“ჰერტა” – “ლივერპული”: “ლივერპულმა” კოუტინიოს კაპიტნობით მოიგო (ვიდეო)

გერმანიაში ჩასულმა იურგენ კლოპმა შეკრება პოზიტიურად დაიწყო – “ლივერპულელებმა” პირველ მატჩში ბერლინის “ჰერტას” დამარცხება შეძლეს, რომელმაც გასული სეზონი საკმაოდ კარგად განვლო და ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეც გავიდა.

ანგარიში ინგლისელებმა მატჩის დაწყებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ გახსნეს, თავი “წითლების” ახალწვეულმა, სოლანკემ გამოიჩინა. კიდევ ამდენი დრო დასჭირდათ იურგენი ბიჭებს ანგარიშის სხვაობის ორამდე გასაზრდელად, ამჯერად მეტოქის კარი ვეინალდუმმა დალაშქრა. მეორე ტაიმში, 62 წუთზე თავისი გოლი მუჰამედ სალაჰმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კლოპის პირველი გერმანული ტესტი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, რამეთუ იურგენმა ყველა სასურველი ფეხბურთელი გამოცადა და ამ ფეხბურთელებმა შეძლებისდაგვარად გაუმართლეს კიდეც იმედები მას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში კაპიტნის სამკლაური ინგლისელთა ბრაზილიელ ლიდერს, ფილიპე კოუტინიოს ეკეთა, რომელსაც “ბარსელონაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

შემდეგ მატჩს “ლივერპული” “ბაიერნის” წინააღმდეგ, 1 აგვისტოს გამართავს.

იურგენ კლინსმანის ვაჟი ბერლინის “ჰერტასთან” ერთად ივარჯიშებს

იურგენ კლინსმანის ვაჟი კიდევ უფრო უახლოვდება გერმანულ ბუნდესლიგაში თამაშს – ჯონათან კლინსმანი დღეიდან ბერლინური “ჰერტას” ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ახალგაზრდა მეკარეს აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრებსა და “კალიფორნია გოლდენ ბეარზში” (კოლეჯის გუნდი) თამაშში გამოცდილება აქვს.

“ჰერტას” მთავარმა მწვრთნელმა, პოლ დარდაიმ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრე-სეზონზე 20 წლის მეკარეს დიდ ყურადღებას მიაქცევს.

“მართალია, რომ ჩვენ მისი შესაძლებლობების გაცნობას ვცდილობთ. მას ჩვენი მეკარეების მწვრთნელი, პეტრი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცეს, ამიტომაც მოვიწვიეთ ის აქ,” – აცხადებს დარდაი.

“ჰერტა” რონალდუს საკმაოდ საინტერესო წინადადებას სთავაზობს

ესპანურ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, რონალდუს “რეალიდან” წასვლა გარდაუვალია, მთელი მსოფლიო ააფორიაქა.

ამ ინფორმაციას ბერლინური “ჰერტაც” გამოეხმაურა, რომელიც დიდი ბიუჯეტით არც არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ, გერმანელები პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს დიდ გამოწვევებსა და მამობრივ სიყვარულს სთავაზობენ.

“რონალდუს “რეალის” დატოვება უნდა. ფული არ გვაქვს, მაგრამ ბერლინი მას მამობრივ სიყვარულსა და უზარმაზარ გამოწვევებს სთავაზობს. დაინტერესდი, კრიშტიანუ?”

“ჰერტა” ახალი სტადიონის მშენებლობას იწყებს (ფოტო)

ბერლინის “ჰერტა” ახალი სტადიონის მშენებლობას აპირებს.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არენა 55 ათას მაყურებელს დაიტევს და მისი მშენებლობა 2025 წლამდე უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს მხოლოდ კერძო ინვესტორები დააფინანსებენ. ახალი სტადიონის ღირებულება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ “ჰერტა” დღესდღეობით ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” თამაშობს, რომელმაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას უმასპინძლა. “ჰერტას” ახალი არენა “ოლიმპიაშტადიონის” მახლობლად აშენდება.

“დორტმუნდმა” “ჰერტას” აჯობა

გერმანული ბუნდესლიგის 32-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” ბერლინის “ჰერტას” უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლით სძლია.

მატჩის ბედი მეორე ნახევარის დებიუტში უკვე გადაწყვეტილი იყო. მე-9 წუთზე მასპინძლები სუბოტიჩმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ 2 წუთში კი ბერლინელთა კარი დურმმა დალაშქრა.

ამრიგად, დორტმუნდელთა აქტივში 43 ქულა და მე-7 პოზიციაა. “ჰერტა” კი გასავარდნ ზონას უახლოვდება.

“ბაიერნმა” “ჰერტას” მინიმალურად სძლია

გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” საკუტარ მოედანზე ბერლინის “ჰერტა” მიიღო და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გვარდიოლამ მატჩი ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო, თუმცა ესპანელ მწვრთნელს ექსპერიმენტებისთვის არ მიუმართავს და გამოცდილ კადრებს დაეყრდნო.

შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 80-ე წუთზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გაიტანა.

რა გაუკეთა ნოიერმა ერთი-ერთზე დარჩენილ “ჰერტას” ფეხბურთელს (ვიდეო)

25 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “ჰერტა” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 55-ე წუთზე ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერმა “ჰერტას” ფეხბურთელს გოლი არ გაატანინა.

“შტუტგარტისა” და “ჰერტას” ფანებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში “შტუტგარტსა” და ბერლინის “ჰერტას” შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ გუნდების ფანებმა ერთმანეთთან იჩხუბეს.

“ბილდის” ცნობით, ჩხუბში, რომელიც ქალაქ შტუტგარტის რკინიგზის სადგურთან მოხდა, მასპინძელთა 200 და სტუმართა 150 ქომაგი მონაწილეობდა. საბოლოო ჯამში, შეტაკების შეჩერება სამართალდამცველებმა მოახერხეს, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანება თორმეტმა პოლიციელმა მიიღო. დაშავდა პოლიციის ცხენიც, რომელსაც ნაგვის ურნები ესროლეს.

არეულობისგან გამოწვეულმა ზარალმა 10 ათას ევროს გადააჭარბა.

car

“ბორუსია” და კიდევ 5 გუნდი, რომლებმაც მიმდინარე სეზონი ჩააგდეს

Fanebi.com წარმოგიდგენთ იმ 6 გუნდს, რომლებმაც მიმდინარე სეზონი ცუდად ჩაატარეს.

6. “რეალ სოსიედადი”

real

5. “ევერტონი”

Everton v Swansea City - Premier League

4. “ატლეტიკ ბილბაო”

Real Sociedad de Futbol v Athletic Club - La Liga

3. “ბორუსია დორტმუნდი”

Eintracht Frankfurt v Borussia Dortmund - Bundesliga

2. “ჰერტა”(ბერლინი)

SV Werder Bremen v Hertha BSC - Bundesliga

1. “პარმა”

Parma FC v UC Sampdoria - Serie A

“ჰერტას” თავკაცი ფეხბურთელებს მოწევის უფლებას აძლევს

ბერლინის “ჰერტას” ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა პალ დარდაიმ “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკაცრი დისციპლინის მომხრე არ არის. ის თავის ფეხბურთელებს მოწევის უფლებასაც კი აძლევს.

— ჩემს ბიჭებს თავიდანვე ვუთხარი, რომ გასახდელში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ, მაგალითად – ნამცხვრის მირთმევა ან მისი კედელზე სროლა. მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებენ, მთავარი შედეგის ჩვენებაა. რატომ უნდა ავუკრძალო მათ რაიმე, თუ აკრძალვის გარეშეც კარგად მუშაობენ?!

– ესე იგი, თქვენს ფეხბურთელებს მოწევის უფლებაც აქვთ?
– მოწევა ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ თუ სიგარეტი ვინმეს პულსს უმშვიდებს, თუ ეს ფეხბურთელს უნდა და თუ ბავშვების თანდასწრებით არ ეწევა, დაე – მოწიოს, ეს ჩემი საქმე არ არის.

 

აკაკი გოგიამ “ჰერტას” გაუტანა (ვიდეო)

13 იანვარს გერმანიაში მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერსა” და პირველი ბუნდესლიგის გუნდ “ჰერტას” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. “ჰალეშერის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი აკაკი გოგია, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი შეხვედრა მისი გუნდის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

იხილეთ გოგიას გოლი 1:59-დან:

თრილერი ფრანქფურტში (ვიდეო)

საკმაოდ დაძაბული და შედეგიანი აღმოჩნდა ბუნდესლიგის მე-16 ტურის ფრანქფურტში გამართული შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “აინტრახტი” და “ჰერტა” დაუპირისპირდნენ.

ბერლინელები უკვე 37-ე წუთისთვის 0:3-ს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ტაიმის დასრულებამდე ერთი ბურთი გაქვითეს, ხოლო შესვენებიდან 13 წუთში მეორედან გაიტანეს და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როცა “ჰერტამ” მეოთხე გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა კვლავ მოიპოვა. თუმცა, “აინტრახტი” წაგებას არ აპირებდა და ჯერ 90-ზე, შემდეგ კი მსაჯის მიერ კომპენსორებულ წუთებზე მაიერმა ორჯერ გაიტანა და საბოლოოდ მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა საკუთარ გუნდს.

აინტრახტი 4-4 ჰერტა

გოლები: ბრუკსი 21′ ; ბენ-ჰატირა 33′ ; შიბერი 37′ (0:3); აიგნერი 43′ (1:3); სეფეროვიჩი 58′ (2:3); ნიემაიერი 80′ (2:4); მაიერი 90′ ; 90+1′ (4:4)


All Goals – Eintracht Frankfurt 4-4 Hertha… by BundesVideo