თავისუფალმა ჰარდენმა „დენვერს“ სამქულიანი უპრობლემოდ ჩაუგდო

„დენვერ ნაგეტსთან“ შეხვედრაში „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერ ჯეიმს ჰარდენს მეტოქე კენეტ ფარიდმა რატომღაც ხელი არ შეუშალა, რაც უკანახაზელმა არ აპატია და სამქულიანი ჩააგდო.

„ჰიუსტონის“ გულშემატკივარმა ბურთი ცენტრიდან ჩააგდო და 25 ათასი დოლარი მოიგო (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსი“ – „მემფის გრიზლისის“ მატჩის შესვენებისას „ჰიუსტონის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ბურთი ცენტრიდან ჩააგდო, რისთვისაც 25 ათასი დოლარი მიიღო.

ჯეიმს ჰარდენმა ლებრონ ჯეიმსს ფეხით უხერხულ ადგილას ჩაარტყა (ვიდეო)

„კლივლენდ კავალეირსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის“ მატჩი უსიამოვნო ეპიზოდით გამოირცა – წაქცეულმა ჯეიმს ჰარდენმა ლებრონ ჯეიმსს ფეხით უხერხულ ადგილას ჩაარტყა. წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„ეს მომენტი კალაშთბურთთან არანაირ კავშირშია. მგონია, რომ ლიგაში ამ ეპიზოდს ყურადღება უნდა მიეცეს. არ ვიცი, რატომ მოიქცა ის ასე.

აქამდე ჰარდენთან კონფლიქტი არასდროს მქონია. ეს მომენტი უბრალოდ გაჩნდა“, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

ჰარდენმა კარიერაში მეოთხე ტრიპლ-დაბლი გაიფორმა და საკლუბო რეკორდი გაიმეორა (ვიდეო)

„მინესოტა ტიმბერვულვზთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა 31 ქულა, 11 მოხსნა და 10 ასისტი მიითვალა, რითაც სეზონში მეორე, ხოლო კარიერაში მეოთხე ტრიპლ-დაბლი გაიფორმა.

ჯეიმსი კლუბის ისტორიაში მეორე კალათბურთელია, რომელმაც ტრიპლ-დაბლთან ერთად 30 ქულაზე მეტი დააგროვა. აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ცენტრ ჰაკიმ პლაჯიუვონს ჰქონდა.

ჯეიმს ჰარდენი სამქულიანების კონკურსის წინ ლიფტში გაიჭედა

„ჰიუსტონ როკეტსის“ შემტევი უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის განვლილი სამქულიანების კონკურსზე წასვლილსას ლიფტში 25 წუთით გაიჭედა. ამ შემთხვევის შესახებ კალათბურთელმა თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე დაწერა.

„ლიფტში გავიჭედე. ამის გამო ძალიან ვნერვიულობ. იმედია, კაბინა არ დავარდება. ჩემი გერლფრენდი დიანა იღიმის, თუმცა სინამდვილეში მას ძალიან ეშინია“, – დაწერა ჰარდენმა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი კონკურსს პირველივე რაუნდში გამოეთიშა, როდესაც ყველაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

ჰარდენი ბოლო ოც წელიწადში „ჰიუსტონის“ მესამე მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ 40 ქულა დააგროვა

„ჰიუსტოინ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „ფინიქს სანსთან“ მატჩში 40 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ წინა შეხვედრაში მისმა მონაგარმა 45 ქულა შეადგინა.

აქედან გამომდინარე, „როკეტსის“ ისტორიაში იგი მესამე მოთამაშეა, რომელმაც ბოლო ოც წელიწადში ზედიზედ ორ მატჩში 40 ქულა დააგროვა. მსგავს შედეგს აქამდე ფორვარდმა ტრეისი მაკგრედიმ და ცენტრმა ჰაკიმოლაჯიუვონმა მიაღწიეს.

სათქმელია ისიც, რომ „სანსთან“ ნახსენებ შეხვედრაში ჰარდენმა 20 ქულა ბოლო მეოთხედში დააგროვა. აქამდე მსგავსი შედეგი ჯამალ კროუფორდმა (21 ქულა) და მო უილიამსმა (ასევე 21 ქულა) აჩვენეს.

აშშ-ში NBA-ს რუსი კალათბურთელის სახლი გაძარცვეს

აშშ-ში „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელის ალექსეი შვედის სახლი გაძარცვეს, რის შესახებაც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტი მისმა გერლფრენდმა ანასტასია ზიადიტდინოვამ გამოაქვეყნა.

„ქურდებმა კარი გატეხეს და თითქმის ყველაფერი წაიღეს. ჩვენ საბუთებიც აღარ დაგვრჩა“, – დაწერა ზიადიტდინოვამ.

შეგახსენებთ, რომ „მუნესოტა ტიმბერვულვზში“ ორი სეზონის შემდეგ შვედმა მიმდინარე სეზონი „ფილადელფია სიქსერსში“ დაიწყო, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის მიმდინარეობისას იგი „ჰიუსტონ როკეტსში“ გაცვალეს. ახალ კლუბში უკანახაზელმა ცხრა მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 3,2 ქულა შეადგინა.

123

სტეფ კარის საოცარი პასი (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსსა“ და „გოლდენ სტეიტ უორიოსს“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეეგულარული ჩემპიონატის დღევანდელი მატჩის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი სტეფ კარის პასი გამოდგა – „უორიორსის“ გამთამაშებელმა მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, შემდეგ კი თანაგუნდელ ჰარისონ ბარნსს ჩინებული გადაცემა გაუკეთა.

ლებრონის გუნდის სასირცხვილო მარცხი, „სან-ანტონიოსა“ და „დალასის“ მოგებები

ღამით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

საინტერესო შედეგით დასრულდა კლივლენდში გამართული მატჩი, რომელშიც „კავალიერსმა“ „დეტროიტ პისტონსი“ მიიღო და მოულოდნელად 23 ქულით დამარცხდა.

„კლივლენდი“ – „დეტროიტი“ – 80:103 (28:17, 19:33, 14:27, 19:26)

„კლივლენდი“: ლაცი (20 ქ. 10 მ.), ტომპსონი (18 ქ. 11 მ.), ჯეიმსი (17 ქ. 10 მ. 7 ა. 7 დ.)
„დეტროიტი“: ჯენინგსი (25 ქ. 5 მ. 6 ა.), დრამონდი (16 ქ. 17 მ. 5 ბ.), მიკსი (14 ქ.), კალდუელ-პოუპი (13 ქ.), ჟერებკო (10 ქ. 7 მ.), მონტრო (10 ქ. 6 მ.), სინგლერი (7 ქ. 3 ჩ.)

სან-ანტონიოში „სპურსმა“ „ჰიუსტონ როკეტსი“ მიიღო და საინტერესო დაპირისპირებაში მეტოქეს 4 ქულით აჯობა. საუკეთესო პოპოვიჩის გუნდის რიგებიდან დენი გრინი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. „ჰიუსტონიდან“ 28 ქულითა და 5 ასისტით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

„სან-ანტონიო“ – „ჰიუსტონი“ – 110:106 (28:33, 28:22, 29:29, 25:22)

„სან-ანტონიო“: გრინი (24 ქ. 5 ჩ.), დანკანი (16 ქ. 8 მ. 3 ჩ.), ჯინობილი (15 ქ. 5 მ.), ჯოზეფი (14 ქ. 6 მ.), მილსი (8 ქ. 5 დ.), ბელინელი (8 ქ.), ბეინსი (8 ქ.), დიაო (8 ქ.)
„ჰიუსტონი“: ჰარდენი (28 ქ. 5 გ. 9 დ.), ბრიუერი (25 ქ.), ჰოვარდი (24 ქ. 17 მ.), მოტეიუნასი (11 ქ. 5 მ.), არიზა (7 ქ. 3 ჩ.), სმიტი (5 ქ. 8 მ. 3 ჩ.)

საინტერესო შეხვედრა „დალასსა“ და „ოკლაჰომა-სიტის“ შორისაც გაიმართა, რომელიც „მავერიკსის“ 5-ქულიანი გამარჯვებით, 112:107 დასრულდა. არადა, ბოლო მეოთხედის წინ „თანდერი“ 7 ქულით უგებდა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა გაანიავა.

საუკეთესო „დალასიდან“ 30 ქულითა და 5 მოხსნით დირკ ნოვიცკი იყო, ხოლო „ოკლაჰომადან“ 26 ქულითა და 10 მოხსნით სერჟ იბაკა გამოირჩა.

„დალასი“ – „ოკლაჰომა-სიტი“ – 112:107 (33:26, 31:32, 17:30, 31:19)

„დალასი“: ნოვიცკი (30 ქ. 5 მ.), პარსონსი (26 ქ. 5 მ.), ელისი (18 ქ. 5 ა.), რონდო (15 ქ. 6 მ. 7 ა.), ბარეა (9 ქ.), სმიტი (4 ქ. 8 მ.)
„ოკლაჰომა“: იბაკა (26 ქ. 10 მ.), ჯექსონი (21 ქ. 6 დ.), უესტბრუკი (18 ქ. 9 მ. 9 ა. 5 ჩ.), ადამსი (11 ქ. 6 მ.), ჯონსი (10)

 

სხვა შედეგები:

„დენვერ ნაგეტსი“ 102-116 „ტორონტო რეპტორსი”
„პორტლენდ ტრეილბლეიზერსი“ 101-79 „ნიუ-იორკ ნიქსი“
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ 107-116 „ფინიქს სანსი“

ჰარდენმა კარიერაში მესამე ტრიპლ-დაბლი შეასრულა (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩში (108:96) ტრიპლ-დაბლი გაიფორმა, რომელიც მის კარიერაში მესამე გამოდგა. „როკეტსის„ ლიდერმა თავის ანგარიშზე 24, ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა მიითვალა.

ჰარდენმა, შესაძლოა, „გოლდენ სტეიტთან“ ვერ ითამაშოს

ხუთშაბათს, გამთენიისას, „გოლდენ სტიეტ უორიორსთან“ მატჩში, „ჰიუსტონ როკეტსის“ მცველის ჯეიმს ჰარდენის თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რის შესახებაც „Houston Chronicle“ იტყობინება. ტეხასური კლუბის ლიდერს ზურგის ტკივილი აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ ტკივილის მიუხედავად, ჰარდენმა ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. ამასთანავე, პარტნიორებთან ერთად დუაიტ ჰოვარდმაც ივარჯიშა, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

დუაიტ ჰოვარდმა მატჩის დროს თანაგუნდელს დასცინა (ვიდეო)

„ნიუ-იორკთან“ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში „ჰოუსტონის“ ფორვარდმა ჯოი დორსიმ ბურთი ზემოდან ვერ ჩააგდო, რასაც „როკეტსის“ სათადაგითა სკამის სიცილი მოჰყვა. განსაკუთრებულად აქტიური კი დუაიტ ჰოვარდი აღმოჩნდა.