პერ მერტესაკერის გადაბირებისთვის “ჰანოვერს” ბრემენის “ვერდერიც” შეეცილება

ბრემენის “ვერდერის” ხელმძღვანელები მზად არიან “ჰანოვერს” პერ მერტესაკერის გადაბირებისთვის ბრძოლაში წინააღმდეგობა გაუწიონ. ამ ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის გერმანელ მცველს “არსენალთან” არსებული კონტრაქტი 2017 წლის ივლისში ეწურება და დიდია შანსი, რომ 2016-17 წლების სეზონი მისთვის ბოლო ბრიტანული სეზონი აღმოჩნდეს.

მერტესაკერმა, რომელმაც 104 მატჩის დაგროვება მოახერხე გერმანიის ნაკრებთან ერთად და სანაკრებო კარიერა 2014 წლის მუნდიალის მოგების შემდეგ დაასრულა,ბოლო დროს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ სამშობლოში აპირებს დაბრუნებას.

მერტესაკერის ამ განცხადებას კი ბრემენელთა გენერალური დირექტორი, ფრანკ ბაუმანი გამოეხმაურა – “ჩვენთვის საკმაოდ მარტივი წარმოსადგენია პერის “ვერდერში” ხილვა.”

ოფიციალურად: “ლესტერ სიტიმ” “ჰანოვერის” მეკარე გაიფორმა

პრემიერ ლიგის ჩემპიონთა რიგებში კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი, რონ-რობერტ ცილერი ჩაირიცხა, რომელიც აქამდე გერმანული “ჰანოვერის” ღირსებას იცავდა.

“ლესტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ 27 წლის მეკარემ ინგლისურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2020 წელს ამოიწურება.

თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენის გადახდა მოუწია “ლესტერის” ხელმძღვანელობას გერმანელი მეკარის სანაცვლოდ, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 6 მატჩი აქვს ნათამაშები. სავარაუდოდ მასში 3 მილიონი ევროა გადახდილი.

“ლესტერში” გადმოსვლამ ძალიან გამახარა, თანაც ასეთი სეზონის შემდეგ – ძალიან კარგია, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ” – განაცხადა გერმანელმა.

“ჰანოვერს” ტომას შააფი უთავკაცებს

“ჰანოვერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას შააფი დაინიშნა.

მხარეებს შორის კონტრაქტი ძალაში 2017 წლის 30 ივნისამდე იქნება.

შეგახსენებთ, რომ კლუბს მანამდე მიხაელ ფრონცეკი თავკაცობდა, რომელმაც პოსტი 21 დეკემბერს დატოვა.

ტომას შააფი ბრემენის “ვერდერის” ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. 1999 წელს იგი მთავარი გუნდის თავკაცი გახდა. გერმანელი სპეციალისტი 2014-2015 წლებში ფრანკფურტის “აინტრახტს” ხელმძღვანელობდა.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერორისტული საფრთხის რეალობა დაადასტურა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზერმა გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართ ამხანაგურ მატჩზე აფეთქების საფრთხის რეალობა დაადასტურა.

“რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას საფრთხის შესახებ, განსაკუთრებით კი პარიზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. საფრთხე სწრაფად და ზუსტად უნდა გავაანალიზოთ.
მატჩამდე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ სრული ინფორმაცია მივიღეთ და იძულებულები გავხდით, შეხვედრა გაგვეუქმებინა.
ინფორმაცია საკმაოდ გვიან მივიღეთ, უფრო ადრე ეს ვერ მოვახერხეთ. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, საიდან მივიღეთ ინფორმაცია, რადგან ამის გამჟღავნებამ შესაძლოა, საქმე გაგვირთულოს”, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საფრთხე რომ რეალური იყო, ეს ჰანოვერის პოლიციის უფროსმაც დაადასტურა.

 

გერმანია — ჰოლანდია: დაგეგმილი იყო სტადიონის აფეთქება

როგორც მოგახსენეთ, გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართი ამხანაგური მატჩი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო ჩაიშალა. როგორც აღმოჩნდა, საშიშროება სავსებით რეალური იყო. ამის შესახებ კომენტარი ჰანოვერის პოლიციის უფროსმა გააკეთა:

“არსებობდა სტადიონის აფეთქების კონკრეტული გეგმა”.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცველებმა სტადიონის ტერიტორიაზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც არენიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობაც.

“დოიჩე ველეს” ცნობით, ინციდენტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. სტადიონთან აღმოჩენილია ავტომობილი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული.

მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც უნდა დასწრებოდა.

 

გერმანია — ჰოლანდია ჩაიშალა

გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის ჰანოვერში გასამართი ამხანაგური მატჩი ჩაიშალა.

სტადიონიდან ხალხი ევაკუირებულია. არენის ტერიტორიაზე ნაპოვნია უცხო საგანი. სამართალდამცველები გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. არენის მიმდებარედ შეჩერებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე უნდა დაწყებულიყო.

“ბილდის” ცნობით, ასევე ევაკუირებულია ხალხი ჰანოვერში მდებარე სპორტულ კომპლექს “ტუი არენადან”.

შეგახსენებთ, რომ შესაძლო საფრთხის გამო ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის დღეს ჩასატარებელი შეხვედრაც ჩაიშალა.

 

“ჰანოვერის” ფეხბურთელმა “ვოლფსბურგს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

2 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ვოლფსბურგსა” და “ჰანოვერს” შორის გამართულ მატჩში (2:2), სალიფ სანემ მასპინძლებს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

“დორტმუნდმა” ჰანოვერში მოიგო

გერმანული ბუნდესლიგის 26-ე ტურში “დორმტუნდი” ჰანოვერში ადგილობრივ კლუბს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 3:2 მოიგო.

ანგარიში მე-19 წუთზე ობამეიანგმა გახსნა, თმცა 31-ზე შტინდლმა წონასწორობა აღადგინა და ტაიმიც ფრედ დასრულდა. გადამწვყეტი უპირატესობა სტუმრებმა მატჩის მეორე ნახევარში მოიპოვეს, როცა 57-ე და 61-ე წუთებზე კოგაბას და იმავე ობამეიანგის გოლებით უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 55-ე წუთზე მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მეორე ყვითელი ბიტენკორტმა მიიღო. დარჩენილ წუთებში “ჰანოვერმა” შტინდლის გოლით მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა – 2:3.

“ბაიერნმა” სტუმრად იმარჯვა

ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” სტუმრად “ჰანოვერის” დამარცხება მოახერხა.

ანგარიში 25-ე წუთზე მასპინძლებმა კიოტაკეს გოლით გახსნეს, თუმცა მიუნხენელებმა წონასწორობის აღდგენა 3 წუთში ჩაბი ალონსოს გოლით მოახერხეს და ტაიმიც ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარი ტომას მიულერის ბენეფისად იქცა. 61-ე წუთზე შემტევმა პენალტით დააწინაურა საკუთარი გუნდი, 72-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

კლას-იან ჰუნტელაარმა უხეშობისთვის 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (ვიდეო)

31 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში “შალკემ” საკუთარ მოედანზე “ჰანოვერი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 85-ე წუთზე, “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა უხეში თამაშისათვის წითელი ბარათი მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამ უხეშობის გამო 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“არ მეგონა, რომ მსაჯი წითელ ბარათს მიჩვენებდა, რადგან ძალიან უხეშად არ მითამაშია. საერთოდ, უხეში ფეხბურთელი არც ვარ.

ბუნდესლიგაში რამდენიმე სეზონია ვთამაშობ და წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მაქვს მიღებული. მაშინ მსაჯმა მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გამაძევა”, – ციტირებს ჰუნტელაარის სიტყვებს BBC.

რეკორდი ბუნდესლიგაში – 83 მეტრიდან გატანილი გოლი

“პადერბორნის” ნახევარმცველმა მორიც შტოპელკამპმა “ჰანოვერთან” გატანილი გოლით ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. ფეხბურთელმა 90-ე წუთზე მეტოქის კარი 83 მეტრიდან დალაშქრა და საკუთარი გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა.

ოთხი ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში წელს აღზევებული “პადერბორნი” სატურნირო ცხრილს 8 ქულით ლიდერობს.

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის სასწაულებრივი აცილება

“ჰანოვერის” 24 წლის ფეხბურთელმა ხოსელუმ, რომელიც რამდენიმე წლის წინ მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში ცარიელ კარს ძალიან ახლო მანძილიდან ააცილა.