ლევან კობიაშვილი: „ჩემს წვლილს შევიტან, რომ ქართული ფეხბურთი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“

ლევან კობიაშვილს ბერლინის „ჰერტას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებაც სთხოვა. კობიაშვილის თქმით, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე ითამაშოს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს განსაკუთრებული რამ იქნება. ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფში ევროპის უმაღლესი დონის გუნდებთან ერთად მოხვდით და ძალიან მძიმე მატჩები გველის, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

ჩემს ქვეყანაში ფეხბურთი ბევრს უყვარს, ქართული ფეხბურთი გულთან ახლოს მყავს. მომავალში მინდა, რომ ჩემი გამოცდილებით ფედერაციას სტრუქტურების განვითარებაში დავეხმარო. ადრე თუ გვიან, საქართველოში დავბრუნდები და ჩემს წვლილს შევიტან იმაში, რომ ქართულმა ფეხბურთმა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაიწიოს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“, – ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბექა დოგრაშვილი

რონის ზუსტად შესრულებული ჯარიმა

„ჰანოვერთან“ გუშინდელ შეხვედრაში ბერლინის „ჰერტას“ ბრაზილიელი ნახევარმცველი რონი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა და უკვე რამოდენიმე წამში გოლის გატანა ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოახერხა. წარმოგიდგენთ აღნიშნული გოლის ამსახველ ვიდეო მასალას.