გასაოცარი მიზეზი, რაც “ბირმინგემში” ბენუა ასუ-ეკოტოს ტრანსფერს აფერხებს

ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი თავკაცი, ჰარი რედნაპი, რომელიც ამჟამად ჩემპიონშიპში მყოფი “ბირმინგემის” დამრიგებლის პოსტზე მუშაობს, აღიარებს, რომ ბენუა ასუ-ეკოტოს ტრანსფერით არის დაინტერესებული.

33 წლის ასუ-ეკოტო ამჟამად ლიგა 1-ში მოთამაშე “მეცის” რიგებში ირიცხება, მაგრამ მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და ინგლისელებს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირების უფლება ექნებათ.

მაგრამ, არის ერთი, საკმაოდ უცნაური მიზეზი, რაც “ბირმინგემში” კამერუნელი ფეხბურთელის ტრანსფერს აფერხებს – როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება პორნო ინდუსტრიაში სურს.

პრესასთან საუბრისას, რედნაპმა განაცხადა: “ერთადერთი რამ, რაც ამ ტრანსფერს აფერხებს არის ის, რომ მას პორნოვარსკვლავობა სურს. მე კი მაქსიმალურად ვეცდები მის გადარწმუნებას.”

“მანჩესტერ იუნაიტედი” იმდენად ძლიერი არაა, ოთხეულში რომ შევიდეს”

ლონდონის “ტოტენჰემის” ექს-თავკაცი, ჰარი რედნაპი თვლის, რომ ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” არ შესწევს პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრისთვის საჭირო ძალა.

რედნაპმა Betsafe-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “დროის ამ მომენტში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმარისად ძლიერი ვერ არის. ვუყურებ გუნდს და ის უბრალოდ ვერ მაიმედებს.

წელს “მანჩესტერს” ძალიან გაუჭირდება ოთხეულში მოხვედრა. სავარაუდოდ, ისინი სეზონს ტოპ ექვსეულში დაასრულებენ.”

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 13 ტურის შემდეგ “მანჩესტერი” 20 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ჩელსის”.

რედნაპი: “ვესტ ჰემი” გმირ პაიეტს არ გაყიდის”

ჰარი რედნაპს მტკიცედ სწამს, რომ არ არსებუბს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა დიმიტრი პაიეტმა “ვესტ ჰემი” დატოვოს, რომელიც მომავალი სეზონიდან ახალ სტადიონზე ითამაშებს.

“ვფიქრობ, რომ ისინი პაიეტს არ გაყიდიან. “ვესტ ჰემს” ახალი სტადიონი აქვს, 60,000-იანი სტადიონი, “ოლიმპიური სტადიონი” და მათ უკვე გაყიდეს სეზონური აბონიმენტების 50 პროცენტი.

დევიდ სულივანი, დევიდ გოლდი, ეს ადამიანები კლუბის გაყიდვას არ აპირებენ. მათ ფულიც არ აკლიათ. ვერ ვხედავ ვერცერთ რეალურ მიზეზს, რის გამოც შესაძლოა ასეთი ვარსკვლავი გაყიდონ.

ფანები მას აღმერთებენ, ის სუპერვარსკვლავი გახდა. ის ხალხის ყველაზე დიდი ფავორიტია პაულო დი კანიოს შემდეგ. ვფიქრობ, რომ ის კლუბთან ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.”

რედნაპი: “არსენალი” “ტოტენჰემთან” ახლოსაც ვერ მივა”

ჰარი რედნაპმა პრემიერ ლიგის 2015-16 წლების სეზონის შეფასებისას ყურადღება ორ ლონდონურ გრანდზე, “არსენალსა” და “ტოტენჰემზე” გაამახვილა, რომლებიც ერთმანეთის პრინციპული მეტოქეები არიან.

შეგახსენებთ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, “მამლები” “მეთოფეებზე” უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ბოლოს, “ტოტენჰემმა” უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, რამაც გამოიწვია ის, რომ კლუბმა ბოლო 4 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა და “არსენალი” წინ გაუშვა.

“სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემზე” მაღლა ყოფნისთვის არსენ ვენგერი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, თუმცა მე ზუსტად ვიცი, თუ რომელი გუნდი იყო უკეთესი.

გულახდილად რომ ვთქვა, “არსენალს” ძალიან გაუმართლა, რომ სეზონის მეორე ადგილზე დამთავრება შეძლო. მაგრამ, არსენს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის ყიდვა დასჭირდება, რათა “სპურსთან” ახლოს მივიდეს.

მართალია, ახლა ისინი იმედგაცრუებას გრძნობენ, თუმცა საბოლოო ჯამში დიდებული სეზონი გამოვიდა. მათ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს, რაც შესანიშნავი რამ არის კლუბისათვის.” – განაცხადა “ტოტენჰემის” ყოფილმა ბოსმა (2008-2012).

რედნაპი: “არის მიზეზი, რამაც შესაძლოა ვენგერის წასვლა გამოიწვიოს”

“ტოტენჰემ ჰოცპურის” ყოფილმა თავკაცმა, ჰარი რედნაპმა ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელზე, არსენ ვენგერზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფრანგ სპეციალისტს კლუბის დატოვების მიზეზი ნამდვილად აქვს.

“დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თუ ვენგერი ერთხელ დაკარგავს ფანების ნდობას, ის მის დაბრუნებას ვეღარ მოახერხებს.

როგორც გავიგე, დღეს, “ვესტ ბრომთან” გასამართ მატჩში ფანები ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ და თუ საქმე კიდევ უფრო გართულდება, არსენს წასვლა მოუწევს.

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან კლუბისთვის გააკეთა, შესაძლოა ის თავადაც გრძნობს, რომ მან უკვე გააკეთა “არსენალში” თავისი გასაკეთებელი.”

“რემიმ კარიერის ბოლო ორი წელი უაზროდ გაფლანგა”

“ქუინს პარკ-რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა “ჩელსის” თავდამსხმელზე, ლოიკ რემიზე ისაუბრა, რომელიც ძირითადში მოხვედრას ვერ ახერხებს.

“როდესაც რემიმ კლუბი დატოვა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მას ლონდონში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

ლოიკ რემი თავდამსხმელია, მას მშვენივრად შეუძლია მომენტის დაგვირგვინება. თუმცა ბოლო 10 წუთში თამაშით ის ვერაფერს მოიგებს.

მან სადმე სხვაგან უნდა ითამაშოს. შეიძლება ითქვას, რომ რემიმ კარიერის ბოლო ორი წელი უაზროდ გაფლანგა.”

რედნაპი “მანჩესტერს” — იყიდეთ ბეილი და შესაძლოა, წელს პრემიერლიგაც მოიგოთ

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარეტ ბეილი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, “წითელი ეშმაკების” მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

“ბეილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. იგი საოცრად ნიჭიერია. თუ მას “მანჩესტერ იუნაიტედი” დაიმატებს, შესაძლოა, გუნდმა ამ სეზონშივე იბრძოლოს პრემიერლიგის მოგებისთვის. მას ძალთა ბალანსის შეცვლა შეუძლია.

ბეილი თამაშებს მოგაგებინებთ. მას გააქვს გოლები და ატანინებს სხვებსაც. შესაძლოა, იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს და სეზონის ბოლომდე 16-17 გოლი გაიტანოს, რითაც გუნდის საქმეებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს საოცარი ტრანსფერი იქნებოდა”, – ციტირებს რედნაპის სიტყვებს “მირორი”.

 

„ეს ბოლო ათ წელიწადში ყველაზე ცუდი „ლივერპულია“

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ყოფილმა თავკაცმა ჰარი რედნაპკმა აღნიშნა, რომ „ლივერპულის“ უიღბლო თამაში არამხოლოდ გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰარი რედნაპის ბრალია.

„ვიტყოდი, რომ ბოლო ათ წელიწადში ეს ყველაზე ცუდი „ლივერპულია“. მათ ჯერარდი დაკარგეს, რაც მნიშვნელოვანია. ყველაფერი ბრენდან როჯერსზე არაა დამოკიდებული. რაჰიმ სტერლინგისა და ლუის სუარესის წასვლას ის წინ ვერ დაუდგებოდა. იგივეს დანიელ სტარიჯის ტრავმაზე ვიტყოდი. ახლა მისთვის ძალუიან რთული დრო დადგა“, – განაცხადა რედნაპმა.

რედნაპი იმედოვნებს, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება

ჰარი რედნაპს, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში ქპრ-ს თავკაცის პოსტი დატოვა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების პერსპექტივის სჯერა.

„ინგლისის ნაკრებში 3-4 ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა. როი ჰოჯსონს კონკურნეტუნარიანი შემადგენლობა ეყოლება. გული დამწყდება, თუ ნახევარფინალამდე მაინც ვერ მივალთ. საერთოდ, ტურნირის მოგების იმედი მაქვს.

სტერლინგი წარმოუდგენელი ტალანტია. ასევე სტარიჯს, კეინსა და ბარკლის გამოვყოფდი. ასევე საკმაო რაოდენობის განაპირა მცველი გვყავს.

ამ შემადგენლობით ჰოჯსონის გუნდი საუკეთესო უნდა იყოს. ასე რომ, თუ ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით, სხვა შანსი, შესაძლოა, არც გვქონდეს“, – განაცხადა რედნაპმა.

რედნაპმა “ქუინს პარკი” დატოვა

ჰარი რედნაპმა “ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ფეხბურთის 67 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მუხლზე სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.

“ქუინს პარკში” ფანტასტიური დრო გავატარე. დირექტორთა საბჭოს, ფეხბურთელებს, თანამშრომლებსა და განსაკუთრებით ფანებს დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, მუხლზე სასწრაფო ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, რაც ჩემი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას არ მაძლევს. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ “ქუინს პარკი” პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს”, – რედნაპის სიტყვები კლუბის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ჰარი რედნაპი “ქუინს პარკ რეინჯერსს” 2012 წლიდან თავკაცობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს.

 

„სუარესის წასვლის შემდეგ სერხიო აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა“

„სუარესის წასვლის შემდეგ სერხიო აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა“ – თვლის „ქუინს პარკ რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი.

„აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, არა? ლუისის „ბარსელონაში“ წასვლის შემდეგ იგი ინგლისში პირველი გახდა“, – განაცხადა ფეხბურთის ინგლისელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, სწორედ რედნაპის ქპრ-სთან გუშინდელ მატჩში არგენტინელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, შეხვედრა კი, ფრედ, 2:2 დასრულდა.

რედნაპი: „ბალოტელის გუნდი გაანადგურეს, ის კი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასცინის“

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა, რომლის გუნდმაც ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩში „ვესტ ჰემთან“ 3:1 წააგო.

ცნობისთვის, მეორე დღეს იტალიის ნაკრების ფორვარდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დასცინა, რომელიც „ლესტერ სიტისთან“ ანგარიშით 5:3 დამარცხდა.

„როდესაც ერთი ფეხბურთელის გუნდი განადგურდა, მეორე დღეს მან სხვას დასცინა. ვფიქრობ, პირველ რიგში, განადგურებული თავად ეს მოთამაშეა“, – განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.