26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “სელტიკი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე, ფრედი გუარინმა გაიტანა.
1 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში “სასუოლომ” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მილანელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მაურო იკარდი “ინტერის” გულშემატკივრებთან მივიდა და ერთ-ერთი გულშემატკივარს თავისი მაისური გადაუგდო, თუმცა არგენტინელ თავდამსხმელს მაისური უკანვე დაუბრუნეს.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, გულშემატკივრები ფეხბურთელებს იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი ბოლომდე არ იხარჯებიან.
“ინტერის” ნახევარმცველ ფრედი გუარინს მილანურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
შეგახსენებთ, რომ იანვარში გუარინის ფაქტობრივად “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდა, თუმცა მოლაპარაკება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
“პრეზიდენტთან ერთად ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებული ამბების შემდეგ, უფრო მეტი უნდა ვიმუშავო, რომ გულშემატკივრების ნდობა დავიბრუნო. ვიცი, რომ ინტერს ვჭირდები. იანვრის მოვლენებმა გამაძლიერეს და როგორც ფეხბურთელი და პიროვნება გავიზარდე” – განცხადა გუარინმა.
“ინტერის” ნახევარმცველი ფრედი გუარინი მილანურ კლუბთან კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს. იტალიური პრესის ცნობით, გუარინის აგენტმა “ინტერთან” მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი მხოლოდ იმ პირობით დარჩება “ინტერში”, თუ ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
სწორედ ასეთ პირობებს სთავაზობდა ფეხბურთელს “იუვენტუსი”, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ ტურინულ კლუბში გუარინის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მილანის “ინტერის” ნახევარმცველით, ფრედი გუარინის გადაბირებით არის დაინტერესებული, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ფაქტობრივად “იუვენტუსის” ფეხბურთელი იყო, თუმცა შეთანხმები არ შედგა.
ინგლისური პრესის ცნობით, “ინტერი” მზად არის შეელიო გუარინს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერი” მის სანაცვლოდ ხავიერ ერნანდესს დათმობს.
გუარინის სამსახურით ასევე ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულები.
მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ვუჩინიჩი-გუარინის არშემდგარი ბარტერის შესხაებ განცხადება გააკეთა
ტოჰირი: ”დიახ,გადაწყვეტილება მე შევცვალე და ჩავშალე ვუჩინიჩი – გუარინის ტრანსფერი გაოფიციალურებამდე რამდენიმე წუთით ადრე. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, ვინაიდან ”ინტერისთვის” უმჯობესი იქნება თუ გუარინი ”ნერაძურიში” დარჩება. ჩვენ ეს ფაქტი უნდა დავივიწყოთ და ვეცადოთ ისეთი ფეხბურთელების შეძენას , რომელიც გუნდს გამოადგება. ”
“იუვენტურის” და “ინტერი” ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ. იტალიური პრესის ცნობით “ინტერში” მირკო ვუჩინიჩი გააგრძელებს კარიერას, ხოლო “იუვენტუსში” ფრედი გუარინი გადავა.
შეთანხმების საფუძველზე ერთ-ერთი კლუბი თანხას არ გადაიხდის. ვრცელდება ცნობა, რომ ვუჩინიჩი უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს და მილანში გასამგზავრებლად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” ვუჩინიჩის “არსენალში” იჯარით გაშვებაზე უარი თქვა.
მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ვოლტერ მაცარი აცხადებს, რომ მას ფრედი გუარინის “ნერაძურიში” დარჩენა სურს.
შეგახსენებთ, რომ გუარინს იტალიური პრესა “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ჩელსისთან” აკავშირებს.
“რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ფრედი ჩვენთან დარჩეს. თუმცა, თუ ის გაიყიდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბმა ფინანსურად სარგებელი მიიღო”, – ამბობს 52 წლის იტალიელი სპეციალისტი.
გრძელდება მოლაპარაკება “ინტერსა” და “ჩელსის” შორის ფრედი გუარინის ტრანსფერთან დაკავშირებით.
უკანასკნელი ინფორმაციით, ლონდონელებმა მილანურ კლუბს 13 მილიონი შესთავაზეს, რაზეც “ინტერის” ხელმძღვანელობამ უარი თქვა. თუმცა, Football Italia – ის ინფორმაციით, არისტოკრატებმა 15 მილიონამდე გაზარდეს სატრანსფერო თანხა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ტრანსფერის განხორციელებას ხელს თავად გუარინის მოთხოვნებიც უშლის ხელს.
მილანის “ინტერის” ფეხბურთელმა, ფრედი გუარინმა ლონდონის “ჩელსის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო შეაქო და თქვა, რომ ის საუკეთესო მწვრთნელია.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელ ნახევარმცველს იტალიური პრესა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ჩელსიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებს.
“მოურინიო? უდაოა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ის ფეხბურთელებთან მშვენიერ ურთიერთობას ამყარებს, რაც რა თქმა უნდა, დიდი პლუსია”, – ამბობს გუარინი.
მილანის “ინტერის” და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ფრედი გუარინი, რომლის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს, ქების სიტყვებს არ იშურებს “არისტოკრატების” მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ. ინფორმაცია “ჩელსის” ინტერესის შესახებ თავად გუარინმა გაავრცელა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე “ინტერში” აპირებს დარჩენას. “მოურინიო” ის უბრალოდ საუკეთესო მწვრთნელია” – განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.
მიმდინარე სეზონში გუარინმა სერია ა-ს ჩვიდმეტ ტურშიი მიიღო მონაწილეობა და სამი გოლის გატანა მოახერხა.
ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.
1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)
27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)
33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)
28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)
ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.
5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)
მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.
ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი
1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)
დიტო ჭიჭინაძე