა სეზონის მსვლელობისას გუნდის გამოცვლა. ბოლო 3 წელია, მას მთლიანი სეზონი ერთ გუნდში არ ჩაუტარებია.

რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუ სად გააგრძელებს ცინცაძე კარიერას.

gbf.ge

ცინცაძემ მაკედონიაში დებიუტი ორმაგი დუბლით აღნიშნა

გიორგი ცინცაძემ მაკედონიურ „სკოპიე აეროდრომში“ პირველი, საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათურთელმა თავი გამოიჩინა – მის ანგარიშზე ორმაგი დუბლი დაგროვდა.

სპარინგ-მატჩი სერბეთში, მიტროვიცეს „მეგა ვიზურას“ წინააღმდეგ ჩატარდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მაკედონიელები ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულით აგებდნენ, თუმცა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს და იქ 95:103დამარცხდნენ.

gbf.ge

საქართვეოს ნაკრების საგანგებო განცხადება

პორტუგალისთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა პრესასთან საგანგებო განცხადება გააკეთეს. სიტყვით ნაკრების რამდენიმე მოთამაშე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კოტე ტუღუში გამოვიდნენ.

ზაზა ფაჩულია: “ძალიან ამაყი და გახარებული ვარ. დღეს ჩვენთვის ძალიან მაგარი დღეა. უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც იოლი არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიზანს მაინც მივაღწიეთ. მაგრამ, დღეს განცდილ სიხარულს მწუხარებაც ახლავს და ეს ქვეყანაში კალათბურთის მდგომარეობას ეხება.

ვთხოვ პრემიერმინისტრს, რომ ამ სპორტის სახეობას მეტი ყურადღება მიექცეს. აუცილებელია, რომ იყოს კარგი ჩემპიონატი. ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ადგილორივ ჩემპიონატჩი ასპარეზობს. მათ აქ უნდა ქონდეთ კარიერული წინსვლის და გაზრდის საშუალება. ამ ეტაპზე საქართველოში ოფიციალურად არსებობს ორი გუნდი, ესენია „რუსთავი“ და „ქუთაისი“. ევროპაში კი ამ დროს ყველა გუნდი უკვე დაკომპლექტებულია.”

გიორგი ცინცაძე: “ხალხიც გაცილებით მეტს იმსახურებს. კალათბურთს აუცილებლად სჭირდება გადარჩენა და ვთხოვთ, რომ ამ პრობლემას ყურადრღბა მალევე მიექცეს”. 

კოტე ტუღუში: “წლებია უკვე “არმიას” ვწვრთნი და ასეთი მდოგმარეობა უბრალოდ არ მახსოვს. თხოვნით მივმართავ პირადად პრემიერმინისტრს, რომ მთავრობა კალათბურთს დაეხმაროს, რათა დღეს განცდილი სიხარული ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ფედერაციას აქვს კალათბურთის განვითარების გეგმა და იმედია ჩვენი დღევანდელი განცხადება ამ პროცესებს დააჩქარებს.”

ვიქტორ სანიკიძე: “უკვე მესამედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და დროა ჩვენს სპორტსაც მიაქციონ ყურადღება. ხალხს ეს სპორტი საქართველოში ძალიან უყვარს. ბევრი ბავშვი ასპარეზობს და სწორედ მათ უნდა ჩაგვანაცვლონ ჩვენ, დღევანდელი თაობა. საცოდაობაა, როდესაც ქვეყანას ასეთი ნაკრები ჰყავს და ამ დროს შიდა ჩემპიონატში უამრავი პრობლემაა. ასეთი რამ სხვა ქვეყანაში უბრალოდ წარმოუდგენელია”.

თორნიკე შენგელია: ეროვნული ჩემპიონატის განვითარება პირველ რიგში ნაკრებისთვის არის კარგი. ეროვნული გუნდი მხოლოდ ლეგიონერების თამაშზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშისთვის ევრობასკეტზე თამაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია ძლიერი და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბება.”

ცინცაძე კარიერას მაკედონიაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გიორგი ცინცაძე კარიერას მაკედონიის ჩემპიონ “მტზ სკოპიეში” გააგრძელებს.

ამჟამად ცინცაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. ახალი საკლუბო სეზონიდან კი სკოპიეს გუნდს შეუერთდება.

“მტზ სკოპიე” მაკედონიის ჩემპიონატში და ადრიატიკის ლიგაში ასპარეზობს.

ცინცაძემ ლიბანში სეზონი დაასრულა

გიორგი ცინცაძემ სეზონი დაასრულა. ლიბანის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ქართველი ლეგიონერის “ჩემპვილმა” მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა ბეირუთში, “ალ რიადთან” 60:104 წააგო და პლეი ოფიდან გამოვარდა.

“ალ რიადმა” რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და “ჩემპვილს” რომმოუგებდა, მოსალოდნელი იყო. სერიის მესამე შეხვედრაში ცინცაძის გუნდს შანსი არ ჰქონია.

ქართველმა გამთამაშებელმა სეზონის ერთ-ერთი ცუდი შეხვედრა ჩაატარა. 28 წუთში ცინცაძემ 4 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 50დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 5 სამიანი კი ააცილა. ჩემპვილელთაგან საუკეთესო 18 ქულით ვლადან ვუკოსავლევიჩი იყო.

gbf.ge

ცინცაძის უშედეგო მატჩი და მეოთხედფინალის მარცხიანი დასაწყისი

გიორგი ცინცაძის “ჩემპვილი”, რომელმაც ლიბანის რეგულარულ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში პირველზე გასულ “ალ რიადს ხვდება”. სერია 3 მოგებამდეა, გუშინ კი პირველი მატჩი გაიმართა და ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა იოლად – 74:50იმარჯვა.

ცინცაძის გუნდი თითქმის უშანსოდაა, რადგან ობიექტურად ძლიერი შემადგენლობის გარდა “ალ რიადს” ის უპირატესობაც აქვს, რომ მოედნის უპირატესობა გააჩნია. პირველ მატჩში მასპინძლებმა “ჩემპვილს” შანსი არ დაუტოვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

ცინცაძემ ლიბანში ყოფნის მანძილზე ერთ-ერთი უშედეგო მატჩი ჩაატარა. 32 წუთში მან 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 8-ჯერ დაკარგა. ქართველმა უკანახაზელმა 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 8 სამქულიანი კი ააცილა.

სერიის მომდევნო მატჩი 27 აპრილს, “ჩემპვილის” მოედანზე გაიმართება.

gbf.ge

ცინცაძის “ჩემპვილმა” რეგულარული მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში “ალ რიადს” შეხვდება

ლიბანში რეგულარული ჩემპიონატის დასრულდა. ბოლო ტურში გიორგი ცინცაძის “ჩემპვილი” ლიდერ “ალ რიადს” შეხვდა და მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ მეოთხედფინალში სწორედ ამ გუნდს შეხვდება.

“ალ რიადს” გამარჯვება სჭირდებოდა საიმისოდ, რომ პირველ ადგილზე გასულიყო და ეს მოახერხა კიდეც – 78:65. წაგებულმა “ჩემპვილმა” კი მე-8 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, სწორედ “ალ რიადს” შეუწყვილდა.

რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს, მასში ცინცაძემ შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველ უკანახაზელზე ოდნავ უკეთესად იასპარესა ვლადან ვუკოსავლევიჩმა, რომელმაც 20 ქულა და  9 მოხსნა დააგროვა.

პლეი ოფი სტარტს 25 მაისს აიღებს. “ალ რიადი” – “ჩემპვილის” წყვილში მოედნის უპირატესობა ალრიადელებს აქვთ.

gbf.ge

 

ცინცაძის 23 ქულა და 9 პასი ლიბანის ჩემპიონატში

23 ქულა, 9 პასი, 6 მოხსმა, 1 ჩაჭრა  – გიორგი ცინცაძემ ლიბანის ჩმპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა ამით საკუთარი გუნდი წაგებას ვერ ააცილა. ქართველი უკანახაზელის „ჩემპვილი“ სტუმრად „ჰომენეტმს“ შეხვდა და 63:73 დამარცხდა.

ცინცაძემ 7-დან 5 სამქულიანი, 5-დან 2 ორიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი უკანახაზელის დარად, 23 ქულა დააგროვა ფილიპ ტაბეტმა, მაგრამ საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით ცინცაძე ჩემპვილელთაგან საუკეთესო იყო.

3 მოგებითა და 8 წაგებით „ჩემპვილი“ 10-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 22 მარტს მე-9 ადგილზე მყოფ „ბეჯეჰთან“ გამართავს.

ცინცაძეს გუნდის გამოცვლა სურს და “დონეცკის” მატჩებში აღარ მონაწილეობს

გიორგი ცინცაძეს ტრავმა, ან რამე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აწუხებს, თუმცა 2 მატჩია, მოედანზე არ გამოჩენილა. “დონეცკმა” VTB-ლიგაზე ჯერ რუსული “ენისეი” 92:71 დაამარცხა, შემდეგ ვილნიუსში “ლიეტუვოს რიტასსთან” 75:85 წააგო, თუმცა არც ერთ შეხვედრში ქართველ ლეგიონერს მონაწილეობა არ მიუღია.

ცინცაძის უთამაშებლობის მიზეზი ისაა, რომ მას გუნდის გამოცვლა სურს. გიორგი ორივე მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელს იგი არ დაუსაქმებია. ცინცაძეს შუა სეზონის დროს არაერთხელ გამოუცვლია გუნდი. რა იქნება ამჯერად, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

GBF.GE

ცინცაძის 7 პასი კიევში მოგებულ დრამატულ მატჩში

გიორგი ცინცაძის გუნდმა ქომაგებს მოულოდნელი სიურპრიზი შესთავაზა. ევროპულ კალათბურთში იშვიათად ხდება, როცა გუნდი ბოლო მეოთხედის წინ 17 ქულით აგებს და საბოლოოდ გამარჯვებას ახერხებს. სწორედ ამდენს აგებდა “დონეცკი” სტუმრად “ბკ კიევთან”, თუმცა ბოლო მეოთხედის 30:12 მოგება მოახერხა და საბოლოოდ 81:80 გაიმარჯვა.

ბევრი არ უთამაშია, თუმცა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი დაიდო ქართველმა უკანახაზელმა. ცინცაძემ თავი ძირითადად შედეგიანი გადაცემებით გამოიჩინა და იმ 13.21 წუთში, რაც მოედანზე იყო, 7 პასი გააკეთა. გიორგიმ სროლების განორციელებაც მოასწრო, თუმცა – დაბალი შედეგიანობით. მან 4 სამქულიანი ააცილა, 1 ორიანიკი ჩააგდო. 2 ქულას და 7 პასს ცინცაძემ თითო მოხსნა-ჩაჭრაც მოაყოლა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.

დონეცკელთაგან საუკეთესონი ტრადიციულად ბერნარდ კინგი (21 ქულა, 8 მოხსნა) და მარკო კილინგსვორტი (19 ქულა) იყვნენ. ძირითადმა გამთამაშებელმა, დარელ მიტჩელმა 27 წუთში 3 ქულა და 8 პასი მოაგროვა.

“დონეცკს” “ხიმიკის” მსგავსად 12 მოგება და 2 მარცხი აქვს და უკრაინული სუპერლიგის 1-2 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 31 იანვარს, “გოვერლასთნ” საკუთარ მოედანზე გამართავს.

gbf.ge