“სუარესმა” ლონდონის მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო

ოქტომბრის დამლევს ლონდონი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად გადაიქცა. ქალაქში “ბარსელონას” ფორვარდ ლუის სუარესის ზომბი გამოჩნდა და გამვლელების დაშინებას შეუდგა. ურუგვაელი ფეხბურთელის მსხვერპლთა რაოდენობაც უმალ გაიზარდა.

ალბათ, მიხვდით, რომ ეს ყველაფერი ჰელოუინის ტრადიციულ დღესასწაულს უკავშირდება, იდეის ორგანიზატორი კი “ფუტბოლ დეილი” გახლავთ.

როგორ აღნიშნავენ ჰელოუინს „ტოტენჰემის“ მოთამაშეები

„ტოტენჰემის ჰოთსპურის“ ოფიციალურმა გვერდმა საკმაოდ სახალისო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობდა კაილ უოკერი ლონდონური კლუბის მოთამაშეების შეშინებას. უოკერმა სანდრო კორდეიროს, ანდროს ტაუნსენდის, ჯერმეინ დეფოსა და ეურელიო გომესის შეშინება მოახერხა, რასაც იან ვერტონგენსა და ემანუელ ადებაიორზე ვერ ვიტყვით.