ტურე: “სიტისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება გვარდიოლას უდიდესი მიღწევა იქნება”

იაია ტურეს სჯერა, რომ “მანჩესტერ სიტისთვის” ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის უდიდესი მიღწევა იქნება.

“ვფიქრობ, ეს მისი უდიდესი მიღწევა იქნება მთელი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე. მის წინ უდიდესი ტესტია, მაგრამ ამ ადამიანს უყვარს დიდი გამოწვევები, ისევე როგორც ჩვენს ფეხბურთელებს, რაც მომწონს.

საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. თუმცა, მან იცის, როგორ უნდა მართოს მსგავსი ტიპის სიტუაციები.

ვგრძნობ, იგრძნობა, რომ “მანჩესტერ სიტიში” რაღაც დიდი ხდება. ამას ფანებიც გრძნობენ, ყველა გრძნობს,” – აცხადებს “ქალაქელთა” ნახევარმცველი.

იაია ტურემ კვირაში ნახევარმილიონიან ხელფასზე უარი განაცხადა

BBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩინურმა კლუბმა “მანჩესტერ სიტის” აფრიკელ ნახევარმცველს, იაია ტურეს საკმაოდ მსუყე წინადადება გაუკეთა.

როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთი ჩინური კლუბი 33 წლის ჰავბეკს კვირაში 430 000 ფუნტს სთავაზობდა ხელფასის სახით. მაგრამ, კოტ-‘დივუარელმა ფეხბურთელმა მათი წინადადება უარით გაისტუმრა.

თუმცა, უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ეს წინადადება ძალაში სეზონის ბოლომდე რჩება. ასე რომ, ტურეს აზრის შეცვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ იაიასა და თავის აგენტს, დიმიტრი სელიუკს პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი ჰქონდათ, რის გამოც, მას სეზონის გარკვეული ნაწილის სათადარიგოთა სკამზე გატარება მოუწია.

იაია ტურე: “სიტი” დანებებას არ აპირებს”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, იაია ტურე აცხადებს, რომ მისი კლუბი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ფარ-ხრმალის დაყრას არ აპირებს და რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

“მჯერა, რომ პრემიერ ლიგაში ყველაფერი შესაძლებელია. ფეხბურთში ყოველთვის პოზიტიურად უნდა იყო განწყობილი მომავლის მიმართ – მეც პოზიტიური ადამიანი ვარ.

ვიცი, რომ ზოგჯერ რთულია ამის გააზრება, მაგრამ მაინც უნდა აღიარო, რომ შეცდომა დაუშვი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რაღაც შანსები. მთავარია მომდევნო მატჩების მოგება მოვახერხოთ და ფორმაში ჩავდგეთ.” – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 21 ტურის შემდეგ, სხვაობა ლიდერ “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის 10 ქულაში აისახება.

Daily Star: “პსჟ” მანჩესტერული გრანდებიდან ორი ნახევარმცველის წაყვანას აპირებს

“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მანჩესტერული გრანდების ორი ნახევარმცველის, იაია ტურესა და ბასტიან შვაინშტაიგერის გადასაბირებლად. ამ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

როგორც იცით, ახალი მწვრთნელების მოსვლის შემდეგ, ორივე ნახევარმცველმა სკამზე გადაინაცვლა და ორივე მათგანს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება თავიანთი კლუბების დატოვება მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ასე რომ, ლიგა 1-ის ჩემპიონები სწორედ ამ ორი ფეხბურთელის საშუალებით აპირებენ გუნდის გაძლიერებას, გუნდის, რომელიც ამ დროისთვის საკმაოდ ცუდად ასპარეზობს.

გეტყვით იმასაც, რომ ორივე მათგანს ექნება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში მონაწილეობის მიღება, რაც ბუნებრივია, უნაი ემერის ინტერესებში შედის.

Sky Sports: ტურეს გადაბირება ორ ინგლისურ კლუბს სურს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მიერ დაწუნებული ნახევარმცველის, იაია ტურეს მიმართ ინტერესი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ხელმძღვანელებმა გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ აფრიკელ ფეხბურთელს საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს “მანჩესტერ სიტის” ახალ მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან – პრემიერ ლიგაში 3 ტური ჩატარდა, თუმცა იაიას დებიუტი ახალ სეზონში ჯერ არ შემდგარა.

ყველაფერთან ერთად, “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა ტურე ჩემპიონთა ლიგის 23-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.

ამ ყველაფრის შემდეგ, კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის აგენტმა, დიმიტრი სელუკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის გადაბირებით რამოდენიმე ინგლისური და ამერიკული კლუბია დაინტერესებული. Sky-ს ცნობით, ინგლისურ კლუბებში სელუკმა სწორედ “მანჩესტერი” და “არსენალი” იგულისხმა.

გვარდიოლა: “რატომ დავტოვე ტურე მანჩესტერში?”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ იაია ტურეს განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ტურესთან ერთად რუმინეთში, “სტიაუასთან” სათამაშოდ არ წავიდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ელიკიმ მანგალა, სამირ ნასრი, უილფრედ ბონი და ჯეისონ დენაიერი.

“ტურე ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ის თამაშს შეძლებდა. ამიტომაც დავტოვე ის მანჩესტერში.”

პეპმა ჯო ჰარტიც მოიხსენია: “ჩემი “მანჩესტერ სიტიში” მოსვლის დღიდან, ჯო ბრწყინვალედ მუშაობდა. ის ნამდვილი პროფესიონალია ისევე როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა.”

აგენტი: “იაია ტურე “ინტერთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს”

იაია ტურე სამომავლო ტრანსფერთან დაკავშირებით მილანურ “ინტერთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუ რა თქმა უნდა კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის აგენტს დავუჯერებთ.

“ამ მომენტში “მანჩესტერ სიტიში” არსებული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. “მანჩესტერს” იაიას გაყიდვა უნდა და არა განათხოვრება.

ვერ ვიტყვი, არიან თუ არა სხვა კლუბები დაინტერესებულები. მას კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა განსაკუთრებული არაფერია. “ინტერი”? დიდებული კლუბია. სიმართლეა ის, რომ მანჩინისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.” – განაცხადა სელუკმა.

მანჩინი: „იაია ტურე „ინტერში“? გაგვიჭირდება“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის იაია ტურეს მილანურ კლუბში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ კარგი თამაშის დონისა და ნორმალური ხასიათის მქონე ფეხბურთელების შესაძენად მზად ვართ. ვნახოთ. რაც შეეხება ტურეს, საუბარია „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეზე. შესაბამისად, სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა რთული იქნება. ყველა ვარიანტს მათ მოსვლის შესაბამისად განვიხილავთ“, – ციტირებს მანჩინის „Football-Italia“.

დადასტურებულია: ტურე “რეალთან” არ ითამაშებს

მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე მანჩესტერ “სიტის” ფანებისთვის დამამწუხრებელი ინფორმაცია გააჟღერა, რომლის თანახმადაც, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში იაია ტურე ინგლისელთა დახმარებას ვერ შესძლებს.

“ვფიქრობ, რომ იაია ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს. მისი რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მას ახლოდან დავაკვირდებით და გადავწყვეტთ შეძლებს თუ არა ის განმეორებით მატჩში მონაწილეობას. თუმცა შემიძლია დადასტურებით ვთქვა, რომ ის კვირას გასამართ მატჩშიც (“საუთჰემპტონთან”) ვერ დაგვეხმარება.” – განაცხადა ჩილელემა.

ტურეს არყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ ნახევარდაცვაში ფერნანდოსა და ფერნანდინიოს დუეტის ხილვა მოგვიწევს.

პელეგრინი: “ტურემ შესაძლოა “რეალთან” ვერ ითამაშოს”

“მანჩესტერ სიტის” თავკაცის, მანუელ პელეგრინის თქმით, იაია ტურეს თამაში მადრიდის “რეალთან” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი სამშაბათს, ინგლისში გაიმართება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩილელმა სპეციალისტმა “სტოკთან” გამართულ მატჩში, კევინ დე ბრუინი და ვინესნ კომპანი დაასვენა. დავიდ სილვა, სერხიო აგუერო და ფერნანდო კი მეორე ტაიმში შეცვალა.

“მთავარი ყოველთვის შედეგია. მომდევნო 30 დღეში 8 თამაშის ჩატარება მოგვიწევს, ამიტომაც როტაცია აუცილებელი იყო. დავიდ სილვა ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან, აგუერო კი გადაღლილი იყო. იგივე შეიძლება ითქვას დე ბრუინზეც.

ფერნანდომ მცირე ტკივილი იგრძნო, თუმცა ვფიქრობ, რომ სამშბათისთვის ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება იაიას, მისი რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა, თუმცა ექიმი გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა ის “რეალთან”.

აგენტი: “შემიძლია თავისუფლად დავადასტურო, რომ ტურე კლუბს დატოვებს”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, იაია ტურე კლუბს ზაფხულში დატოვებს. ამ ინფორმაციას დიმიტრი სელუკი, “ქალაქელთა” ამჟამინდელი ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

“დიდი ალბათობით, ის “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. შემიძლია ეს თავისუფლად დავადასტურო.

იაია ტურეს ტრანსფერის თაობაზე არაერთი წინადადება მივიღეთ, ისინი განხილვის პროცესშია. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

იქონიებს თუ არა ფინანსური საკითხი გავლენას? არანაირად. ჩვენ ფულს ყველაფერზე წინ არ ვაყენებთ, ჩვენთვის მთავარია ის პროექტი, რომელსაც კლუბი ახორციელებს.

“ინტერი” მართლაც რომ დიდებულ კლუბზე ვსაუბრობთ. ყველამ იცის, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ტურესა და მანჩინის, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.” – განაცხადა მან.

ტურეს აგენტმა გუარდიოლა გააკრიტიკა და კოტ დ’იუვარელის წასვლაზე მიგვანიშნა

იაია ტურეს აგენტს სჯერა, რომ კოტ დ’იუვარელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებს მას შემდეგ დატოვებს, რაც ინგლისურ კლუბს პეპ გუარდიოლა ჩაიბარებს.

“ვფიქრობ, რომ იაია კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. თუმცა იმედი მაქვს, რომ წასვლამდე ის რამდენიმე მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებს.

მთავარი ის არაა მოსწონს, თუ არა პეპს იაია. ცხოვრებაში ყველაფერს უნდა შეეგუო. პეპს შეუძლია ტურე თავისთან დაიბაროს და უთხრას “მე შენ მჭირდები”, თუკი მისი დარჩენა მართლა უნდა.”

სელუკმა პეპის “ბარსელონური” კარიერაც გააკრიტიკა: ” ჩემის აზრით,  ადამიანმა გუნდს მხარი მაშინაც უნდა დაუჭიროს, როცა უჭირს და არა მარტო მაშინ, როცა ის საუკეთესო ფორმაშია.

ლუის ენრიკემაც ზუსტად ისეთი რამ გააკეთა “ბარსელონაში”, რაც პეპმა. ასე რომ არ ღირს იმის სკანდირება, რომ ეს გუარდიოლას გუნდია.” – განაცხადა მარტინმა The Sun-თან ინტერვიუში.