„ბულზმა“ და „ლეიკერსმა“ იმარჯვეს, „როკეტსი“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ღამით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამი წინასასეზონო მატჩი შედგა.

„ჩიკაგო ბულზმა“, რომლის შემადგენლობაშიც გამოჯანმრთელებულმა დერიკ როუზმა ითამაშა, „ინდიანა პეისერსი“ 6 ქულით დაამარცხა. „პეისერსის“ მხრიდან კარგი შედეგებით დევიდ უესტი და პოლ ჯორჯი გამოირჩნენ, რომელთა მონაგარმაც 14-14 ქულა შეადგინა. „ხარების“ რიგებში კი საუკეთესო ტაჯ გიბსონი აღმოჩნდა, რომელმაც 18 ქულის დაგროვება მოახერხა. რაც შეეხება როუზს, მისმა მაჩვენებელმა 13 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ჩიკაგო ბულზი“ 76:82 (19 : 23 | 22 : 21 | 23 : 14 | 12 : 24)

„პეისერსი“: უესტი (14 ქ. 4 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.); ჯორჯი (14 ქ. 5 მ. 2 გ. 1 ჩ. 1 ბ.), ჰიბერტი (11 ქ. 9 მ. 2 ჩ. 2 ბ.), ჰილი (8 ქ. 2 მ. 6 გ. 1 ჩ. 2 ბ.), სკოლა (7 ქ. 3 მ. 1 ბ.), გრეინჯერი (6 ქ. 2 გ.), სტივენსონი (5 ქ. 4 მ. 1 გ.), უოტსონი (3 ქ. 2 მ. 1 გ.), სლოუნი (2 ქ. 1 მ.), მაინმი (2 ქ. 4 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ს. ჰილი (2 ქ. 2 მ. 1 გ. 2 ჩ.), კრის კოუპლენდი (2 ქ. 1 ჩ), ორლანდო ჯონსონი (2 ქ.)

„ბულზი“: გიბსონი (18 ქ. 12 მ. 1 გ. 3 ბ.), დენგი (15 ქუ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.) როუზი (13 ქ. 2 მ. 3 გ. 2 ჩ.), ბატლერი (11 ქ. 6 მ. 2 გ. 3 ჩ. 1 ბ.) ჰაინრიკი (6 ქ. 8 მ. 2 გ. 1 ბ.), მოჰამედი (5 ქ. 6 მ. 1 გ. 3 ბ.), დანლივი-უმცროსი (4 ქ. 2 მ. 3 გ.), ტიგი (3 ქ. 1 გ.), მერფი (3 ქ. 4 მ. 2 გ.), ბუზერი (2 ქ. 7 მ. 1 გ. 1 ბ.), სნელი (2 ქ. 1 მ. 2 გ.)

ძალიან საინტერესო გამოდგა „ჰიუსტონ როკეტსისა“ და „ნიუ-ორლეანს პელიკანსის“ შეხვედრა, რომელიც ნიუ-ორლეანელებმა მხოლოდ ერთი ქულით მოიგეს და საბოლოო ჯამში, 115:116 იმარჯვეს.

„ჰიუსტონ როკეტსი„ – „ნიუ-ორლეანს პელიკანსი“ 115:116 (33 : 22 | 24 : 31 | 34 : 29 | 24 : 34)

„როკეტსი“: ჰარდენი (21 ქ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კასპი (20 ქ. 2 მ. 1 ბ.), ჰოვარდი (19 ქ. 9 მ. 3 გ. 1 ბ.), ჯონსი (13 ქ. 5 მ. 1 ჩ.), ბევერლი (12 ქ. 5 გ.), პარსონსი (11 ქ. 6 მ. 2 გ.), ლინი (11 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), მოტეიუნასი (4 ქ. 6 მ. 3 გ.), კოვინგტონი (4 ქ. 1 მ.), ბრიუესი (1 მ. 1 გ. 1 ბ.), ბრუკსი (1 მ. 1 გ.)

„პელიკანსი“: მოროუ (26 ქ. 5 მ. 1 გ.), დევისი (21 ქ. 3 მ. 2 ჩ. 2 ბ.), რივერსი (21 ქ. 1 მ. 5 გ. 2 ჩ.), ჰოლიდეი (13 ქ. 2 მ. 3 გ.), სმიტი (12 ქ. 5 მ. 2 გ. 2 ჩ), ონუაკუ (8 ქ. 7 მ. 1 ჩ. 1 ბ.), ევანსი (7 ქ. 2 მ. 1 გ.), ამინუ (4 ქ. 3 მ. 4 გ. 3 ჩ.), ჰეივორდი (2 ქ. 1 მ. 2 ჩ.), რომასი (2 ქ. 4 მ.), სტიმსმი (1 . 1 ბ.)

ახალი სეზონისთვის თავისი მოსამზადებელი მატჩი „ლოს-ანეჯელეს ლეიკერსმაც“ გამართა, რომლის მეტოქეც „გოლდენ სტიტ უორიორსი“ იყო. შეხვედრა კალიფორნიელთა 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. საუკეთესო მათ რიგებში ხავიერ ჰენრი იყო, რომელმაც 29 ქულის დაგროვება შეძლო. „უორიორსის“ რიგებიდან კი კლეი ტომპსონი გამოირჩა, რომლის მონაგარმაც 26 ქულა შეადგინა.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 104:95 (28 : 29 | 32 : 28 | 10 : 14 | 34 : 24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (29 ქ. 7 მ. 2 ჩ.), იანგი (17 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ჩ.), ფარმარი (12 ქ. 3 მ. 7 გ. 3 ჩ.), კამანი (10 ქ. 10 მ. 4 გ. 2 ბ.) საკრე (9 ქ. 2 მ. 1 გ. 1 ბ.), ბლეიკი (6 ქ. 2 მ. 3 გ. 1 ჩ.), უილიამსი (4 ქ. 5 მ. 1 გ.), ჰარისი (4 ქ. 1 მ.) ჰილი (3 ქ. 6 მ.), მიკსი (3 ქ. 1 გ.), ლენდრი (3 ქ. 2 გ. 1 ბ.), გადზურიჩი (2 ქ. 3 მ. 1 გ.), ჯონსონი (2 ქ. 3 მ. 1 გ)

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“: ტომპსონი (26 ქ. 1 მ. 1 გ.), იგუდალა (!5 ქ. 3 მ. 1 გ. 2 ჩ.), ბარნსი (10 ქ. 7 მ. 3 გ. 2 ჩ.), ლი (10 ქ. 4 მ. 5 გ. 1 ბ.), ბოგური (7 ქ. 12 მ. 1 გ. 1 ჩ.), კარი (5 ქ. 4 მ. 2 გ. 2 ჩ.), დუგლასი (5 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ.), სპეიტსი (4 ქ. 5 მ.), ბეიზმორი (4 ქ. 1 ბ.), დედმონი (2 ქ. 2 მ.), ჯონსი (2 ქ. 1 გ. 2 ჩ.), გრინი (2 ქ. 6 მ. 3 გ. 1 ჩ. 1 ბ.), კატი (1 გ.)

ალექსანდრე მატევოსოვი

„უორიორსის“ ხელმძღვანელობამ პატიმრებთან ითამაშა

„უორიორსის“ მენეჯერები დროს ტყუილად არ კარგავენ. გუშინ, ისინი გოლდენ სტეიტის ერთ-ერთი ციხის პატიმრებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. წარმოგიდგენთ ამის ამსახველ ვიდეო მასალას.

`

კუზმიჩმა „უორიორსთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

როგორც Inside The Warriors-ი წერს, გუშინ, ცენტრმა ოგნენ კუზმიჩმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ცნობილია, რომ მხარეებმა ჯერჯერობით არაგარანტირებული შეთანხმება გააფორმეს.

ცნობისთვის, 23 წლის მოთამაშე, რომელიც გასულ სეზონში ესპანურ „უნიკახაში“ გამოდიოდა, გასული წლის დრაფტზე „უორიორსის“ ხელმძღვანელებმა 52-ე ნომრად აირჩიეს.

ალექსანდრე მატევოსოვი