დღეს, ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მე-11 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდები ლანჩხუთში იქაურ ს.კ. „გურიას“ თანატოლებს შეხვდნენ.
რევაზ კვერნაძის გაწვრთნილმა 16-წლამდელმა ტორპედოელებმა მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან გოლები პირველივე ტაიმში ჯემიკო ზარნაძემ და ივიკო ძოძუაშვილმა(2) მიითვალეს. ამ გამარჯვებით ჭაბუკებმა ბოლო 18 შესაძლებლობიდან 16 ქულა მოიპოვეს და მე-4 ადგილიც გაიმყარეს.
„ტორპედო U-16”: კიკნაძე(მუკბანიანი 50), ჯინჭარაძე(შარვაშიძე 40), გოგიაშვილი, ხინჯაკაძე, გულბიანი(აბულაძე 50), დავითულიანი, მაღლაკელიძე(კალანდია 50), ზარნაძე, წულაია, ძოძუაშვილი(ბაქრაძე 45), კუხიანიძე(ბზიკაძე 55).
მორიგი მატჩი მოიგეს აკაკი კვერნაძის შეგირდებმაც, რითაც გუნდმა ამ ასაკობრივი ტურნირის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა უახლოეს მდევარ „საბურთალოს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ, რომელიც საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. თავიდან ორბურთიანი უპირატესობა ქუთაისელებმა შეიქმნეს, ომარ ჭიჭინაძისა და ზაურ ჟღენტის გოლებით, მაგრამ მასპინძლებმა ეს სხვაობა მეორე ტაიმში ნულამდე დაიყვანეს 2:2. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა უკან არ დაიხიეს და ჯერ ზაურ გოგუაძემ გამოიჩინა თავი, რომელმაც გაცუდებული პენალტის(1:2-ზე, მეკარემ მოუგერია) გამო შეცდომა გამოასწორა, შემდეგ კი ზაურ ჟღენტმა შეასრულა დუბლი და საბოლოო ანგარიშიც 4:2 დაფიქსირდა.
„ტორპედო U-18”: გეგუჩაძე(სულაბერიძე 88), წიქარიშვილი, ბურჯანაძე, ჯოხაძე, ზაქარიაძე(მელაძე 27, ჭანია 46), ხვიჩია, საღრიშვილი, გოგუაძე(ღარწკია 86), ო. ჭიჭინაძე(ჭოხონელიძე 86), იონანიძე(ჯავახაძე 70), ჟღენტი(სილაგაძე 86).
FCTorpedo.GE