“ბარსელონა” არტურ მელოს დამატებასთან ძალიან ახლოსაა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” გუნდში კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის ახორციელებს. საუბარია “გრემიოს” ახალგაზრდა ნახევარმცველზე, არტურ მელოზე.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა უკვე ყველაფერი შეათანხმეს და ტრანსფერი 95 პროცენტით შემდგარია – მხოლოდ გარკვეული ფორმალური საკითხებია მოსაგვარებელი.

UOL-ის ცნობით, 21 წლის არტურმა “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ბრაზილიურ კლუბში 2019 წლამდე უნდა დარჩეს. ტრანსფერის ფასად კი 30 მილიონი ევრო სახელდება.

“ბარსელონა” “გრემიოს” არტურის სანაცვლოდ 30 მილიონს სთავაზობს

უცხოურ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” გუნდში კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. საუბარია “გრემიოს” ახალგაზრდა ნახევარმცველზე, არტურ მელოზე.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური გიგანტები გასულ წელსაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს 21 წლის ფეხბურთელის ოჯახთან. “ბარსელონას” ამ ტრანსფერის განხორციელება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სურს.

თავად ფეხბურთელი ამ ტრანსფერის მომხრეა, ისევე როგორც კლუბი. ერთადერთი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ტრანსფერის ფასია – არტურის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონია მითითებული, კატალონიელები კი ოფიციალურ წინადადებაში “გრემიოს” 30 მილიონ ევროს სთავაზობენ.

“გრემიოს” მწვრთნელი: “ახალ თაობას რონალდუ მოსწონს, ძველი ჩემზე გააკეთებს არჩევანს”

ხვალ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” “გრემიოს” დაუპირისპირდება.

ბრაზილიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რანტაო გაუჩომ, რომელიც 1980-იან და 1990-იან წლებში სხვადასხვა სამხრეთამერიკულ გუნდში გამოდიოდა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუს შეადარა თავი.

“დღევანდელი თაობა რონალდუს უყურებს და მისი თამაში მოსწონს. მათ მე არ ვუნახივარ. თუ წინა თაობას ჰკითხავთ, ისინი ჩვენი შედარების დროს, სხვა რამეს გეტყვიან. მათ ჩემი მატჩები ნანახი აქვთ.. შესაბამისად, ისინი მე სწორად შემაფასებენ. მინდა, წარმოვიდგინო რონალდუ იმ გუნდებში, რომლებშიც მე ვთამაშობდი. საინტერესო იქნებოდა, მოიგებდა თუ არა ის ჩემპიონატებს.”

“ახლა “რეალი” კვირაში ერთ დაპირისპირებას ატარებს. მათი მოედნის საფარი საოცარ მდგომარეობაშია.ხოლო, პორტუგალიელს ჰყავს გუნდელები, რომლებიც ნამდვილი მონსტრები არიან. ასე თამაში მარტივია. რონალდუც მონსტრია. ის მშვენიერი ფეხბურთელია. თუმცა, ის თავის ძალაზე მუშაობს და დიდი ტექნიკა არ აქვს. უბრალოდ დააკვირდით: როცა იგი მარცხენა ფლანგს ტოვებს, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. მე უფრო მრავალფეროვანი ვიყავი, როცა მარჯვნივ ვთამაშობდი. ასევე, ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე ასპარეზობაც შემეძლო,” – აცხადებს გაუჩო.

“გრემიოს” ფეხბურთელმა წლის ყველაზე კურიოზული ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო)

17 მაისს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “კორიტიბამ” საკუთარ მოედანზე “გრემიო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 34-ე წუთზე, “გრემიოს” ფეხბურთელმა ფრიქსონ ერასომ საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანა.

“გრემიოს” ფეხბურთელმა კუთხურიდან ჩაახვია (ვიდეო)

8 მარტს, ბრაზილიაში “გრემიოსა” და “კასიასს” შორის გამართულ მატჩში (3:1), დუგლასმა მეტოქის კარში გოლი კუთხურიდან გაიტანა.

“გრემიოს” ფანებმა “სანტოსის” მეკარეს რასისტული შეურაწყოფა მიაყენეს

29 აგვისტოს ბრაზილიის ჩემპიონატში “გრემიომ” საკუთარ მოედანზე “სანტოსი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში “გრემიოს” ფანებმა “სანტოსის” მეკარე არანიას რასისტული შეურაწყოფა მიაყენეს.

ოფიციალურად: სკოლარი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელმაც “სელესაო” 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდა.

ფეხბურთის ბრაზილიელმა სპეციალისტმა “გრემიო” ჩაიბარა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ სკოლარი “გრემიოს” 1987 და 1993-დან 1996 წლამდე თავკაცობდა. ამ ხნის განმავლობაში მან ბრაზილიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ლიბერტადორესის თასი მოიგო.

ბრაზილიის სერია А-ს XII ტურის შემდეგ აღნიშნულ გუნდს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი აქვს დაკავებული და ლიდერ “კრუზეიროს” 9 ქულით ჩამორჩება.

 

ელანო “ფლამენგოშია”

32 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი ბრაზილიის სერია ა-ს გუნდ გრემიოში გაატარა, მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო და 3 გოლიც გაიტანა, თუმცა ფეხბურთელი გრემიოში თავს კარგად ვერ გრძნობდა, ხოლო თავის მხრივ კლუბს ელანოს მაღალი ანაზღაურება არ აკმაყოფილებდა. უცხოური პრესის ინფორმაციით ელანო ფლამენგოში გადაბარგდა და ხელშეკრულებას ხელს უახლოეს მომავლაში მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ევროპაში დონეცკის “შახტარისა” და “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

“ანტი-პანენკა”: ალეშანდრე პატოს საშინლად შესრულებული პენალტი დიდამ აუღო

24 ოქტომბერს, ბრაზილიაში, ბრაზილიის თასის მეოთხედფინალის მატჩი გაიმართა. “გრემიომ” საკუთარ მოედანზე “კორინთიასი” მიიღო. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა. საბოლოოდ, საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც “გრემიოს” ფეხბურთელებმა უკეთ იმოქმედეს – 3:2.

რიგით ბოლო პენალტის შესრულება ალეშანდრე პატოს მოუწია. ყოფილმა “მილანელმა” თერთმეტმეტრიანის შესრულება პანენკას სტილში სცადა, თუმცა მან ეს ყოველივე საშინლად გააკეთა, ბურთი კი ასევე “მილანის” ყოფილმა მეკარემ, ნელსონ დიდამ ხელებში დააფიქსირა.