“ჰერტა” – “ლივერპული”: “ლივერპულმა” კოუტინიოს კაპიტნობით მოიგო (ვიდეო)

გერმანიაში ჩასულმა იურგენ კლოპმა შეკრება პოზიტიურად დაიწყო – “ლივერპულელებმა” პირველ მატჩში ბერლინის “ჰერტას” დამარცხება შეძლეს, რომელმაც გასული სეზონი საკმაოდ კარგად განვლო და ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეც გავიდა.

ანგარიში ინგლისელებმა მატჩის დაწყებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ გახსნეს, თავი “წითლების” ახალწვეულმა, სოლანკემ გამოიჩინა. კიდევ ამდენი დრო დასჭირდათ იურგენი ბიჭებს ანგარიშის სხვაობის ორამდე გასაზრდელად, ამჯერად მეტოქის კარი ვეინალდუმმა დალაშქრა. მეორე ტაიმში, 62 წუთზე თავისი გოლი მუჰამედ სალაჰმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კლოპის პირველი გერმანული ტესტი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, რამეთუ იურგენმა ყველა სასურველი ფეხბურთელი გამოცადა და ამ ფეხბურთელებმა შეძლებისდაგვარად გაუმართლეს კიდეც იმედები მას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში კაპიტნის სამკლაური ინგლისელთა ბრაზილიელ ლიდერს, ფილიპე კოუტინიოს ეკეთა, რომელსაც “ბარსელონაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

შემდეგ მატჩს “ლივერპული” “ბაიერნის” წინააღმდეგ, 1 აგვისტოს გამართავს.

ლამი: „ბაიერნმა“ თავისი პრობლემები კარგად მოაგვარა“

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა ფილიპ ლამმა „ჰერტასთან“ ანაგრიშით 2:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„მატჩის წინ რამდენიმე პრობლემა გვქონდა, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვვყავს, მათ შორის კი ისინიც არიან, ვისაც მეტოქის ნახევარზე თავისუფალი სივრცის პოვნა შეუძლია.

სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, მაგრამ ამ პრობლემისგან თავის დაღწევის კარგი მეთოდი ვიპოვეთ. კონტრშეტევები ჩინებულად გამოივყენეთ. მსგავსი სიტუაციაებში მომენტები პასებიც უნდა შევქმნათ, ეს საკმაოდ ნორმალურად გამოგვივიდა“, – ციტირებს ლამს Goal.com.

„ჰერტას“ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი (ვიდეო)

ბერლინის „ჰერტას“ 23-წლამდელთა გუნდმა განვლილ ტურში „ბურდისა ბაუტცენი“ ანაგრიშთ 4:1 დაამარცხა.

დედაქალაქელთა რიგებში ერთ-ერთი გოლი 20 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა რობერტ ანდრიხმა გაიტანა, რომლის შემდეგაც, შესაძლოა, „ჰერტას“ პირველი გუნდი მის განაცხადში შეყვანაზეც კი დაფიქრდეს.

ადრიან რამოსი დორტმუნდში?

ბერლინის ჰერტას ფეხბურთელი ადრიან რამოსი დიდი ალბათობით დორტმუნდის ბორუსიაში გადავა,მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით  € 10 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ რომ დორტმუნდის ბორუსიას ამჟამინდელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნში იასპარეზებს,რამოსს კი მის შემცვლელად მოიაზრებენ.