“ვესტ ჰემი” იაია ტურეს გადაბირებას ცდილობს

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე, შესაძლოა, სულ მალე გაწევრიანდეს “ვესტ ჰემის” რიგებში. ამ ინფორმაციას ბრიტანული პრესის ავტორიტეტული Daily Mail ავრცელებს.

როგორც იცით, 35 წლის კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა ახლახან მოიპოვა თავისუფალი აგენტის სტატუსი და უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბთან, რომელსაც მანუელ პელეგრინი წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ იაია ტურე და პელეგრინი ადრეც თანამშრომლობდნენ. 2013-14 წლის სეზონში მათ ერთად მოიგეს პრემიერ ლიგა და იმ წლის გათამაშებაში ტურემ 20 გოლის გატანა შეძლო.

დე ბრუინი პეპს ამართლებს: “არ ვიცი, რომელ რასიზმზე საუბრობს იაია”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იაია ტურეს სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პეპ გვარდიოლას ტურე კანის ფერის გამო ჰყავდა ათვალწუნებული.

“რასიზმი? მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. უცნაური იქნება, მწვრთნელი რასისტი რომ იყოს – გუნდში რამდენიმე შავკანიანი მოთამაშე გვყავს! არ ვიცი, რაზე საუბრობს იაია. მისი სიტყვები ალბათ არასწორად გაიგეს.

როდესაც არ გათამაშებენ, ყოველთვის ცდილობ, მიზეზები იპოვო. ყველა დროის საუკეთესო სეზონი ჩავატარე და მწვრთნელიც იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, რომლებმაც მთელი ეს სეზონი წარმატებით ჩაატარეს.

შესაძლოა, პეპ გვარდიოლას უბრალოდ მიაჩნდა, რომ იაია საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა. კლუბში რასიზმის პრობლემა არასდროს შემიმჩნევია,” – განაცხადა დე ბრუინმა.

გვარდიოლა: “იაია ტურე კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ გუნდის ნახევარმცველი, იაია ტურე სეზონის ბოლოს “ქალაქელი” აღარ იქნება.

“იაია ტურე მომავალ სეზონში გუნდში დარჩენას აღარ აპირებს. ხოლო, ამ სეზონში, ბოლო საშინაო მატჩი “ბრაიტონთან” გვექნება. შესაბამისად, ჩვენ და იაია ვეცდებით, გამარჯვებას მივაღწიოთ. გვსურს, სწორედ ტურესთვის მოვიგოთ – მას მივუძღვნათ გამარჯვება. იაია აქ თავგადასავლის დასაწყისში მოვიდა და რასაც ახლა ჩვენ წარმოვადგენთ, მისი დამსახურებაა. ის წლების განმავლობაში გუნდის საკვანძო ფიგურა იყო,” – ამბობს გვარდიოლა.

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება

იაია ტურე კოტ დ’ივუარის ნაკრებში ბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 34 წლის ნახევარმცველმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. შესაბამისად, მთავარ მწვრთნელს, რომლის ადგილი, ჯერჯერობით, ვაკანტურია, მისი გამოძახება შეეძლება.

საგულისხმოა, რომ ტურემ 2016 წელს დატოვა ნაკრები. თუმცა, ერთი წლის შემდეგ აზრი შეიცვალა. მას უნდა, თავისი გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიაროს.

აქვე გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტის” მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში 113 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის ვარსკვლავებმა შობა აღნიშნეს (ფოტო)

მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში ამჟამად საშობაო შესვენებაა, რომელსაც ფეხბურთელები თავიანთ ოჯახებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი, ტიაგო სილვა, იაია ტურე, ჰარი კეინი, ჯესე ლინგარდი, ბასტიან შვაინშტაიგერი, დიეგო კოშტა… ეს იმ ფეხბურთელების მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც სოციალურ ქსელში საშობაო მილოცვებს აქვეყნებენ.

Feliz navidad para todos !!!

A post shared by Leo Messi (@leomessi) on

Família❤️Feliz Natal ?

A post shared by Nj ?? ? neymarjr (@neymarjr) on

იაია ტურე: “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში დიდი სიფრთხილე გვმართებს”

“მანჩესტერ სიტის” გამოცდილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ ათ დეკემბერს გასამართი “მანჩესტერული დერბის” წინ პრესასთან ისაუბრა და თავის თანაგუნდელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“წელს “იუნაიტედი” ძალიან ორგანიზებულად გამოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტაქტიკებზე ბევრს ფიქრობენ. ამიტომაც, მათ კონტრ-იერიშებს ძალიან უნდა ვუფრთხილდეთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

სიფრთხილე გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “არსენალის” ბედს გავიზიარებთ. წაგება კი ნამდვილად არ გვინდა. “იუნაიტედთან” ეს სხვაობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ბოლო დროს ისინი ძალიან საშიშ მეტოქეებად იქცნენ.

ისეთი ფეხბურთელების ხარჯზე, როგორებიც ლუკაკუ, იბრაჰიმოვიჩი, ლინგარდი, რეშფორდი და მარსიალი არიან, მათ ძალიან სწრაფად შეუძლიათ გადასვლა კონტრ-იერიშზე. მეტოქეს მხოლოდ შესაფერი მომენტი სჭირდება.

ამ მატჩის მოსაგებად დიდებულად უნდა ვითამაშოთ,” – აცხადებს 34 წლის იაია ტურე.

იაია ტურე: “გვარდიოლა ძალიან გაბრაზდა”

“მანჩესტერ სიტის” კოტ-დიუვარელი ნახევარმცველი, იაია ტურე აღიარებს, რომ “ფეიონორდთან” ნაჩვენები თამაშით “ქალაქელთა” თავკაცი ძალიან უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო.

“ეს ადამიანის ბუნების ნაწილია, ზოგჯერ ცოტა ზარმაცი, მოთენთილი ხარ. ფიქრობ, რომ საუკეთესო ხარ და ამპარტავნობამდეც მიდიხარ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ხარ. კარგად გამოიყურები და გგონია, რომ საუკეთესო იქნები.

ყველაფრის მიუხედავად, შეგვხვდა სპეციფიკური სტილის მქონე “ფეინოორდი” და კინაღამ გვაჯობა. ბუნებრივია, რომ ამან მწვრთნელი ძალიან გააბრაზა. ფაქტია, რომ უკეთ შეგვეძლო.

ზარმაცებივით ვთამაშობდით და გაგვიმართლა, რომ მოვიგეთ. მეტოქის უპატივცემლობა დაუშვებელია,” – აცხადებს ტურე.

ოფიციალურად: ტურემ “მანჩესტერ სიტისთან” ერთი წლით გაახანგრძლივა

“მანჩესტერ სიტის” კოტ-დიუვარელი ნახევარმცველი, იაია ტურე “ეტიჰად სტედიუმზე” კიდევ ერთი წლით დარჩება. ტურემ ინგლისურ გუნდთან შეთანხმებას დღეს, პირველ ივლისს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, იაია ტურეს “მანჩესტერ სიტის” ახალ თავკაცთან, პეპ გვარდიოლასთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და ახლა თავად ესპანელმა სპეციალისტმა გამოთქვა მასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

“იაია ტურე წლების მანძილზე ფანტასტიკურად ემსახურებოდა “მანჩესტერ სიტის” და დღესაც გუნდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ძალიან გვიხარია, რომ მასთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ,” – აცხადებს “ქალაქელთა” დირექტორი, ბეგირისტაინი.

იაია ტურე: “შესაძლოა, მსაჯების გარეშე თამაში უკეთესი იყოს”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, იაია ტურემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსაჯების მიერ ინგლისის თასის ნახევარფინალში დაშვებულ შეცდომას (როდესაც “ქალაქელებს” გოლი არ ჩაუთვალეს) და აღნიშნა, რომ ასეთ მსაჯობას, ჯობს ფეხბურთელებმა მათ გარეშე ითამაშონ.

“მსაჯებმა ეს უნდა შეწყვიტონ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ასეთი რამ ადრეც არაერთხელ მოხდა.

შეიძლება, ხუთშაბათს უკეთესი მსაჯი შეგვხდეს, ან საერთოდ მსაჯების გარეშე ვითამაშოთ – პირადად მე ნამდვილად ამ ვარიანტს ვამჯობინებ.

დერბი უდიდესი რამ არის. ჩვენ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ კარგი მსაჯი შეგვხვდება,” – აცხადებს აფრიკელი ფეხბურთელი.

მარკ ვილმოტსი: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ იაია ტურე ნაკრებში დავაბრუნო!”

გასულ სამშაბათს კოტ დ’ივუარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მარკ ვილმოტსი დანიშნეს.

ბელგიელმა სპეციალისტმა გუნდში იაია ტურეს დაბრუნებაზე ისაუბრა.

“ვიცი, რას წარმოადგენენ გამოცდილი ფეხბურთელები ნებისმიერი გუნდისთვის. ტურეს საკითხი არ დახურულა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ნაკრებში დავაბრუნო. ჩემი პირველი მისია სწორედ ეს იქნება.”

“ვნახე “მანჩესტერ სიტის” ის ორი შეხვედრა, რომლებშიც ტურემ მიიღო მონაწილეობა. მან ჩამშლელ ნახევარმცველად ითამაშა და  შესანიშნავად გამოიყურებოდა.”

“სულ მალე იაიას შევხვდები და პირადად გავესაუბრები,” – განაცხადა ვილმოტსმა.

 

იაია ტურე: “ყველაფერს მომდევნო ორი კვირა გადაწყვეტს”

“მანჩესტერ სიტის” კოტ დიუვარელი ნახევარმცველი, იაია ტურე თვლის, რომ მომდევნო ორი კვირა “მანჩესტერ სიტის” სეზონისთვის გადამწყვეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “ქალაქელებს” “არსენალის” წინააღმდეგ, “ემირეიტსზე” მოუწევს თამაში. ოთხიოდე დღეში კი, პეპ გვარდიოლას ბიჭებმა “სტემფორდ ბრიჯზე” უნდა ითამაშონ.

“არსენალისა” და “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართი მატჩები ძალიან რთული იქნება. მაგრამ, ამასთან ერთად ეს ჩვენი შანსიც არის. კარგი იქნება, ამ მატჩებში ქულების დაგროვებას თუ შევძლებთ.

ყველაფერს მომდევნო ორი კვირა გადაწყვეტს.

ახალ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის ძლიერად დასრულებაა – ოთხეულში მოხვედრა, რაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას მოგვცემს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ,” – აცხადებს იაია ტურე.

კარიკატურა: რითი მიიტყუა მოურინიომ ტურე “მანჩესტერ იუნაიტედში”? (ფოტო)

იაია ტურეს “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2017 წლის 30 ივლისს ეწურება. კოტ დ’ივუარელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულში ის შესაძლოა, “მანჩესტერ უნაიტედში” გადავიდეს.

ამასთან დაკავშრებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.