ლანჩხუთში გასამართი მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 2014 წლის 6 მაისს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და “გურია” ერთმანეთს სულ სამჯერ, აქედან პირველად გასული წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

გურულთა და მარგველთა მორიგი შეხვედრა 2013 წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ გატანილი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა ისევ 1-0 გაიმარჯვეს.

ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 5 აპრილს შედგა.იმის მიუხედავად, რომ მატჩი ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს – სტუმართა კარის ბადეში ბურთი ლევან შარიქაძემ გადაგზავნა.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილიბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძელაშა  ჩალაძედავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.

“გურიასა” და “ზესტაფონს” შორის მაისს გასამართი შეხვედრა, რომელსაც გორელი არბიტრი ხვიჩა გაგნიძე განსჯის, 17:00საათზე დაიწყება.

 საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მინდია ბობღიაშვილი: “ფეხბურთელების დავალიანება უკანა პლანზე გადაიტანეს”

ლანჩხუთის “გურია” კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ფეხბურთელების თქმით, მათ სახელფასო დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარეს. ვითარებაში უკეთესად გარკვევის მიზნით “გურიას” მეკარეს, მინდია ბობღიაშვილს დავუკავშირდით.

 

– ფინანასური პრობლემები უკვე ერთი წელია გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოთმინება ამოიწერა, როდესაც ფედერაციამ კლუბს 200 000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა ამ დროს ფეხბურთელების დავალიანება უკანა პლანზე გადაიტანეს. ფეხბურთელების, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სიცივეში, მშივრები და ყველანაირი პირობების გარეშე თავს ვდეთბდით “გურიისთვის” და მისი გულშემატკივრებისთვის. აღმოჩნდა, რომ გუნდში ჩვენს დავალიანებაზე მნიშვნელოვანი პრობლემებიც ყოფილა. 

გაფიცვას არ ვაპირებთ, თამაშებზე გავალთ და სეზონსაც ჩავამთავრებთ. უბრალოდ გვინდა, რომ სიმართლე გაირკვეს. ჩვენი ოფლით და შრომით მოვედით და გულშემატკივრებს ვცემთ პატივს, თორემ რადიკალურ ზომებსაც მივიღებდით.  

სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ფეხბურთის სიყვარულზე, ერთ-ერთი თანამდებობის პირი ფეხბურთში ინვესტირების ნაცვლად ნაგვის ურნების დამონტაჯებას აპირებს. 

– კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგებიც ასეთი ვითარებით ხომ არ არის გამოწვეული? 

– ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებ, თუმცა გუნდი ძალიან გვიან შეიკრიბა და მოსამზადებელი ეტაპი ჩაგვივარდა, რაც არასწორი მიდგომის გამო ხდება.

ჩემი აზრრით, პირველი წრის გუნდი რომ შეგვენარჩუნებინა, საპრიზო ადგილებისთვის შევძლებდით ბრძოლას.

–  თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

– იმედია, ახალი სეზონიდან გამოსწორდება მდგომარეობა. ლანჩუთელი გულშემატკივარი ამბიციურ გუნდს იმსახურებს. მიუხედავად იმისა ვიქნები თუ არა ამ გუნდში, ყოველთვის დავრჩები “გურიას” გულშემატკივარი. 

შემოთავაზება ორი კლუბიდან მაქვს და ვნახოთ რა გამოვა. ჯერჯერობით ლანჩუთში დაველოდები სიტუაციის გამოსწორებას. 

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ახლანდელი და პირველი წრის გუნდის სინთეზი მოხდეს. დამიჯერეთ, საქართველოს ჩემპიონატს კიდევ ერთი კარგი გუნდი შეემატება. 

მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ლანჩხუთში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ ადგილობრივ გურიას 2:1 აჯობა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: მოსალოდნელი იყო, რომ რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდოდა. გურია სწრაფი გუნდია და კარგად მოძრაობს მოედანზე, პლუს ამას სახლის ფაქტორიც დაემატა. პირველი გატანილი გოლის შემდეგ გუნდი ოდნავ მოეშვა, რასაც საპასუხო გოლი მოჰყვა. მეტად გვმართებს კონცენტრაცია ყოველ სათამაშო ეპიზოდში. გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი გამოცოცხლდა, საბოლოოდ გავიტანეთ და მატჩის სადავეები აღარ გაგვიშვია ხელიდან.

FCDinamo.ge

გურია VS დინამო – ურთიერთშეხვედრები

27 აპრილს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის ოცდამერვე ტურის შეხვედრას სტუმრად, ლანჩხუთში გურიას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება და მატჩის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 24 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 19 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 73/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 25 მარტს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ, მარცვალაძემ და გლიშიჩმა გაიტანეს.

FCDinamo.GE

“დინამოს” დუბლებმა “გურია” დაამარცხეს

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის XXV ტურის შეხვედრაში დინამოს დუბლებმა გურიას დუბლები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. შეხვედრაში ანგარიში 24- ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით არჩილ მესხმა გახსნა. ტაიმის მიწურულს 43- ე წუთზე ზურაბ თევზაძემ ტრადიციულად თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე ნახევარში არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა ამ მოგებით 58 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

დინამო (დუბლები)  2:0  გურია (დუბლები)

გოლები: 1:0 ა. მესხი 24’ (პენ)  2:0 თევზაძე 42’

დინამო (დუბლები): კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, თევზაძე, მარაქველიძე (გურეშიძე 46), ქიქავა, კვერნაძე (ც. მესხი 70), ქაჯაია (ვეკუა 59), კობახიძე, დიასამიძე (ლაშხია 46), ა. მესხი (კვარაცხელია 63)

გურია (დუბლები): იმერლიშვილი, ლაბაძე, ინგოროყვა, წილოსანი, სანაძე, ბ. წერეთელი, ნ. წერეთელი, ნარიაშვილი, ახალაია, ბახია, კოხრეიძე

FCDinamo.GE

“ზესტაფონის” ბოლო წუთზე მოპოვებული გამარჯვება

2014 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ ტურის დასკვნით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ლანჩხუთის ”გურიას” უმასპინძლა

იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთის სპეციალისტთა და გულშემატკივართა უმეტესობა დღევანდელ შეხვედრაში უპირობო ფავორიტად ზესტაფონელებს მიიჩნევდა, ლანჩხუთელებთან შეხვედრა საკმაოდ მძიმე გამოდგა და იმერელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ მხოლოდ არბიტრ ბაკურ ნინუას მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე იხილა …

მატჩი ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო და უკვე დებიუტში კარის აღების ზედიზედ ორი შესაძლებლობა ვახტანგ ჭანტურიშვილს მიეცა – პირველ ეპიზოდში ზესტაფონელთა ნახევარმცველის უძლიერესი დარტყმა სტუმართა კარის ძელს მოხვდა, მეორე დარტყმული კი ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მასპინძლები გამუდმებით უტევდნენ ლანჩხუთელთა კარს და მომენტებსაც მრავლად ჰქმნიდნენ – სულ ოდნავ დააკლდა მიზნის მისაღწევად თედო გრიგალაშვილს, გიორგი კუხიანიძის შორიდან გასროლა ოდნავ არაზუსტი გამოდგა, გიორგი ფანცულაიას სახიფათო ჩაწოდების შემდეგ კი კარგად ითამაშა გურულთა გოლკიპერმა მინდია ბობღიაშვილმა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სტუმართა კარის დარაჯს კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება – ბობღიაშვილმა ნიკა საბანაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია. მალევე გიორგი ფანცულაია დაემუქრა სტუმართა კარს, თუმცა მასპინძელთა ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. იქვე, გიორგი კუხიანიძის შორიდან გასროლის შემდეგ, ბურთი კიდევ ერთხელ მოხვდა ლანჩხუთელთ კარის ძელს…

გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო ლევან შარიქაძე, რომელსაც მინდია ბობღიაშვილმა ჯერ სახიფათო თავური, შემდეგ კი ახლოდან უძლიერესად დარტყმული სასწაულებრივად აუღო. მიზანთან ახლოს იყვნენ თორნიკე კაპანაძე, ავთო ენდელაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი… სტუმართა მეკარესთან პირისპირ გასული თეიმურაზ ღონღაძის დარტყმის შემდეგ კი ბურთმა მესამედ “მოძებნა” ლანჩხუთელთა კარის ძელი…

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მარგველებმა წამოიწყეს კიდევ ერთი მწვავე შეტევა, რომლის დასკვნით ნაწილში სტუმართა ერთ-ერთმა მცველმა ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელით შეაჩერა, თუმცა არბიტრმა მასპინძელთათვის მხოლოდ კუთხურის ჩამოწოდების უფლება “გაიმეტა”. კუთხურიდან ბურთის ჩამოწოდების შემდეგ, მას ავთო ენდელაძე დაეუფლა და რომ არა მცირე უზუსტობა, იმერელ ნახევარმცველს ნამდვილად შეეძლო თავის გამოჩენა …

შეხვედრის მეორე ნახევრის განმავლობაში სტუმრები სათამაშო ტემპის დაგდებასა და მატჩის არასასურველი სცენარით მიმდინარეობის სათავისოდ შემოტრიალებას საკუთარი სამედიცინო შტაბის მოედანზე ხშირი “გამოძახებით” ცდილობდნენ. აქედან გამომდინარე, ბაკურ ნინუამ ძირითად დროს 6 წუთი დაუმატა…

ზესტაფონელი ქომაგების შეძახილებით შეგულიანებული მასპინძლები გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ და მეორე დამატებულ წუთზე მიზანს მიაღწიეს კიდეც – ვახტანგ ჭანტურიშვილის სახიფათოდ დარტყმული სტუმართა მეკარემ უხერხულად მოიგერია და ლევან შარიქაძემ ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა ნახევარმცველის დარტყმულმა მიმართულება სტუმართა მცველ ლევან ქურდაძის ფეხთან კონტაქტის შემდეგ შეიცვალა.

მასპინძლებმა დღევანდელი შეხვედრის ბოლო წუთებიც შეტევაში გაატარეს და გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ ბურთი მეოთხედ მოხვდა ლანჩხუთელთა კარის ძელს. მალევე არბიტრის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა და ზესტაფონელთა მძიმე, თუმცა ძალიან საჭირო გამარჯვება დააფიქსირა – 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გურულებთან მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 2014 წლის 5 აპრილს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და “გურია” ერთმანეთს სულ ორჯერ, აქედან პირველად გასული წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილიბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძელაშა  ჩალაძედავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.

ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა 1-0 გაიმარჯვეს.

“ზესტაფონსა” და “გურიას” შორის აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ქუთაისელი არბიტრი ბაკურ ნინუა განსჯის, 18:00საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“დინამოს” ლოგიკური გამარჯვება

“დინამო არენაზე” გამართულ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩში თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის დებიუტში მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისალ. კარის აღების პირველი შესაძლებლობა “დინამოს” ფეხბურთელებს 24-ე წუთზე მიეცათ, თუმცა ჩისკა-მერებაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. რამდენმე წუთში უკვე ესპანელ ლეგიონერს შეეძლო თბილისური გუნდი დაწინაურება, მაგრამ ჩისკოს ბობღიაშვილმა აჯობა.

“დინამოელთა” უპირატესობა ტაიმის ბოლოს ანგარიშზე მაინც აისახა. ჩისკომ ლანჩხუთელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და უმაღლეს ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა.

გურულებმა 43-ე წუთზე უპასუხეს დინამოელებს. კვირტიას ფლანგურ გარღვევას საჯარიმო მოედანზე მოჰყვა გადაცემა, სადაც დასწრებაზე მასპინძელთა მცველებმა ყურადღებით ითამაშეს.

მეორე ნახეარში “დინამოს” უპირატესობა თვალსაჩინო იყო. ტაიმის დაწყებიდან სულ რაღაც 4 წუთში ანგარიში 2:0 გახდა. “დინამოს” შემადგენლობაში პირველად გაიტანა ოთარ მარცვალაძემ. გორგიაშვილის და ჩისკოს დარტყმებს ბობღიაშვილი გადაეღობა, თუმცა მარცვალაძემ დამატებაზე ითამაშა კარგად და თავისი გუნდი უპირატესობა გაზარდა.

დარჩენილ დროში მოედანზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. 82-ე წუთზე კი, შეცვლაზე შესულმა დარკო გლიშიჩმა ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

 

დავით მახარაძე (გურია):  ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. თავიდანვე მეორე ნომრად ავირჩიეთ თამაში. ჩვენს შეცდომას სამწუხაროდ გოლი მოყვა და მერე ყოველი ჩვენი შეტევა სახიფათო კონტრშეტევით დასრულდა. მეორე ტაიმში დინამომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

 

მალხაზ ჟვანია (დინამო): ჩვენის მხრიდან ვუსამძიმრებთ გურიას დირექტორს. თამაშს რაც შეეხება ბურთის კონტროლი უკეთესი იყო, თუმცა მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და საბოლოოდ ვიმარჯვეთ.

 

დინამო 3:0 გურია

გოლები:  1:0 ჩისკო 37’  2:0 მარცვალაძე 49’  3:0 გლიშიჩი 82’

დინამო: ლორია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 60), მერებაშვილი (გოგა 76), ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, მარცვალაძე (გლიშიჩი 81), რეხვიაშვილი, ჩისკო, გველესიანი, ძარია

გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, ნ. კილაძე, მეგრელიშვილი, ძამსაშვილი (ტეიდი 64), გაჩეჩილაძე, ე. კილაძე (ჩუენსუ 46), შენგელია (ნიქაბაძე 64), კვირტია, კვერენჩხილაძე, ისიანი

 

10147750_259216127594199_701199572_o

1596578_259212857594526_7485760_o

10149093_259212820927863_1412526146_o10146891_259215357594276_337493971_o

1092515_259210994261379_2056149925_o

10148413_259216114260867_1283679617_o

10150446_259211014261377_1382493822_o

1604352_259212837594528_1149122588_o

10149117_259216367594175_580331936_o

 

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

დინამო VS გურია – მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXIII ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ. მატჩი 25 მარტს 18:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კომეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. გასულ სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

მწვრთნელი და გურია

პირველი წრის შემდეგ ლანჩხუთის გურიას ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში– დავით მახარაძე. განახლებულ ჩემპიონატში ორი მოგება და ორი მარცხი. ამ ექვსი ქულით დაბევებული ადგილი ზედა ექვსეულში.

 დინამომდე

ჩემპიონატის განახლების შემდეგ გურიამ 4 შეხვედრა ჩაატარა. დაამარცხა გორის დილა 3:1, დამარცხდა ცხინვალის სპარტაკთან 0:1, აჯობა ჩიხურას 2:0 და მარცხი ზუგდიდთან 0:2.

დინამო VS გურია

 

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 23 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 18 მოგება, 3 ფრე და 2მარცხი. ბურთების შეფარდება 70/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 5 დეკემბერს თბილისში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ, მერებაშვილმა და დვალმა გაიტანეს.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაცისს გამო, ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ დააკლდება.

დინამო VS გურია – მსაჯი

უმაღლესი ლიგის XXIII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი თბილისში ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ბ. ჭიჭინაძე. სათადარიგო მსაჯი ლ. სილაგავა. ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 24 მარტს გამართული – სასკო 4:3 ჭიათურა იმსაჯა. შეხვედრამ ისე ჩაიარა, რომ არბიტრს არც ერთი ფეხბურთელი არ გაუფრთხილებია. ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს ამა წლის 9 მარტს იმსაჯა. მატჩის დროს კრიჭაშვილმა ტორპედოელი ტუღუში გააფრთხილა.

გურიასავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბობღიაშვილი – ქურდაძე, მეგრელიშვილი, გაჩეჩილაძე, ჩუენსუ – ვ. ხორგუაშვილი, ძამსაშვილი, ნ. კილაძე, გაგნიძე – ისიანი, კვერენჩხილაძე

FCDinamo.GE

უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

“ტორპედო” – “გურია” 1:1

საკონტროლო მატჩების ჩატარებას აგრძელებს ქუთაისის „ტორპედო“, ქუთაისურმა გუნდმა დღეს საწვრთნელი ბაზის ხელოვნურ მინდორზე უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე მყოფი დავით მახარაძის დამოძღვრილი ლანჩხუთის „გურია“ მიიღო.

შეხვედრაში, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო დაგეგმილზე საკმაოდ გვიან დაიწყო, გამარჯვებული არ გამოვლენილა, რამეთუ გუნდებმა შედეგიანი პენალტები გაცვალეს. 70-ე წუთზე, ქუთაისელთაგან მამუკა ღონღაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა უშეცდომოდ. ორ წუთში კი „გურიადან“ გიორგი გაგნიძემ გვიპასუხა საპირისპირო საპენალტო ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით – 1:1.

გუნდების შემადგენლობები – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=227

მომდევნო სპარინგ-მატჩს რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდი 11 თებერვალს, ისევ საკუთარ ბაზაზე, ამჯერად კი საჩხერის „ჩიხურასთან“ ჩაატარებს.

FCTorpedo.GE

“გურია” – “ადელი” ფრედ დასრულდა

ლანჩხუთის ,,გურიამ” მეორე ამხანაგური მატჩი ბათუმში ,,ადელთან” ჩაატარა და ფრედ 1:1 დაასრულა.

გურულებმა მატჩში შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს:

ბობღიაშვილი, ჩასემი, ბერიანიძე, ნ. კილაძე, ვ. ხორგუაშვილი, ჭეიშვილი, ძამსაშვილი, ბააკაშვილი, ი. კილაძე, პ. ხორგუაშვილი, გაგნიძე;

შეცვლაზე შემოვიდნენ: გოგუაძე, ბელქანია, ინგოროყვა, ბენჟამენი, ჟღენტი, გაჩეჩილაძე, ნ. ნარიაშვილი, სტამენკო.

ორივე გოლი თამაშის პირველ ნახევარში გავიდა. თამაშის სტარტზე ჯერ მასპინძლები დაწინაურდნენ, ხოლო “გურიას” ახალწვეულმა გაგნიძემ მალევე გაათანაბრა.

მორიგი სპარინგ-მატჩი სავარაუდოთ 9 თებერვალს გაიმართება. “გურიას” მეტოქეობას ქუთაისის “ტორპედო” გაუწევს.