ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა თავისი პოსტი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ცნობილმა სპეციალისტმა ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.
„სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ნაკრების მწვრთნელობა დიდი პატივია. იმედია, გუნდი ევრო-2016-ზე გასვლას მოახერხებს“, – განაცხადა ჰიდინკმა.
ამჟამად ჰოლანდიელთა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თავისი ქვეყნის ნაკრებს 68 წლის მწვრთნელი 2014 წლის 28 მარტიდან თავკაცობდა.
ცნობისთვის, ამჟამად ჰოლანდიელები ევრო-2016-ს შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ და მეორე ადგილზე მყოფ ჩეხეთს 3, ხოლო პირველზე მყოფ ისლანდიას 5 ქულით ჩამორჩებიან.