“ჰამბურგი” გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტს არ გამოისყიდის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება მოუწევს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ჰამბურგი” 22 წლის ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტს არ გამოისყიდის. შესაბამისად, ზაფხულში ჩაკვეტაძეს “გენტში” დაბრუნება მოუწევს.

გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” იჯარის წესით ზამთრის პერიოდიდან თამაშობს. მან გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ათი არასრული მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ქართველ ფეხბურთელსა და “გენტს” შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.

ჰალილოვიჩი უკან, ესპანეთში ბრუნდება

“ბარსელონას” ექს-ფეხბურთელი, ალენ ჰალილოვიჩი ძალიან ახლოსაა ესპანურ ლა ლიგაში დაბრუნებასთან. gianlucadimarzio.com-ის ცნობით, 20 წლის ჰალილოვიჩის გადაბირებას “ლას პალმასი” ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა “ბარსელონა” გასულ ზაფხულს დატოვა იმ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომელიც გერმანულმა “ჰამბურგმა” გადაუხადა “ბლაუგრანას”.

თუმცა ახალგაზრდა ჰალილოვიჩმა ბუნდესლიგაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ახლა უკან, ესპანეთში აპირებს დაბრუნებას (არენდის წესით).

“ვესტ ჰემისა” და “ევერტონის” სამიზნის არენდით აყვანა “ლას პალმასს” 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ზაფხულში კი მისი 5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

“ბარსელონაში” შიშობენ, რომ ოჯახის ქმედებები ჰალილოვიჩის კარიერას საფრთხეს უქმნის

კატალონიური “ბარსელონას” მფლობელები შიშობენ, რომ ალენ ჰალილოვიჩის მშობლების ქმედებები ხორვატი ფეხბურთელის მომავალზე უარყოფით გავლენას ახდენენ.

შეგახსენებთ, რომ ალენი ამ დროისთვის “ჰამბურგის” რიგებში ირიცხება. მართალია, “ბარსას” მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეუძლია, რაც მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელი ნაცლად პროგრესისა, რეგრესს განიცდის.

კატალონიელებს ნამდვილად ერჩივნათ, ჰალილოვიჩი ესპანურ გუნდში გადასულიყო, მაგრამ ალენის მამის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე (ტრანსფერის საფასურის ნახევარს, 2.5 მილიონ ევროს ითხოვდა მამამისი) “ვილიარეალის”, “სევილიასა” და “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა უარი განაცხადეს.

რაც შეეხება მის გერმანულ კარიერას, თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ “ჰამბურგში” მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, გუნდმა დაცვით ფეხბურთზე დაიწყო ფიქრი და ხორვატიც ჩრდილქვეშ მოექცა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბარსა ბ”-ში ყოფნის პერიოდში, ალენის მამამ შვილს პერსონალური მწვრთნელი დაუქირავა, რომელსაც სრულიად განსხვავებული ღირებულებები გააჩნდა. ეს კი მხარეებს შორის ურთიერთდაპირისპირების გამომწვევი ერთ-ერთი პირველი მიზეზი გახლდათ.

„ჰამბურგმა“ სუბოტიჩის მიმართ ინტერესი დაადასტურა

„ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა პეტერ კნაბელმა დაადასტურა, რომ მისი კლუბი დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტული დირექტორით ნევენ სუბოტიჩით ინტერესდება.

ზურგის პრობლემების გამო 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა.

„სუბოტიჩი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომლითაც ვინტერესდებით.

ნევენი მძიმე მდგოამრეობაშია. მას თამაში სურს და თავის მომავალზე ფიქრობს“, – ციტირებს „ჰამბურგის“ წარმოამდგენელს Goal.com-ი.

„ვოლფსბურგთან“ 5 დეკემბრის მატჩის შემდეგ სუბოტიჩმა პირველად „ჰანოვაერთან“ გასულ შაბათს ანგარიშით 1:0 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა.

ბეჰრამი, შესაძლოა, „ფიორენტინაში“ დაბრუნდეს

„ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა შემადგენლობაში ნახევარმცველ ვალონ ბეჰრამის დაბრუნებაზე დაფიქრდა. ამის შესახებ „სქაი სპორტსი“ წერს.

გასული სეზონი შვეიცარელმა ფეხბურთელმა „ჰამბურგში“ გაატარა, თუმცა ახლა ფლორენციაში დასაბრუნებლად, სავარაუდოდ, მზადაა. გარდა ამისა, როგორც სანდო წყარო იტყობინება, ყოფილ კლუბში დასაბრუნებლად ვალონი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ ბეჰრამი ფლორენციულ კლუბში 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა, რის შემდეგაც „ნაპოლიში“ გადავიდა.

ვან დერ ვაარტმა “ბეტისი” დაადასტურა

გამოცდილი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი პრიმერაში ბრუნდება. ჰოლანდიელი ფეხბურთელი კარიერას სეგუნდა დივიზიონიდან დაწინაურებულ ბეტისში გააგრძელებს და კლუბის პირველი ახალწვეული გახდება.

“მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია. “ბეტისის” სპორტულ დირექტორთან საინტერესო საუბარი ქონდა. მან კლუბის მაღალ ამბიციებში დამარწმუნა. საქმე ძალიან კარგ პროექტთან გვაქვს” – თვლის 32 წლის ფეხბურთელი.

De Telegraaf-ის ცნობით, ვან დერ ვაარტს ყველაზე მეტად “აიაქსის” წინადადება ხიბლავდა, თუმცა საბოლოოდ ძალების მოსინჯვა “ბეტისში” გადაწყვიტა.

ვან დერ ვაარტი „ბეტისში“ გადადის

32 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელსაც „ჰამბურგთან“ კონტრაქტი ეწურება, კარიერას, დიდი ალბათობით, ესპანურ „ბეტისში“ გააგრძელებს.

როგორც Goal.com-ი წერს, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიელნტი ანდალუსიურ კლუბთან ხელშეკრულებას ორშაბათს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის შედეგების მიხედვით, „ბეტისი“ სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში დაბრუნდა.

ვან დერ ვაარტი პრიმერაში ბრუნდება?

რაფაელ ვან დერ ვაარტის გადაბირება ორ ესპანურ კლუბს სურს. 32 წლის ფეხბურთლს არაერთხელ უთქვამს, რომ სეზონის დასრულების ემდეგ პრიმერაში დაბრუნებაზე ოცნებობს.

ნახევარმცველის აგენტებმა ამ მიმართულებით დაიწყეს მუშაობა და ორი საინტერსო შეთავაზებაც მიიღეს: “მალაგა” და “ბეტისი”.

ორივე კლუბი მზად არის მოთამაშეს მაღალი ხელფასი გადაუხადოს. ცნობლია, რომ “რეალშიც”, “ტოტენჰემშიც” და “ჰამბუგშიც” ჰოლანდიელი საკმადო დიდ თანხას იღებდა.

 

“ჰამბურგი” ბუნდესლიგაში დარჩა

გერმანიის ბუნდესლიგაში ადგილისთვის მებრძოლმა “კარლსრუემ” და “ჰამბურგმა” მეორე შეხვედრა გამართეს. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგში ჩატარებული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

გუშინ გუნდები საპასუხო მატჩის ფარგლებში ერთმანეთს კარლსრუეში დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საინტერესო მოვლენები ბოლო წუთებზე განვითარდა. ანგარიში 78-ე წუთზე მასპინძლებმა იაბოს გოლით გახსნეს. ჰამბურგელები მარცხს ძირითადი დროის ბოლო წუთებზე, დიასის გოლით გადაურჩნენ და დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა, სადაც “ჰამბუგი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 115-ე წუთზე ჰამბურგელებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი მიულერი გახდა, რომელმაც გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შეუნარჩუნა.

“ჰამბურგმა” “კარლსრუეს” ვერ აჯობა

მოომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის მოსაპოვებლად “ჰამბურგმ” და “კარლსრუე” ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა გამართეს, რომელსაც ჰამბურგმა უმასპინძლა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მეოთხე წუთზე გატანილი გოლით ანგარიშიც გახსნაც შეძლეს. გოლი ნაზაროვის გადაცემით ჰენინგსმა გაიტანა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მოუმატეს და 73-ე წუთზე ილიჩევიჩის ძალისხმევით გათანაბრებაც მოახაეხეს. საბოლოოდ, ეს შეხვედრის უკანასკნელი გოლი გამოდგა.

განმეორებითი მატჩი, რომელიც გუნდების ბედს გადწყვეტს, 1 ივნისს კარლსრუეში შედგება.

“სევილია” და “ვალენსია” ბრძოლას ვან დერ ვაარტისთვის გამართავენ

ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რაფაელ ვან დერ ვაარტი შეიძლება დაბრუნდეს ესპანეთში, თუ “ჰამბურგთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

არსებული ხელშეკრულების ვადა 32 წლის ფეხბურთელს გერმანურ კლუბთან ზაფხულში გასდის, მაგრამ “ნარინჯისფერთა” წევრი მზადაა საცხოვრებელი გარემოს შესაცვლელად.

Hamburger Abendblatt-ის თქმით, ვან დერ ვაარტი დაინტერესებულია ესპანეთში დაბრუნებით, საიდანაც იგი 2010 წელს წამოვიდა.

ამავე დროს, ორი ლა ლიგური გუნდი, “სევილია” და “ვალენსია” ვან დერ ვაარტისთვის ბრძოლას იმ შემთხვევაში გამართავენ, თუ ვეტერანი ბუნდესლიგურ გუნდთან ახალ კონტრაქტზე არ მოაწერს ხელს.

რაფაელ ვან დერ ვაარტმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პენალტი შეასრულა? (ვიდეო)

4 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში “პადერბორნსა” და “ჰამბურგს” შორის გამართულ მატჩში (0:3), მე-8 წამზე მსაჯმა “პადერბორნის” კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც რაფაელ ვან დერ ვაარტმა გოლად აქცია.